პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მართლა სჯერა ვინმეს, რომ ბ-ნ ქეცბაიას მიერ პოსტის დატოვებას ნაკრების კარგი თამაში მოჰყვება?"
"მართლა სჯერა ვინმეს, რომ ბ-ნ ქეცბაიას მიერ პოსტის დატოვებას ნაკრების კარგი თამაში მოჰყვება?"

სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გრი­გოლ ვა­შა­ძე "პირ­ველ არხზე" და­ვით მი­ნაშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა "არე­ნა­ში" თე­მურ ქეც­ბა­ი­ას გა­მოს­ვლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ერთი კვი­რაა არ ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამი­ტომ ბ-ნ თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ინ­ტერ­ვი­უს მოს­მე­ნა დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­მი­წია.

მე პი­რა­დად რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა და­მე­ბა­და.

მარ­თლა სჯე­რა ვინ­მეს, რომ ბ-ნ ქეც­ბა­ი­ას მიერ პოს­ტის და­ტო­ვე­ბას ნაკ­რე­ბის კარ­გი თა­მა­ში მოჰ­ყვე­ბა? არა, მარ­თლა გჯე­რათ?

შე­იძ­ლე­ბა იქ, სა­დაც გა­ცხა­რე­ბუ­ლი ბუკ­მე­კე­რუ­ლი აღებ-მი­ცე­მო­ბა მი­დის, სა­დაც 18-19 წლის ნი­ჭი­ერ ბავ­შვებს სა­ზღვარ­გა­რეთ მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვან კლუ­ბებ­ში ყი­დი­ან, რაც კა­რი­ე­რის და­სას­რუ­ლე­ბე­ლი ტრავ­მე­ბით მთავ­რდე­ბა, სა­დაც ფული თუ არა გაქვს, ბავ­შვს სექ­ცი­ა­ში ვერ მი­იყ­ვან, სა­დაც მატ­ჩის დროს ცემა-ტყე­პა რი­გი­თი მოვ­ლე­ნაა, მა­გა­რი ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში და­ი­წყოს, წავა თუ არა ქეც­ბა­ია?

თუ, და­ვუშ­ვათ, ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი არ იმ­სა­ხუ­რებს თა­ვის ხელ­ფასს, ვინ­მეს სჯე­რა, რომ "ჩვე­ნი" ფეხ­ბურ­თი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბულ 7 მი­ლი­ო­ნი­ან დო­ტა­ცი­ას იმ­სა­ხუ­რებს?

სჭირ­დე­ბა ვინ­მეს "პრო­ფე­სი­უ­ლი" სა­ფეხ­ბურ­თო ლიგა, რო­მელ­საც თით­ქმის მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფო (ანუ ჩვენ!) აფი­ნან­სებს?

ქეც­ბა­ი­ას (და არა მარ­ტო!) ლან­ძღვა-გი­ნე­ბის შემ­დეგ, რამ­დენ წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველს მო­უნ­დე­ბა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და აქ მოღ­ვა­წე­ო­ბა?

და ასე შემ­დეგ...

მაქვს წი­ნა­და­დე­ბა: ფული გა­და­ვა­მი­სა­მარ­თოთ რაგბ­ში და კა­ლათ­ბურთში, და ვი­საც ფეხ­ბურ­თი უნდა, იყ­ვნენ ცოტა ხნით თა­ვი­სი ენ­თუ­ზი­აზ­მის ამა­რა, გვაჩ­ვე­ნონ, რა შე­უძ­ლი­ათ.

და იქ­ნებ სა­ხე­ლიც გა­მოგ­ვეც­ვა­ლა სპორ­ტის­თვის, თო­რემ უხერ­ხუ­ლია, ეს­პა­ნეთ­შიც ფეხ­ბურ­თი ერ­ქვას და ჩვენ­თა­ნაც", - წერს ვა­შა­ძე.

იხი­ლეთ ვი­დეო: თე­მურ, მი­სა­მარ­თი შე­გე­შა­ლა! - ქეც­ბა­ია მი­ნაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"მართლა სჯერა ვინმეს, რომ ბ-ნ ქეცბაიას მიერ პოსტის დატოვებას ნაკრების კარგი თამაში მოჰყვება?"

"მართლა სჯერა ვინმეს, რომ ბ-ნ ქეცბაიას მიერ პოსტის დატოვებას ნაკრების კარგი თამაში მოჰყვება?"

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე "პირველ არხზე" დავით მინაშვილის გადაცემა "არენაში" თემურ ქეცბაიას გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ერთი კვირაა არ ვარ საქართველოში, ამიტომ ბ-ნ თემურ ქეცბაიას ინტერვიუს მოსმენა დაგვიანებით მომიწია.

მე პირადად რამდენიმე შეკითხვა დამებადა.

მართლა სჯერა ვინმეს, რომ ბ-ნ ქეცბაიას მიერ პოსტის დატოვებას ნაკრების კარგი თამაში მოჰყვება? არა, მართლა გჯერათ?

შეიძლება იქ, სადაც გაცხარებული ბუკმეკერული აღებ-მიცემობა მიდის, სადაც 18-19 წლის ნიჭიერ ბავშვებს საზღვარგარეთ მესამეხარისხოვან კლუბებში ყიდიან, რაც კარიერის დასასრულებელი ტრავმებით მთავრდება, სადაც ფული თუ არა გაქვს, ბავშვს სექციაში ვერ მიიყვან, სადაც მატჩის დროს ცემა-ტყეპა რიგითი მოვლენაა, მაგარი ფეხბურთის თამაში დაიწყოს, წავა თუ არა ქეცბაია?

თუ, დავუშვათ, ნაკრების მწვრთნელი არ იმსახურებს თავის ხელფასს, ვინმეს სჯერა, რომ "ჩვენი" ფეხბურთი გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან ამოღებულ 7 მილიონიან დოტაციას იმსახურებს?

სჭირდება ვინმეს "პროფესიული" საფეხბურთო ლიგა, რომელსაც თითქმის მთლიანად სახელმწიფო (ანუ ჩვენ!) აფინანსებს?

ქეცბაიას (და არა მარტო!) ლანძღვა-გინების შემდეგ, რამდენ წარმატებულ ქართველს მოუნდება სამშობლოში დაბრუნება და აქ მოღვაწეობა?

და ასე შემდეგ...

მაქვს წინადადება: ფული გადავამისამართოთ რაგბში და კალათბურთში, და ვისაც ფეხბურთი უნდა, იყვნენ ცოტა ხნით თავისი ენთუზიაზმის ამარა, გვაჩვენონ, რა შეუძლიათ.

და იქნებ სახელიც გამოგვეცვალა სპორტისთვის, თორემ უხერხულია, ესპანეთშიც ფეხბურთი ერქვას და ჩვენთანაც", - წერს ვაშაძე.

იხილეთ ვიდეო: თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს