ლელა წურწუმიას მოსკოვურ "თბილისობასთან" დაკავშირებულ უარყოფით გამოხმაურებებს მომღერლის მეუღლე და ამავდროულად, მისი პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) Facebook-ზე პასუხობს და წერს:
"საერთოდ არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება, არც TV-ში და არც ჟურნალისტებთან. ლელამაც ძალიან მთხოვა, მაგრამ იძულებული გამხადეთ, უბრალოდ, გითხრათ.
მიზეზები ბევრია…მთავარი ის არის, რომ საერთოდ არ ვიცნობ გაბედავას. ლელამ 1000 კაცთან გადაიღო სურათი, მაგრამ თქვენ ეს სურათი გაინტერესებთ მარტო.
ლელამ უმღერა ამდენ ქართველს, რომლებიც ქართული დროშებით იყვნენ მოსულები იქ, მაგრამ თქვენ ეს ხალხი მოღალატეები გგონიათ, რადგან იქ არიან და ცხოვრობენ... რა ჰონორარი? საერთოდ არ აგვიღია ჰონორარი. რომც აგვეღო, არც ეგაა პრობლემა.
საერთოდ შორს ვარ იმისგან, რომ "ფეისბუქიდან" ვიღაცები ვლანძღო, ეს საერთოდ მგონია რომ არასწორია,
არასოდეს მაინტერესებდა და არ მიკითხია, რატომ წავიდა"ერისიონი", რატომ იმღერა პააატა ბურჭულაძემ, რომელიც ჯერ ლანძღეთ და რომ ჩამოვიდა, მერე ბრწყინვალების ორდენი დაკიდეთ. არასოდეს არ ჩავთვლი, რომ ისინი მოღალატეები არიან.
რა თქმა უნდა, შეიძლება არ მესიამოვნოს რაღაცები, და ვიღაცებსაც არ ესიამოვნოთ ის, რომ ჩვენ წავედით, ეგ შემიძლია გავიგო, მაგრამ როდესაც სამშობლოს ღალატზეა ლაპარაკი, ძალიან თხოვთ, თავი შეიკავეთ. სასაცილოა მართლა იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენზე მაგას ლაპარაკობს და ჩვენზე ჩირქის მოცხობა მოუნდათ.
მიშა ხუბუტიას ვიცნობთ ალბათ 15 წელია, მეტი თუ არა, ჩვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მარა ჩვენ ურთიერთობებს როდესაც ჩავდიოდით რუსეთში და თუ სადმე ვხვდებოდით, ხელს არასოდეს უშლიდა. მაგრამ მანდ რო აფრიალებთ სააკაშვილის სურათებს, მიშაც მეგობრობდა მასთან, და ომის მერეც შეხვედრია, მარა ერთი წამით არ მიფიქრია, რომ სააკაშვილი რამე არაქართულს ან არასახელმწიფოებრივს აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რო ხუბუტიას არ დაუმალავს რომ რუსეთის მთავრობასთან ახლოს იყო.
როდესაც ბოლო ომი მოხდა, რაღაც ორ წელიწადში , საქართველოს მთავრობამ, რუსეთს მხარი დაუჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას…. არ დამიწყოთ ეხლა რო იმ მიზეზით გაუსწორეს პუტინს, რომ თურმე ელოდებოდნენ, რომ რუსეთი რამეს დათმობდა ან რამეს დააბრუნებდა…..არ მომეწონა, მაგრამ ღალატად არ შემიფასებია.
სიმღერას თქვენ კუნტუშს და გართობას ეძახით, ჩვენთვის ეს პროფესიაა. მაინც და მაინც რაგბი უნდა ვითამაშოთ, ან ვიჭიდაოთ, ან ოპერაციები უნდა გავაკეთოთ და ისე ჩავიდეთ რუსეთში?
ძალიან გვიხარია რეგბისტები სოჭში რომ ჩადიან, რუსეთის მიერ წაღებულ ტერიტორიაზე, რუსებს რო უგებენ და თამაშს ესწრება ამდენი ქართველი იქ მცხოვრები, ქართველი მოჭიდავეები რუსეთში რომ ჭიდაობენ და იგებენ ფინალში, რომელსაც ესწრება პუტინი, მოღალატეები არიან?
ამას თავის გასამართლებლად კი არ ვწერ, უბრალოდ ინფორმაციისთვის, ვინმესი რამე თუ არ მომწონს პირადად ვეუბნები, და ზოგად ჭრილში არ გადამყავს, და ფბ დან არ ველაპარაკები, არავინ არ შემიწუხებიხართ ჩემი პრობლემებით, ჩემი პირადი ინტერესები და წყენა არასოდეს არ დამიყენებია ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ( გამგები გაიგებს). არასოდეს ადამიანებს არ დაუვიწყებ პატარა სიკეთესაც კი, ესაა ჩემი პასუხი კომპთან მჯდომ პატრიოტებს, მე ჩემი ქვეყნის და ჩემი თავის წინაშე ვარ მართალი, და არ მაინტერესებს ზოგიერთი ბინძური ტვინი რას ფიქრობს.
პრობლემა ჩვენშია, ქართველებში, ისე გვძულს ერთმანეთი ამ პატარა ქვეყანას ერთმანეთის ლანძღვა-გინებით ვერ ავაშენებთ, მეგობრებო.
P.S. ყველა სტატუსი წავიკითხე გულმოდგინედ, ძალაუნებურად ამ სტატუსების ლაიქების ავტორებსაც ჩამოვუყევი და ჩემთვის გასაგებია ყველაფერი... იმედია, ყველა თავის დაწერილზე პასუხისგებელია, ოღონდ იმას არ ვჭამ, რომ ზოგადად, სხვაზე წერდით და ლელა არ გიგულისხმიათ... გიგებენ ვისაც ვგულისხმობ...", - წერს მამულიჩა.