ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულმა ამბებმა "ფეისბუქზე" დიდი აურზაური გამოიწვია. ადამიანების უმეტესობა დაფიქრდა, თუ როგორ შეიცვლება მოვლენები, თუკი ვლადიმერ პუტინი პოლიტიკას ჩამოცილდება. გთავაზობთ პოსტებს თემასთან დაკავშირებით:
დავით ზურაბიშვილი - მოკვდა, ინსულტმა ხია თუ წუხანდელ ღამენათევზე ჩამოეძინა იმ ჩვენი ცოდვით სავსეს, გაირკვა ბოლო-ბოლო? ისე, ასეთი ერთსულოვნება ერში კარგა ხანია არ მინახავს. ევრაზია ჭყოიძის, ჯეოსელ ყიფიანის და ვალერი კვარაცხელიას გარდა, მგონი არც არავინ დარდობს მის ჯანმრთელობაზე და ყველა სიამოვნებით კრუსუნებს. ეს ერი გამოვა მცხეთის კართან ცარ-ასვაბაძიწელის პატივსაცემად? მეტი არაა ჩემი მტერი.
მერაბ მეტრეველი - დათვი ჯერ არ მომკვდარა და უკვე მის ტყავს იყოფდნენო, - ასეა ქართულ ფბ-ზე პუტინის საქმე.
ნანუკა ჟორჟოლიანი - დაისვენებს მსოფლიო. ჩვენ ხომ დავისვენებთ და დავისვენებთ.
ლევან ბუთხუზი - გაუგებარ ნიუსების გავლენის ქვეშ არ ვარ. უბრალოდ დავფიქრდი - პუტინი რომ უცებ მოკვდეს, ვინ რას კისრულობს? ჩამოყარეთ!
P.S არ დამიწყოთ ახლა ჩვენთვის არაფერი იცვლებაო - ვიცი, ჯასთ ამ ვარაუდის ემოცია მაინტერესებს.
მარიამ საჯაია - ვისი ცუდად ყოფნაც გაგვიხარდება (ვოლდემორის ჯეო ვერსია), მგონი ის გვახარებს. სხვა მსოფლიო თუ დაგვხვდა დილით ჰა?!
ზაზა ბიბილაშვილი - ვიზდარავლივაიწე, ვლაძიმირ ვლაძიმირავიჩ! უთქვენოდ დასავლეთის მოგერიება გაგვიჭირდება ფროწნ ემოტიცონ ვისილაიუ მოი ელიტნი სტაფილოს წვენი. ისკრენნე ვაშ, ბარის გრიგორიჩ.
ოთო კახიძე - გუშინ გაზპრომი, დღეს აბრამოვიჩი, აქეთ პუტინის ავადმყოფობა..
რაღაცა არსებობს..
გოგა ხაჩიძე - არა, სიკვდილისთვის პუტინიც არ მემეტება.
(მატყუარა - მე)