სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩამოსვლამდე რუსეთის მხრიდან მაინც დალიეთ ეგ დედამიარღნილი "ფსოუს წყალი" - ქართველების პროტესტი მოსკოვურ თბილისობას
ჩამოსვლამდე რუსეთის მხრიდან მაინც დალიეთ ეგ დედამიარღნილი "ფსოუს წყალი" - ქართველების პროტესტი მოსკოვურ თბილისობას

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ თბი­ლი­სო­ბა­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

გოგა ხა­ჩი­ძე, დე­პუ­ტა­ტი:

"მოს­კო­ვურ "თბი­ლი­სო­ბას" გი­ლო­ცავ ერო!

მალე თბი­ლი­სუ­რი "მოს­კო­ვო­ბა" გვე­ზე­ი­მოს, თა­ვის გაზ­მა­ნო­ვით და "ლუბე"-თი.

მად­ლო­ბა ბრძენ კაცს!...

...მთე­ლი დღეა ვფიქ­რობ, ვთქვა რამე ამ სა­კი­თხზე თუ არა.

ფაქ­ტია რომ თქმაც შე­მიძ­ლია და გა­ჩუ­მე­ბაც.

დღის ბო­ლომ­დე გა­ვივ­სე და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ვინ მა­ძა­ლებს, მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე ჩემი პო­ზი­ცია გულ­წრფე­ლად და­ვა­ფიქ­სი­რო.

მოს­კო­ვურ "თბი­ლი­სო­ბა­ზე" მო­გახ­სე­ნებთ და მას­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე.

წი­ნას­წარ მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ბევ­რჯერ მო­მის­მე­ნია და ვიცი თით­ქმის ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტი.

და­წყე­ბუ­ლი იმით, რომ პო­ლი­ტი­კა და კულ­ტუ­რა არ უნდა ავუ­რი­ოთ ერ­თმა­ნეთ­ში, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის სი­კე­თე­ე­ბით, იმით - თუ რა ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ თქვენ­თან შეხ­ვედ­რით მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი, კი­დევ იმით, რომ თქვე­ნამ­დეც ბევ­რი ჩა­ვი­და მოს­კოვ­ში სამ­ღერ-სა­ცეკ­ვად და დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმით, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს კარ­გად იხ­დი­ან...

ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად მაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი და ვიცი ყვე­ლაფ­რის ფასი, მაგ­რამ...

სად არის პრინ­ცი­პე­ბი?!

სად არის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი?!

სად არის თქვე­ნი პო­ზი­ცია?!

თუ, ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ზ.ა. ფაქ­ტო­რე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ვნე­ბებ­მა გა­და­ფა­რა?!

ან იქ­ნებ, ამ ნა­ბი­ჯით კა­რი­ე­რა­ში გეძ­ლე­ვათ ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შან­სი?!

- აშ­კა­რად არა!

ეს ხომ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ტანკლი-ტუნ­კლა კონ­ცერ­ტი იყო, ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი მტრის, ჩვე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ოკუ­პან­ტის დე­და­ქა­ლაქ­ში!

პავ­ლი­აშ­ვი­ლი, გვერდწი­თე­ლი, ფირ­ცხა­ლა­ვა, ფურ­ცე­ლა­ძე და კი­დევ ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ე­ბი რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ და მათ აქამ­დეც იმ­დენ სი­სუ­ლე­ლე­ში აქვთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რომ შეჩ­ვე­უ­ლი ჭი­რი­ვით ნაკ­ლე­ბად გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბი არი­ან.

ამ­ჯე­რად პუ­ტი­ნი-ხუ­ბუ­ტი­ას "დე­ბი­უ­ტან­ტებ­ზე" დამ­წყდა გული.

ლელა წურ­წუ­მია, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ნინო ჩხე­ი­ძე (აფი­შა­ზეა, ისე ვერ მოვ­კა­რი თვა­ლი), ჯგუ­ფი "ფრა­ნი", ან­სამ­ბლი "მე­ტე­ხი" და სხვე­ბი...

მანდ რა გინ­დათ, რას აკე­თებთ?!

და მე რა აგიხ­სნათ ახლა?!

რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აგ­რე­სი­ა­ზე გე­ლა­პა­რა­კოთ, თუ ამო­ხო­ცილ თქვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­ზე?!

ან იქ­ნებ ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ დევ­ნილ­ზე?!

ან იქ­ნებ მეტი სიმ­ძაფ­რის­თვის ან­წუ­ხე­ლი­ძის წა­მე­ბის ვი­დეო ჩა­გირ­თოთ?!

ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ ისე­დაც სა­უ­კე­თე­სოდ იცით?!

დღეს თქვე­ნი მანდ ყოფ­ნა, მხო­ლოდ ერთი სტე­რე­ო­ტი­პის გან­მტკი­ცე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა - ქარ­თველს ასვი, აჭა­მე, ფული გა­და­უ­ხა­დე და თუ გინ­და... (მოდი ასე ვთქვათ) მოს­კოვ­ში ჩა­მო­ვა და "თბი­ლი­სო­ბა­ზე" გიმ­ღე­რებს!

გე­წყი­ნათ ჩემი სი­ტყვე­ბი?!

გეტ­კი­ნათ ჩემი სი­ტყვე­ბი?!

არ იდარ­დოთ, არც თქვენ დამ­ტო­ვეთ ვალ­ში.

აბა თქვენ იცით, წარ­მა­ტე­ბე­ბი!

ჩა­მოს­ვლამ­დე რუ­სე­თის მხრი­დან მა­ინც და­ლი­ეთ ეგ დე­და­მი­არ­ღნი­ლი "ფსო­უს წყა­ლი"!

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"მახ­სოვს ჩვე­ნი "აღ­შფო­თე­ბა" მოს­კოვ­ში მო­ცეკ­ვა­ვე თუ მომ­ღე­რალ ადა­მი­ა­ნებ­ზე! მა­შინ­ვე ვამ­ბობ­დით, აი პუ­ტინს უმ­ღე­რი­ან... ცუ­დე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­ღა­ლა­ტე­ებ­საც ვე­ძახ­დით! დღეს ყვე­ლა ჩუ­მად ვართ მოს­კოვ­ში წა­სულ ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე! თბი­ლი­სო­ბა რომ იმარ­თე­ბა, თურ­მე, ხუ­ბუ­ტი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით. ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბის ხალ­ხი ვართ!...

...რა მოკ­ლე ყო­ფი­ლა გზა, წაღ­ვე­რი­დან მოს­კო­ვამ­დე ხვა­ლამ­დე ჩემო მე­გობ­რე­ბო...

...არა, ვიდ­რე გა­ვალ ერ­თსაც ვი­ტყვი რა. აი ხუ­ბუ­ტი­ას­თან რომ ის­ხდნენ რეს­ტო­რან­ში, კმა­ყო­ფი­ლი და გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით, რაზე ლა­პა­რა­კობ­დნენ მხო­ლოდ ეგ მა­ინ­ტე­რე­სებს. ეხლა მარ­თლა გა­ვე­დი. ხვა­ლამ­დე...".

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი:

"ყვე­ლამ გა­ი­გოს და იცო­დეს - არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის ფა­კულ­ტე­ტი, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც პრო­ფე­სი­ულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. მო­ცეკ­ვა­ვეს, მომ­ღე­რალს, სპოტსმენს დურ­გალს, ჟურ­ნა­ლისტს, პო­ლი­ტი­კოსს და სხვებს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ნაბ­რად გვა­კის­რებს - და­ვიც­ვათ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი....

და თუ ეს არ გვეს­მის, რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის კუთ­ვნი­ლე­ბა კი არა, არა­ფერს წარ­მო­ვად­გენთ, სა­ერ­თოდ არა­ფერს!!!".

ლალი მო­როშ­კი­ნა, პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი:

"ეს ჩემი სი­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია და არა­ვის ვახ­ვევ თავს!

მე ეთ­ნი­კუ­რი რუსი არ მივ­დი­ვარ რუ­სეთ­ში სა­კუ­თარ დე­ი­დაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლებ­თან რად­გან, მი­მაჩ­ნია,რომ ჯერ უნდა აღ­დგეს მი­ნი­მა­ლუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ სა­ხელ­მწი­ფო პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე.

სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია ძა­ლი­ან კარ­გია და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ დღეს რი­გი­თო­ბის პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გვმარ­თებს- სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მა და ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა!

А банкет потом...".

იხი­ლეთ ასე­ვე: რა­ტომ და­ტო­ვა ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო ლელა წურ­წუ­მი­ა­სა და ნინო ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად

ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ თბი­ლი­სო­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ჩამოსვლამდე რუსეთის მხრიდან მაინც დალიეთ ეგ დედამიარღნილი "ფსოუს წყალი" - ქართველების პროტესტი მოსკოვურ თბილისობას

ჩამოსვლამდე რუსეთის მხრიდან მაინც დალიეთ ეგ დედამიარღნილი "ფსოუს წყალი" - ქართველების პროტესტი მოსკოვურ თბილისობას

სოციალურ ქსელში მოსკოვში გამართულ თბილისობასა და ღონისძიებაში ქართველი მომღერლების მონაწილეობას ეხმაურებიან.

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:

"მოსკოვურ "თბილისობას" გილოცავ ერო!

მალე თბილისური "მოსკოვობა" გვეზეიმოს, თავის გაზმანოვით და "ლუბე"-თი.

მადლობა ბრძენ კაცს!...

...მთელი დღეა ვფიქრობ, ვთქვა რამე ამ საკითხზე თუ არა.

ფაქტია რომ თქმაც შემიძლია და გაჩუმებაც.

დღის ბოლომდე გავივსე და მიუხედავად იმისა, რომ არავინ მაძალებს, მაინც გადავწყვიტე ჩემი პოზიცია გულწრფელად დავაფიქსირო.

მოსკოვურ "თბილისობაზე" მოგახსენებთ და მასში მონაწილე ქართველ შემსრულებლებზე.

წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ ბევრჯერ მომისმენია და ვიცი თითქმის ყველა არგუმენტი.

დაწყებული იმით, რომ პოლიტიკა და კულტურა არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში, გაგრძელებული სახალხო დიპლომატიის სიკეთეებით, იმით - თუ რა ბედნიერები იყვნენ თქვენთან შეხვედრით მოსკოვში მცხოვრები ქართველები, კიდევ იმით, რომ თქვენამდეც ბევრი ჩავიდა მოსკოვში სამღერ-საცეკვად და დამთავრებული იმით, რომ ბოლოს და ბოლოს კარგად იხდიან...

ეს ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და ვიცი ყველაფრის ფასი, მაგრამ...

სად არის პრინციპები?!

სად არის ღირებულებები?!

სად არის თქვენი პოზიცია?!

თუ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზ.ა. ფაქტორები შემოქმედებითმა ვნებებმა გადაფარა?!

ან იქნებ, ამ ნაბიჯით კარიერაში გეძლევათ ახალი მწვერვალების დაპყრობის განუმეორებელი შანსი?!

- აშკარად არა!

ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი, ტანკლი-ტუნკლა კონცერტი იყო, ჩვენი ყველაზე დიდი მტრის, ჩვენი კონკრეტული ოკუპანტის დედაქალაქში!

პავლიაშვილი, გვერდწითელი, ფირცხალავა, ფურცელაძე და კიდევ ვიღაც-ვიღაცეები რუსეთში ცხოვრობენ და მათ აქამდეც იმდენ სისულელეში აქვთ მონაწილეობა მიღებული, რომ შეჩვეული ჭირივით ნაკლებად გამაღიზიანებლები არიან.

ამჯერად პუტინი-ხუბუტიას "დებიუტანტებზე" დამწყდა გული.

ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე (აფიშაზეა, ისე ვერ მოვკარი თვალი), ჯგუფი "ფრანი", ანსამბლი "მეტეხი" და სხვები...

მანდ რა გინდათ, რას აკეთებთ?!

და მე რა აგიხსნათ ახლა?!

რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე გელაპარაკოთ, თუ ამოხოცილ თქვენს თანამემამულეებზე?!

ან იქნებ ნახევარ მილიონ გაუბედურებულ დევნილზე?!

ან იქნებ მეტი სიმძაფრისთვის ანწუხელიძის წამების ვიდეო ჩაგირთოთ?!

ეს ყველაფერი ხომ ისედაც საუკეთესოდ იცით?!

დღეს თქვენი მანდ ყოფნა, მხოლოდ ერთი სტერეოტიპის განმტკიცებას ემსახურება - ქართველს ასვი, აჭამე, ფული გადაუხადე და თუ გინდა... (მოდი ასე ვთქვათ) მოსკოვში ჩამოვა და "თბილისობაზე" გიმღერებს!

გეწყინათ ჩემი სიტყვები?!

გეტკინათ ჩემი სიტყვები?!

არ იდარდოთ, არც თქვენ დამტოვეთ ვალში.

აბა თქვენ იცით, წარმატებები!

ჩამოსვლამდე რუსეთის მხრიდან მაინც დალიეთ ეგ დედამიარღნილი "ფსოუს წყალი"!

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"მახსოვს ჩვენი "აღშფოთება" მოსკოვში მოცეკვავე თუ მომღერალ ადამიანებზე! მაშინვე ვამბობდით, აი პუტინს უმღერიან... ცუდები, ხშირ შემთხვევაში მოღალატეებსაც ვეძახდით! დღეს ყველა ჩუმად ვართ მოსკოვში წასულ ახალ შემადგენლობაზე! თბილისობა რომ იმართება, თურმე, ხუბუტიას ორგანიზებით. ორმაგი სტანდარტების ხალხი ვართ!...

...რა მოკლე ყოფილა გზა, წაღვერიდან მოსკოვამდე ხვალამდე ჩემო მეგობრებო...

...არა, ვიდრე გავალ ერთსაც ვიტყვი რა. აი ხუბუტიასთან რომ ისხდნენ რესტორანში, კმაყოფილი და გაღიმებული სახეებით, რაზე ლაპარაკობდნენ მხოლოდ ეგ მაინტერესებს. ეხლა მართლა გავედი. ხვალამდე...".

ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ყველამ გაიგოს და იცოდეს - არცერთ ქვეყანაში არ არსებობს სამშობლოს სიყვარულის ფაკულტეტი, რომლის დამთავრების შემდეგაც პროფესიულ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყნის ინტერესების დაცვა. მოცეკვავეს, მომღერალს, სპოტსმენს დურგალს, ჟურნალისტს, პოლიტიკოსს და სხვებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თანაბრად გვაკისრებს - დავიცვათ ქვეყნის ინტერესები....

და თუ ეს არ გვესმის, რომელიმე კონკრეტული პროფესიის კუთვნილება კი არა, არაფერს წარმოვადგენთ, საერთოდ არაფერს!!!".

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:

"ეს ჩემი სიბიექტური აზრია და არავის ვახვევ თავს!

მე ეთნიკური რუსი არ მივდივარ რუსეთში საკუთარ დეიდაშვილ-მამიდაშვილებთან რადგან, მიმაჩნია,რომ ჯერ უნდა აღდგეს მინიმალური დიპლომატიური ურთიერთობა და ჩამოვყალიბდეთ სახელმწიფო პრიორიტეტებზე.

სახალხო დიპლომატია ძალიან კარგია და რიგ შემთხვევებში აუცილებელი, მაგრამ დღეს რიგითობის პრინციპის გათვალისწინება გვმართებს- სახელმწიფოებრივი მიდგომა და ერთიანი პოზიციის დაფიქსირება უპირველეს ყოვლისა!

А банкет потом...".

იხილეთ ასევე: რატომ დატოვა ნინი ბადურაშვილმა საქართველო ლელა წურწუმიასა და ნინო ჩხეიძესთან ერთად

ქართველი მომღერლები მოსკოვში გამართულ თბილისობაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს