მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ინაშვილი - "ახალმა ხელისუფლებამ ხალხს იმედი გაუცრუა"
ირმა ინაშვილი - "ახალმა ხელისუფლებამ ხალხს იმედი გაუცრუა"

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ერთ-ერთ ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი, ზუგ­დიდ­ში სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ე.წ. წა­მე­ბის კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა. გან­ცხა­დე­ბას ინაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს.

"ხუთ­თა­ვი­ა­ნი გვე­ლე­შა­პი ნიღ­ბებს იხ­სნის. ხუ­თი­ა­ნი რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის საკ­რა­ლუ­რი რი­ცხვი იყო, სა­ი­დუმ­ლო არაა. ხალ­ხი ამ­ბობ­და,- ხუთ­თა­ვი­ა­ნი გვე­ლე­შა­პია და სა­ნამ ხუ­თი­ვე თავს არ მოჰ­კვეთ, არ მოგ­ვეშ­ვე­ბაო. ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხალ­ხს იმე­დი გა­უც­რუა. გვე­ლე­შა­პი გა­ა­პა­რა.მის შვი­ლებს სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნა. მის თა­ვებს ნიღ­ბის ჩა­მოც­მა­შიც და­ეხ­მა­რა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კა­ბი­ნე­ტებ­შიც გა­და­მა­ლა. ჰოდა, ახლა, გვე­ლე­შა­პი ხან სად წა­მოჰ­ყოფს თავს და ხა­ნაც - სად. მახ­სენ­დე­ბა ე.წ. კას­რე­ბის კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბა. წა­მო­ი­შალ­ნენ გვე­ლე­შა­პის­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ექ­სე­პერ­ტე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მნა­თო­ბე­ბი და ერ­თხმად გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ამ კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბაო. ეს საქ­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ზი­ა­ნებ­სო. ჩვენ კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუფრ­თხილ­დე­ბი­თო. თქვე უღ­მერ­თო­ე­ბო, თქვენ და თქვენ­მა გვე­ლე­შაპ­მა რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ქვე­ყა­ნა და­ა­ზი­ა­ნა, ამა­ზე მეტს ვინ ან რა დაგ­ვა­ზი­ა­ნებს?! კად­რე­ბი არა­ვის აჩ­ვე­ნო­თო, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი თა­ნაგ­რძნო­ბა კი არ გა­ლა­პა­რა­კებ­დათ, გვე­ლე­შა­პის გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძო­დით. მისი ბო­რო­ტე­ბა­ნის და­ფარ­ვა გსურ­დათ. არა მხო­ლოდ ქარ­თველ ხალ­ხს უმა­ლავ­დით ამ სი­სა­ძაგ­ლეს, მსოფ­ლი­ო­საც უმა­ლავ­დით. თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძო­დით. ჰოდა, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და­გით­მოთ. ე.წ. კას­რე­ბის კად­რე­ბი ჯამ­ში ასი­ო­დე კაცს აჩ­ვე­ნა და გა­ჩერ­და. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ასე­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლი მხო­ლოდ თქვე­ნი მო­თხოვ­ნით არაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ამას თქვენც ითხოვ­დით, თქვე­ნი უცხო­ე­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც და მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­გებ­ში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი და ნი­ღაბს ამო­ფა­რე­ბუ­ლი გვე­ლე­შა­პის თა­ვე­ბიც. ჰოდა, დღეს ისევ იმ გუ­ბე­ში ვბა­ნა­ობთ. "ფე­ის­ბუქ­ში" 15 წუ­თი­ა­ნი ფილ­მი გავ­რცელ­და. ფილ­მი, რო­მე­ლიც გვე­ლე­შა­პის ბო­რო­ტე­ბებს ამ­ხელს. ამ­თვით­ვე ვი­ტყვი, რომ მე არც ამ ფილ­მის შექ­მნას­თან მაქვს კავ­ში­რი და არც მის გავ­რცე­ლე­ბას­თან. ფილ­მი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვნა­ხე. ზო­მი­ე­რია, მაგ­რამ გვე­ლე­შაპს ამ­ხელს... და კვლავ წა­მო­ი­შალ­ნენ გვე­ლე­შა­პის­ტე­ბი. არი­ქა, ამ ფილ­მს ბავ­შვე­ბი უყუ­რე­ბე­ნო და ეს მათ ზი­ანს აყე­ნებ­სო. გვე­ლე­შა­პის­ტე­ბო, იცით, რა მა­ინ­ტე­რე­სებს?! თქვენ "ფე­ის­ბუქ­ში" რა სი­ბინ­ძუ­რე­საც წერთ... და­მონ­ტა­ჟე­ბულ, ყალბ ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებთ, ადა­მი­ა­ნებს იარ­ლი­ყებს აკე­რებთ და ტყუ­ილს სი­მარ­თლედ ასა­ღებთ, რო­გორ გგო­ნი­ათ, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და, უპირ­ვე­ლე­სად, ჩვენს შვი­ლებს არ აზი­ა­ნებს?! ჩვენ­გან რომ ითხოვთ, ბავ­შვებს პირ­ვე­ლი კლა­სი­დან სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი ვას­წავ­ლო­თო... მამა რომ ერთ დღეს შე­იძ­ლე­ბა დედა აღ­მოჩ­ნდეს, მათი გო­ნე­ბა ამის­თვის მო­ვამ­ზა­დო­თო... მა­ინ­ტე­რე­სებს, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა და მოკ­ვლა რომ არ შე­იძ­ლე­ბა და ეს რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­მარ­თლის ქვა­კუ­თხე­დია, ეს ბავ­შვებს არ უნდა ვას­წავ­ლოთ?! მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სხვაა. თქვენ არც ბავ­შვე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებთ, არც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და არც სა­ქარ­თვე­ლო. თქვენ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა გა­ინ­ტე­რე­სებთ, გვე­ლე­შაპს რომ თა­ვე­ბი არ და­აჭ­რან, ეს გა­ინ­ტე­რე­სებთ. ამი­ტო­მაც არ გინ­დათ ამ ფილ­მის ჩვე­ნე­ბა. ამი­ტო­მაც აღ­შფოთ­დით ასე... და იმ­დე­ნად აღ­შფოთ­დით, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მო­კა­ლა­თე­ბულ გვე­ლე­შა­პის თა­ვებ­საც კი ჩა­მოხ­სე­ნით ნიღ­ბე­ბი. მოკ­ლედ, ნიღ­ბე­ბის ჩა­მოხ­სნის დრო დად­გა", - წერს ინაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ირმა ინაშვილი - "ახალმა ხელისუფლებამ ხალხს იმედი გაუცრუა"

ირმა ინაშვილი - "ახალმა ხელისუფლებამ ხალხს იმედი გაუცრუა"

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერი ირმა ინაშვილი, ზუგდიდში სკოლის მოსწავლეებისთვის ე.წ. წამების კადრების ჩვენების ფაქტს ეხმაურება. განცხადებას ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ხუთთავიანი გველეშაპი ნიღბებს იხსნის. ხუთიანი რომ სააკაშვილისთვის საკრალური რიცხვი იყო, საიდუმლო არაა. ხალხი ამბობდა,- ხუთთავიანი გველეშაპია და სანამ ხუთივე თავს არ მოჰკვეთ, არ მოგვეშვებაო. ახალმა ხელისუფლებამ ხალხს იმედი გაუცრუა. გველეშაპი გააპარა.მის შვილებს სასათბურე პირობები შეუქმნა. მის თავებს ნიღბის ჩამოცმაშიც დაეხმარა და ხელისუფლების კაბინეტებშიც გადამალა. ჰოდა, ახლა, გველეშაპი ხან სად წამოჰყოფს თავს და ხანაც - სად. მახსენდება ე.წ. კასრების კადრების ჩვენება. წამოიშალნენ გველეშაპისტი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსეპერტები, არასამთავრობო სექტორის მნათობები და ერთხმად გვეუბნებოდნენ, - არაფრით არ შეიძლება საზოგადოებისათვის ამ კადრების ჩვენებაო. ეს საქმე საზოგადოებას დააზიანებსო. ჩვენ კი, საზოგადოებას ვუფრთხილდებითო. თქვე უღმერთოებო, თქვენ და თქვენმა გველეშაპმა რაც საზოგადოება და ქვეყანა დააზიანა, ამაზე მეტს ვინ ან რა დაგვაზიანებს?! კადრები არავის აჩვენოთო, ამას საზოგადოებისადმი თანაგრძნობა კი არ გალაპარაკებდათ, გველეშაპის გადარჩენისთვის იბრძოდით. მისი ბოროტებანის დაფარვა გსურდათ. არა მხოლოდ ქართველ ხალხს უმალავდით ამ სისაძაგლეს, მსოფლიოსაც უმალავდით. თვითგადარჩენისთვის იბრძოდით. ჰოდა, ახალმა ხელისუფლებაც დაგითმოთ. ე.წ. კასრების კადრები ჯამში ასიოდე კაცს აჩვენა და გაჩერდა. ახალი ხელისუფლების ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი მხოლოდ თქვენი მოთხოვნით არაა განპირობებული. ამას თქვენც ითხოვდით, თქვენი უცხოელი მხარდამჭერებიც და მოქმედი ხელისუფლების რიგებში მოკალათებული და ნიღაბს ამოფარებული გველეშაპის თავებიც. ჰოდა, დღეს ისევ იმ გუბეში ვბანაობთ. "ფეისბუქში" 15 წუთიანი ფილმი გავრცელდა. ფილმი, რომელიც გველეშაპის ბოროტებებს ამხელს. ამთვითვე ვიტყვი, რომ მე არც ამ ფილმის შექმნასთან მაქვს კავშირი და არც მის გავრცელებასთან. ფილმი სოციალურ ქსელში ვნახე. ზომიერია, მაგრამ გველეშაპს ამხელს... და კვლავ წამოიშალნენ გველეშაპისტები. არიქა, ამ ფილმს ბავშვები უყურებენო და ეს მათ ზიანს აყენებსო. გველეშაპისტებო, იცით, რა მაინტერესებს?! თქვენ "ფეისბუქში" რა სიბინძურესაც წერთ... დამონტაჟებულ, ყალბ ფოტოებს ავრცელებთ, ადამიანებს იარლიყებს აკერებთ და ტყუილს სიმართლედ ასაღებთ, როგორ გგონიათ, ეს საზოგადოებას და, უპირველესად, ჩვენს შვილებს არ აზიანებს?! ჩვენგან რომ ითხოვთ, ბავშვებს პირველი კლასიდან სქესობრივი ურთიერთობის საფუძვლები ვასწავლოთო... მამა რომ ერთ დღეს შეიძლება დედა აღმოჩნდეს, მათი გონება ამისთვის მოვამზადოთო... მაინტერესებს, ადამიანების წამება და მოკვლა რომ არ შეიძლება და ეს რომ საერთაშორისო საამართლის ქვაკუთხედია, ეს ბავშვებს არ უნდა ვასწავლოთ?! მაგრამ რეალობა სხვაა. თქვენ არც ბავშვები გაინტერესებთ, არც ქართველი ხალხი და არც საქართველო. თქვენ საკუთარი თავის გადარჩენა გაინტერესებთ, გველეშაპს რომ თავები არ დააჭრან, ეს გაინტერესებთ. ამიტომაც არ გინდათ ამ ფილმის ჩვენება. ამიტომაც აღშფოთდით ასე... და იმდენად აღშფოთდით, რომ "ქართულ ოცნებაში" მოკალათებულ გველეშაპის თავებსაც კი ჩამოხსენით ნიღბები. მოკლედ, ნიღბების ჩამოხსნის დრო დადგა", - წერს ინაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს