პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სურვილია სახელმწიფომ დაუშვას რაიმე შესაძლებლობა..." - რატომ არ იღებენ სკოლაში გიორგი ჯანელიძის შვილს
"ჩემი სურვილია სახელმწიფომ დაუშვას რაიმე შესაძლებლობა..." - რატომ არ იღებენ სკოლაში გიორგი ჯანელიძის შვილს

იუ­მო­რის­ტი გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი შვი­ლის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს 6 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში მი­ღე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

"მყავს 1 შვი­ლი. 5 წლის და 1 თვის. ქარ­თუ­ლად კი­თხუ­ლობს და წერს უპ­რობ­ლე­მოდ (ცნობს ყვე­ლა ასოს. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი სი­ტყვე­ბის, რო­გო­რე­ბი­ცაა, კდე­მა­მო­დი­ლე­ბა და ყმად­ნა­ფი­ცი, წა­კი­თხვა უჭირს) ინ­გლი­სუ­რად ყვე­ლა ასოს ცნობს, თუმ­ცა სი­ტყვებს ჯერ ვერ კი­თხუ­ლობს. 10-ის ფარ­გლებ­ში ან­გა­რი­შობს უშეც­დო­მოდ, 20-ის ფარ­გლებ­ში შეც­დო­მე­ბით (თუმ­ცა კალ­კუ­ლა­ტო­რის ხმა­რე­ბა იცის) სექ­ტემ­ბრის­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა ცალ­სა­ხად უკე­თე­სი, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, ბავ­შვს სკო­ლა­ში (არც კერ­ძო­ში) მა­ინც არ მი­ი­ღე­ბენ, რად­გან ამ დრო­ის­თვის არ იქ­ნე­ბა სრუ­ლი 6 წლის. ჩემი სურ­ვი­ლია სა­ხელ­მწი­ფომ და­უშ­ვას რა­ი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ბავ­შვი სკო­ლა­ში მი­ი­ღონ: 1: გა­მოც­და 2: ფსი­ქო­ლო­გის ან ვი­ღაც კომ­პე­ტენ­ტუ­რის დას­კვნა 3: თუნ­დაც კერ­ძო სკო­ლებს მის­ცენ ბავ­შვის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა. მო­ტი­ვა­ცია: თვი­თონ სკო­ლა­ში შე­ვე­დი 5 წლი­სა, არა­სო­დეს და­მირ­ღვე­ვია კა­ნო­ნი და 21 წლი­დან, ჩემ მიერ გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით ვი­ნა­ხავ სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის შე­მად­გე­ლო­ბას, რო­მელ­თა ნა­წი­ლის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ფრი­ად სა­ეჭ­ვო წარ­მოდ­გე­ნი­სა ვარ. გმად­ლობთ ყუ­რა­დღე­ბი­სათ­ვის", - წერს ჯა­ნე­ლი­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში არ ადას­ტუ­რე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ექვს წლამ­დე ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში მი­ღე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მშობ­ლე­ბი, რო­მელ­თა შვი­ლებს ექ­ვსი წელი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის შემ­დეგ უს­რულ­დე­ბათ, ფსი­ქო­ლოგს მი­მარ­თა­ვენ. ფსი­ქო­ლო­გი ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბას, სას­კო­ლო მზა­ო­ბას ამოწ­მებს და გას­ცემს შე­სა­ბა­მის ცნო­ბას, არის თუ არა ბავ­შვი მზად სკო­ლის­თვის.

მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბი­თა და ბავ­შვის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ას­ლით, ისი­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბას წე­რენ და გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბას ითხო­ვენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­ა­მოწ­მა. უწყე­ბა­ში ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, შე­სუ­ლია თუ არა მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბის მო­თხოვ­ნით გან­ცხა­დე­ბე­ბი, თუმ­ცა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბი­სათ­ვის ბავ­შვი ექ­ვსი წლის უნდა იყოს და გა­მო­ნაკ­ლი­სი არ და­იშ­ვე­ბა. ეს ვრცელ­დე­ბა რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სკო­ლებ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ჩემი სურვილია სახელმწიფომ დაუშვას რაიმე შესაძლებლობა..." - რატომ არ იღებენ სკოლაში გიორგი ჯანელიძის შვილს

"ჩემი სურვილია სახელმწიფომ დაუშვას რაიმე შესაძლებლობა..." - რატომ არ იღებენ სკოლაში გიორგი ჯანელიძის შვილს

იუმორისტი გიორგი ჯანელიძე სოციალურ ქსელში საკუთარი შვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს და განათლების სამინისტროს 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში მიღების თხოვნით მიმართავს.

"მყავს 1 შვილი. 5 წლის და 1 თვის. ქართულად კითხულობს და წერს უპრობლემოდ (ცნობს ყველა ასოს. განსაკუთრებით რთული სიტყვების, როგორებიცაა, კდემამოდილება და ყმადნაფიცი, წაკითხვა უჭირს) ინგლისურად ყველა ასოს ცნობს, თუმცა სიტყვებს ჯერ ვერ კითხულობს. 10-ის ფარგლებში ანგარიშობს უშეცდომოდ, 20-ის ფარგლებში შეცდომებით (თუმცა კალკულატორის ხმარება იცის) სექტემბრისთვის მდგომარეობა გვექნება ცალსახად უკეთესი, მაგრამ განათლების სამინისტროს ახალი რეგულაციით, ბავშვს სკოლაში (არც კერძოში) მაინც არ მიიღებენ, რადგან ამ დროისთვის არ იქნება სრული 6 წლის. ჩემი სურვილია სახელმწიფომ დაუშვას რაიმე შესაძლებლობა, რომ ბავშვი სკოლაში მიიღონ: 1: გამოცდა 2: ფსიქოლოგის ან ვიღაც კომპეტენტურის დასკვნა 3: თუნდაც კერძო სკოლებს მისცენ ბავშვის მიღების უფლება. მოტივაცია: თვითონ სკოლაში შევედი 5 წლისა, არასოდეს დამირღვევია კანონი და 21 წლიდან, ჩემ მიერ გადახდილი გადასახადებით ვინახავ სახელმწიფო აპარატს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის შემადგელობას, რომელთა ნაწილის განათლებაზე ფრიად საეჭვო წარმოდგენისა ვარ. გმადლობთ ყურადღებისათვის", - წერს ჯანელიძე.

საქართველოს განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ექვს წლამდე ბავშვების სკოლაში მიღება გამონაკლისის სახით შესაძლებელი იქნება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშობლები, რომელთა შვილებს ექვსი წელი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ უსრულდებათ, ფსიქოლოგს მიმართავენ. ფსიქოლოგი ბავშვის განვითარებას, სასკოლო მზაობას ამოწმებს და გასცემს შესაბამის ცნობას, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისთვის.

მშობლების ინფორმაციით, აღნიშნული ცნობითა და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლით, ისინი განათლების მინისტრის სახელზე განცხადებას წერენ და გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" განათლების სამინისტროში გადაამოწმა. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, შესულია თუ არა მინისტრის სახელზე გამონაკლისის დაშვების მოთხოვნით განცხადებები, თუმცა სამინისტროში განმარტავენ, რომ სასწავლო წლის დაწყებისათვის ბავშვი ექვსი წლის უნდა იყოს და გამონაკლისი არ დაიშვება. ეს ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს