"პუტინ-მედვედევის დედაც მოვტ... თავისი გაბედავებით ზემოდან დაყოლებული" - ნინო ჩხეიძის ქმრის უხამსი პასუხი აღელვებულ პუბლიკას

"პუტინ-მედვედევის დედაც მოვტ... თავისი გაბედავებით ზემოდან დაყოლებული" - ნინო ჩხეიძის ქმრის უხამსი პასუხი აღელვებულ პუბლიკას

"პუტინ-მედვედევის დედაც მოვტ... თავისი გაბედავებით ზემოდან დაყოლებული" , - ასე ეხმაურება ნინო ჩხეიძის მეუღლე, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი ქართველი მომღერლების მოსკოვში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით აღელვებულ პუბლიკას.

Facebook/გიორგი კორახაშვილი, ბიზნესმენი:

"პუტინ-მედვედევის დედაც მოვტ... თავისი გაბედავებით ზემოდან დაყოლებული, აქ რა ამბავი ყოფილა აწეული :))) ე.ი. სამი მხარე იგინება: ქოცები, რომლებსაც შურთ და გონიათ რომ ნინო ჩხეიძე ფულს აკეთებს მოსკოვში, არადა მაგათ უნდა ეკეთებინათ :)))))

რუსეთუმე დედამოტ... პროვოკატორები, რომლებიც იძახიან თუ როგორ გაბედეს სააკაშვილის მონებმა მოსკოველ ქართველებთან სიმღერა და ნაცები, რომლებსაც გონიათ რომ ამ სამმა ადამიანმა ქვეყანას უღალატა.

თქვე ჩემისებო, ერისიონისგან განსხვავებით ესენი კრემლში არ გამოსულან და მუხლებზე არ დამდგარან, ამაყად ჩავიდნენ, ქართულად მტრის ზურგში თან ისე რომ არავის სიტყვა არ დასცდენია, ერთი წამით მათ პოლიტიკურ კურსზე, იმიტომ რომ იცოდნენ რა პასუხსაც მიიღებდნენ.

ეს გაბედავების სურათები რომ ატრიალეთ, გეტრიალებინათ ქართული დროშები მოსკოვის ცენტრში, 30000 ქართველი მოვიდა, 80% ყველა იმ მოტივაციით რომ ენატრებათ ყველაფერი ქართული. იქ რა პატრიოტები არ ცხოვრობენ? იქ რა არ ტკივათ თავიანთი ქვეყანა? პუტინს უმღერეს თუ რუსულ ჯარს? რაც შეეხება ღალატს და ფულზე გაყიდვას, გადახედოს ყველამ თავის ცხოვრებას, ფული რომ ყოფილიყო პრიორიტეტი ჩემი ოჯახისთვის დღეს ყველა ჩემი ბიზნესი არ იქნებოდა გაკოტრებული და დაყადაღებული, არ იქნებოდა 50 უაზრო სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, ზოგ ზოგიერთი ენატლიკინა ჟურნალისტის ოჯახისგან განსხვავებით, რომლებმაც რატომღაც და როგორღაც მოახერხეს ბიზნესების გადარჩენაც, თავიანთი ოჯახის წევრების გადარჩენაც, ცემა ტყეპის შერჩენაც (ალბათ იმსახურებდა), გაიხსენოს თავისი გადაცემები, გაიხსენოს თავისი "ოჯახის წევრების და ახლობლების" ჩვენებები, გაიხსენოს უაზრო სმაილიკები იმ თემაზე რომ ვანოს აგენტია ბედუკაძე და ა.შ. და კიდევ ბევრი სხვა და მერე გადახედეთ აფხაზეთის ხმის სააგენტოს, რომელიც ჩემი შექმნილია.

არც ნინო ჩხეიძეს და არც მე არასოდეს არ გვიღალატია არც ჩვენი ქვეყნისთვის და არც მეგობრებისთვის. უბრალოდ სასაცილოა მართლა ეს ყველაფერი.

P.S. ყველაფერი კარგად იქნება, აბანოში ჩანს თეთრიც და შავიც :)))", - წერს გიორგი კორახაშვილი.

იხილეთ ვიდეო: "წაღვერი-თბილისიდან" მოსკოვისკენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს