"დასადგენია, მართლა დაურეკა თუ არა ქალბატონ ეკას ე.წ. კანონიერმა ქურდმა", - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა "არჩევანში" ეკა კვესიტაძის განცხადების კომენტირებისას, რომელშიც ჟურნალისტი ე.წ. კანონიერი ქურდის, "ლავას ოღლის" მხრიდან მუქარის ზარზე საუბრობდა.
"მე ვფიქრობ, რომ უნდა დადგინდეს, ნამდვილად ვინ დაურეკა ქალბატონ ეკას. ამისათვის კი საჭიროა, რომ დაიწყოს გამოძიება. შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ძალიან კარგი, თუ საქმის კურსში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნებისმიერ ერთ ადამიანს შეუძლია, დაურეკოს მეორეს ვინმეს სახელით,"- აცხადებს კახა კალაძე.
კალაძის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა კრიტიკა. ყველაზე მძაფრი შეფასება კი მინისტრმა ჟურნალისტ დავით პაიჭაძისგან დაიმსახურა.
გთავაზობთ დავით პაიჭაძის მიერ Facebook-ზე, საჯარო დისკუსიაში გამოთქმულ მოსაზრებებს:
"უმაღლესი სინჯის სირია: იმასაც ვერ ხვდება, რომ ამით ლავას ოღლის ექომაგება";
"ანაც ხვდება და ვალდებულება აქვს".
შეგახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას "კანონიერი ქურდის" მუქარის შემცველ სატელეფონო ზართან დაკავშირებით შსს-ს მხრიდან უკვე მოჰყვა რეაგირება. უწყებამ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, უკვე დაიწყო გამოძიება.