საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელიამ ეკა ბესელიას ჩექმებს "ბესელკები" უწოდა - რა ღირს პოლიტიკოსის ჩექმები, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია
ნიკა მელიამ ეკა ბესელიას ჩექმებს "ბესელკები" უწოდა - რა ღირს პოლიტიკოსის ჩექმები, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, ეკა ბე­სე­ლი­ას თეთ­რი ჩექ­მე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. ამ­ჯე­რად მას პოსტს უძღვნის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი და თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი ნიკა მე­ლია. მე­ლი­ამ ბე­სე­ლი­ას ჩექ­მებს ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხე­ლიც კი მო­უ­ფიქ­რა.

"იყო 'ჯექ­სო­ნე­ბი, 'ეს­პად­რე­ლე­ბი' 'სა­ლა­მან­დრე­ბი' და ა.შ.

ამი­ე­რი­დან გვაქვს 'ბე­სელ­კე­ბი'", - წერს ნიკა მე­ლია.

პო­ლი­ტი­კო­სის იუ­მორს ხა­ლი­სით აჰ­ყვნენ მისი მე­გობ­რე­ბი, რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა სა­კუ­თა­რი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა ფო­ტო­შარ­ჟი­თაც გა­მო­ხა­ტა. ზოგ­მა კი არ და­ი­ზა­რა და ინ­ტერ­ნეტშო­პინ­გის სა­ი­ტებ­ზე ანა­ლო­გი­უ­რი ჩექ­მე­ბის ფა­სე­ბიც გა­არ­კვია.

შე­გახ­სე­ნებთ, შო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­შო­ბაო ალი­ლოს მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლის წინ შე­ე­გებ­ნენ. და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა და დე­პუ­ტა­ტებ­მა მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს ტკბი­ლე­უ­ლით სავ­სე კა­ლა­თე­ბი გა­დას­ცეს. დე­პუ­ტა­ტებს შო­რის იმ­ყო­ფე­ბო­და ეკა ბე­სე­ლი­აც, რომ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა მის­მა ჩექ­მამ გა­მო­იწ­ვია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეკა ბე­სე­ლი­ას ჩაც­მუ­ლო­ბა გან­სჯის სა­გა­ნი მას შემ­დეგ გახ­და, რაც ფო­ტო­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, ხოლო რე­აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ერთ-ერთი ფოტო გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ წა­შა­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ეკა ბე­სე­ლი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­გლი­სუ­რის შემ­დეგ ჩაც­მუ­ლო­ბით "და­შო­კა"

sponsored by ContentRoom

ნიკა მელიამ ეკა ბესელიას ჩექმებს "ბესელკები" უწოდა - რა ღირს პოლიტიკოსის ჩექმები, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

ნიკა მელიამ ეკა ბესელიას ჩექმებს "ბესელკები" უწოდა - რა ღირს პოლიტიკოსის ჩექმები, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას თეთრი ჩექმები სოციალურ ქსელებში აქტუალობას არ კარგავს. ამჯერად მას პოსტს უძღვნის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია. მელიამ ბესელიას ჩექმებს ორიგინალური სახელიც კი მოუფიქრა.

"იყო 'ჯექსონები, 'ესპადრელები' 'სალამანდრები' და ა.შ.

ამიერიდან გვაქვს 'ბესელკები'", - წერს ნიკა მელია.

პოლიტიკოსის იუმორს ხალისით აჰყვნენ მისი მეგობრები, რამდენიმე მათგანმა საკუთარი კრეატიულობა ფოტოშარჟითაც გამოხატა. ზოგმა კი არ დაიზარა და ინტერნეტშოპინგის საიტებზე ანალოგიური ჩექმების ფასებიც გაარკვია.

შეგახსენებთ, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ. დავით უსუფაშვილმა და დეპუტატებმა მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს. დეპუტატებს შორის იმყოფებოდა ეკა ბესელიაც, რომლის ჩაცმულობას ინტერნეტმომხმარებლების კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. განსაკუთრებული კრიტიკა მისმა ჩექმამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიას ჩაცმულობა განსჯის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ფოტოები პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ხოლო რეაქციების შემდეგ ერთ-ერთი ფოტო გვერდის ადმინისტრაციამ წაშალა.

იხილეთ ასევე: ეკა ბესელიამ საზოგადოება ინგლისურის შემდეგ ჩაცმულობით "დაშოკა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს