პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგონა სააკაშვილის გარდერობის ყნოსვა მისი ბოღმიანობის მწვერვალი იყო" - დოდონა კიზირია ხელისუფლებას აკრიტიკებს
"მეგონა სააკაშვილის გარდერობის ყნოსვა მისი ბოღმიანობის მწვერვალი იყო" - დოდონა კიზირია ხელისუფლებას აკრიტიკებს

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე პრო­ფე­სო­რი, დო­დო­ნა კი­ზი­რია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბას ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

ქარ­თვე­ლი პა­ტა­რა ცა­ხე­სი ბოღ­მად იღ­ვრე­ბა და ცდი­ლობს სულ ახალ-ახა­ლი ბო­რო­ტე­ბა მო­ი­ფიქ­როს, რათა რი­თი­მე მა­ინც ავ­ნოს მის­თვის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­ძულ­ველ ადა­მი­ანს - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. რო­გორ ბე­დავს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მა­მა­ო­ე­ბის­გან გა­მო­თაყ­ვა­ნე­ბუ­ლი მრევ­ლის, ქურდ-ბან­დი­ტე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი პრი­ვი­ლი­გენ­ცი­ის სა­თაყ­ვა­ნო "მო­ქა­ლა­ქის" რის­ხვა აი­ნუნ­შიც არ ჩა­აგ­დოს? იყოს მსოფ­ლიო დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სი და ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მოღ­ვა­წე­ე­ბის - პრე­ზი­დენ­ტე­ბის, უმაღ­ლე­სი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი?! რო­გორ ბე­დავს იყოს მი­ღე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში უდი­დე­სი პა­ტი­ვით?! რო­გორ ბე­დავს იყოს მა­ღა­ლი, სიმ­პა­ტი­უ­რი, ჭკვი­ა­ნი, ლა­პა­რა­კობ­დეს მი­ნი­მუმ ხუთ ენა­ზე, როცა თვით მო­ქა­ლა­ქეს უნა­რი არ შეს­წევს თუნ­დაც ერთ, თუნ­დაც მის ვი­თომ­და მშობ­ლი­ურ ენა­ზე ერთი გრა­მა­ტი­კუ­ლად გა­მარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა მა­ინც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს?! რო­გორ უნდა გა­უძ­ლოს პა­ტა­რა ცა­ხე­სის ბოღ­მით გა­სი­ე­ბულ­მა გულ­მა ასეთ რა­მეს?!

ვერ უძ­ლებს, ბა­ტო­ნე­ბო, ვერ უძ­ლებს და სწო­რედ ამი­ტომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამა­ზე ფიქ­რი ვერ აძი­ნებს დ მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს. რა­ტომ­ღაც იმა­საც ვეჭ­ვობ, რომ ამ სა­დარ­დე­ბელს მისი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვის, ფუ­ლი­სა და მო­გე­ბის წი­ნაც აყე­ნებს. ჰოდა, აი მო­ი­ფიქ­რა ახა­ლი ვე­რა­გო­ბა - პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის დარ­ბე­ვა და შე­ვიწ­რო­ე­ბა - ყა­და­ღა და­ა­დო მათ სა­კუთ­რე­ბას. გი­თხრათ მარ­თა­ლი, მე მე­გო­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­დე­რო­ბის ყნოს­ვა მისი მეწვრილ­მა­ნე­ო­ბი­სა და ბოღ­მი­ა­ნო­ბის მწვერ­ვა­ლი იყო და ამა­ზე უფრო სა­მარ­ცხვი­ნოს ვე­ღა­რა­ფერს მო­ი­ფიქ­რებ­და. ძალ­ზე მი­ა­მი­ტი ვყო­ფილ­ვარ, ფან­ტა­ზია არ მეყო ამ პი­როვ­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი სიმ­წი­რის წარ­მო­სად­გე­ნად.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მისი ერ­თგუ­ლი მსა­ხურ­ნიც სი­ხა­რუ­ლით აყეფ­დნენ და მათი მწი­რი გო­ნე­ბაც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ძა­ბეს, რათა მათი ნეხ­ვის­გან ამომ­კენ­კა­ვის გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი ბოღ­მა და სი­ძულ­ვი­ლი ლე­გი­ტი­მურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად წა­რედ­გი­ნათ.

ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ის მი­მაჩ­ნია სა­ვა­ლა­ლოდ, რომ ჩვე­ნი ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ტა­შით შე­ე­გე­ბე­ბა. მათ ხომ მტკი­ცედ სწამთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "დი­დძა­ლი ფული" მო­ი­პა­რა და გა­ტა­ნა. აი, მხო­ლოდ რამ­დე­ნია ეს "დი­დძა­ლი ფული," ეს თნხა გა­ნუ­წყვეტ­ლივ ცვლი­ლე­ბას გა­ნიც­დის; ჯერ იყო 15 მი­ლი­არ­დი, მერე გახ­და 38. შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და 19 მი­ლი­არ­დზე და ეხლა, ნუ იტყვით, ისე­თი დე­ვალ­ვა­ცია გა­ნუც­დია, რომ მხო­ლოდ 2 მი­ლი­არ­დი გამ­ხდა­რა. თუმ­ცა ამ 2 მი­ლი­არ­დის კვა­ლი "ბრძე­ნი მო­ქა­ლა­ქის" თავ­და­დე­ბუ­ლი ძი­ე­ბი­სა და ამ ძი­ე­ბა­ში უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვის მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა. მაგ­რამ დიდი ამ­ბა­ვი! რა სა­ჭი­როა რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რა­ი­მე სა­ბუ­თი. ისე­დაც და­ი­ჯე­რებს გო­ნე­ბა­დახ­შუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა.

მახ­სოვს, ერ­თმა ტიპ­მა, რო­მე­ლიც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ამა­ლა­ში ბრძან­დე­ბო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და (რა­საკ­ვირ­ვე­ლია სა­თა­ნა­დო გა­სამ­რჯე­ლოს ფა­სად), ერთი სა­მახ­სოვ­რო ფრა­ზა სთქვა - თბი­ლი­სე­ლე­ბის აგ­დე­ბას რა უნ­დაო. მე და­ვა­მა­ტებ­დი - ქარ­თვე­ლი მრევ­ლის, ქარ­თვე­ლი პრი­ვი­ლი­გენ­ცი­ის და ქარ­თვე­ლი ბან­დი­ტე­ბის აგ­დე­ბას რა უნდა. მა­გათ მიდი, მიდი შეს­ძა­ხოს "მო­ქა­ლა­ქემ" და ქვეყ­ნის და­სან­გრე­ვად მა­შინ­ვე და­ი­რაზ­მე­ბი­ან. "ჩვე­ნის­თა­ნა ბედ­ნი­ე­რი..." და ასე შემ­დეგ, - წერს ფე­ის­ბუქ­ზე დო­დო­ნა კი­ზი­რია.

"მეგონა სააკაშვილის გარდერობის ყნოსვა მისი ბოღმიანობის მწვერვალი იყო" - დოდონა კიზირია ხელისუფლებას აკრიტიკებს

"მეგონა სააკაშვილის გარდერობის ყნოსვა მისი ბოღმიანობის მწვერვალი იყო" - დოდონა კიზირია ხელისუფლებას აკრიტიკებს

ამერიკაში მოღვაწე პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

ქართველი პატარა ცახესი ბოღმად იღვრება და ცდილობს სულ ახალ-ახალი ბოროტება მოიფიქროს, რათა რითიმე მაინც ავნოს მისთვის მსოფლიოში ყველაზე საძულველ ადამიანს - მიხეილ სააკაშვილს. როგორ ბედავს ყოფილი პრეზიდენტი მამაოებისგან გამოთაყვანებული მრევლის, ქურდ-ბანდიტებისა და ქართველი პრივილიგენციის სათაყვანო "მოქალაქის" რისხვა აინუნშიც არ ჩააგდოს? იყოს მსოფლიო დონის პოლიტიკოსი და ყველაზე ცნობილი საერთაშორისო მოღვაწეების - პრეზიდენტების, უმაღლესი სასულიერო და სამოქალაქო პირების სასურველი სტუმარი?! როგორ ბედავს იყოს მიღებული თითქმის ყველა ქვეყანაში უდიდესი პატივით?! როგორ ბედავს იყოს მაღალი, სიმპატიური, ჭკვიანი, ლაპარაკობდეს მინიმუმ ხუთ ენაზე, როცა თვით მოქალაქეს უნარი არ შესწევს თუნდაც ერთ, თუნდაც მის ვითომდა მშობლიურ ენაზე ერთი გრამატიკულად გამართული წინადადება მაინც ჩამოაყალიბოს?! როგორ უნდა გაუძლოს პატარა ცახესის ბოღმით გასიებულმა გულმა ასეთ რამეს?!

ვერ უძლებს, ბატონებო, ვერ უძლებს და სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამაზე ფიქრი ვერ აძინებს დ მოსვენებას არ აძლევს. რატომღაც იმასაც ვეჭვობ, რომ ამ სადარდებელს მისი მთავარი საზრუნავის, ფულისა და მოგების წინაც აყენებს. ჰოდა, აი მოიფიქრა ახალი ვერაგობა - პრეზიდენტი სააკაშვილის ოჯახის დარბევა და შევიწროება - ყადაღა დაადო მათ საკუთრებას. გითხრათ მართალი, მე მეგონა სააკაშვილის გარდერობის ყნოსვა მისი მეწვრილმანეობისა და ბოღმიანობის მწვერვალი იყო და ამაზე უფრო სამარცხვინოს ვეღარაფერს მოიფიქრებდა. ძალზე მიამიტი ვყოფილვარ, ფანტაზია არ მეყო ამ პიროვნების სულიერი სიმწირის წარმოსადგენად.

რასაკვირველია, მისი ერთგული მსახურნიც სიხარულით აყეფდნენ და მათი მწირი გონებაც მაქსიმალურად დაძაბეს, რათა მათი ნეხვისგან ამომკენკავის გავარვარებული ბოღმა და სიძულვილი ლეგიტიმურ გადაწყვეტილებად წარედგინათ.

ყველაზე მეტად კი ის მიმაჩნია სავალალოდ, რომ ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეეგებება. მათ ხომ მტკიცედ სწამთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა "დიდძალი ფული" მოიპარა და გატანა. აი, მხოლოდ რამდენია ეს "დიდძალი ფული," ეს თნხა განუწყვეტლივ ცვლილებას განიცდის; ჯერ იყო 15 მილიარდი, მერე გახდა 38. შემდეგ ჩამოვიდა 19 მილიარდზე და ეხლა, ნუ იტყვით, ისეთი დევალვაცია განუცდია, რომ მხოლოდ 2 მილიარდი გამხდარა. თუმცა ამ 2 მილიარდის კვალი "ბრძენი მოქალაქის" თავდადებული ძიებისა და ამ ძიებაში უცხოელი ექსპერტების ჩართვის მიუხედავად, ჯერ არ აღმოჩენილა. მაგრამ დიდი ამბავი! რა საჭიროა რაიმე მტკიცებულება, რაიმე საბუთი. ისედაც დაიჯერებს გონებადახშული მოსახლეობა.

მახსოვს, ერთმა ტიპმა, რომელიც პატარკაციშვილის ამალაში ბრძანდებოდა და საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების ოპერაციაში მონაწილეობდა (რასაკვირველია სათანადო გასამრჯელოს ფასად), ერთი სამახსოვრო ფრაზა სთქვა - თბილისელების აგდებას რა უნდაო. მე დავამატებდი - ქართველი მრევლის, ქართველი პრივილიგენციის და ქართველი ბანდიტების აგდებას რა უნდა. მაგათ მიდი, მიდი შესძახოს "მოქალაქემ" და ქვეყნის დასანგრევად მაშინვე დაირაზმებიან. "ჩვენისთანა ბედნიერი..." და ასე შემდეგ, - წერს ფეისბუქზე დოდონა კიზირია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს