ბერი იოანე მჭედლიშვილი დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლას "კაზანტიპის" ფესტივალის ჩატარებას უკავშირებს. ამის შესახებ ბერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
"ორი საათიც არ იყო გასული ამ საძაგელი ფესტივალის დაწყებიდან და განსაცდელმაც არ დააყოვნა. დევდორაკზე დარიალის ხეობაში ზვავი ისევ ჩამოწვა და სავარაუდოდ უფრო დიდი. ცნობისათვის წინა 17 მაისს მოხდა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება დამთხვევაა მხოლოდ, მაგრამ როდემდე იქნებით ასე დამთხვეულები ნეტავ...
თუ ეყოფათ ამ კატასტროფის შემდგომ მოსაგვარებლად ანაკლიის მილიონები კარგად დაითვალონ...
უფალმა იხსნას განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანები. ამინ", - წერს ბერი.
ასევე დაგაინტერესებთ: "კაზანტიპი - შიდსის სასიკვდილო კერა" - სასულიერო პირების აქცია პარლამენტის შენობასთან
"ჩვენ მომსწრე გავხდით ეკლესიის არნახული დაცინვის" - დეკანოზის უკიდურესად მწვავე შეფასებები კაზანტიპზე