მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელოვანებს ჰგონიათ კეთილშიბილურად იქცევიან, მადლობებს რომ უხდიან ხალხის წინაშე დამნაშავეებს" - ლიზა ბაგრატიონის მეგობარი მამაკაცის პოლიტიკური პოსტი
"ხელოვანებს ჰგონიათ კეთილშიბილურად იქცევიან, მადლობებს რომ უხდიან ხალხის წინაშე დამნაშავეებს" - ლიზა ბაგრატიონის მეგობარი მამაკაცის პოლიტიკური პოსტი

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მხარ­და­სა­ჭე­რი გვერ­დი შე­იქ­მნა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, მათ შო­რის ხე­ლო­ვა­ნე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უგუ­ლა­ვას წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნი­ან. გვერ­დზე ასე­ვე ქვეყ­ნდე­ბა ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბი. ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი ყო­ფილ მერს მად­ლო­ბას უხ­დი­ან და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ. ამ ფაქტს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა მუ­სი­კო­სი, ცნო­ბი­ლი ალ­ტის­ტი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი.

"იმა­ზე ვგიჟ­დე­ბი, რომ ამ ჩემ მე­გო­ბარ თუ ნაც­ნობ ხე­ლო­ვა­ნებს ჰგო­ნი­ათ, კე­თილ­ში­ბი­ლუ­რად იქ­ცე­ვი­ან, მად­ლო­ბებს რომ უხ­დი­ან ხალ­ხის წი­ნა­შე დამ­ნა­შა­ვე­ებს მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბი­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვა­ში და ალ­ბათ, ჰგო­ნი­ათ, მათი შე­მოქ­მე­დე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნე­ბის ძარ­ცვა, წა­მე­ბა და და­ტე­რო­რე­ბა...", - წერს ცა­გა­რე­ლი.

პოსტს მუ­სი­კო­სის მე­გობ­რე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. ერთ-ერ­თმა და­წე­რა, რომ ადა­მი­ა­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ცუ­დის გარ­და, კარ­გიც უნდა და­ი­ნა­ხო.

"ჰიტ­ლე­რიც აკე­თებ­და კე­თილ საქ­მე­ებს. ეს ალი­ბი არაა და ნუ და­მა­წე­რი­ნებ, ვინ რა­ტომ და რის­თვის უნდა და­ი­სა­ჯოს, ძა­ლი­ან გთხოვ რა!", - ასე უპა­სუ­ხა მუ­სი­კოს­მა კო­მენ­ტა­რის ავ­ტორს.

პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი და კომ­პო­ზი­ტო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, რო­მე­ლიც გიგი უგუ­ლა­ვას­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი ერთ-ერთი წე­რი­ლის ავ­ტო­რია.

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი: დიდი მად­ლო­ბა

გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი: ეს მად­ლო­ბა სი­გა­რე­ტი რომ გი­ყი­დე თუ?))

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი: დიახ!:))))))

იხი­ლეთ ასე­ვე: "უზო­მოდ მიყ­ვარს... " - გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი ლიზა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე

უგუ­ლა­ვას შეც­დო­მე­ბი და ღვაწ­ლი - რას საყ­ვე­დუ­რობს და რის­თვის უხ­დის მად­ლო­ბას ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი ყო­ფილ მერს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ხელოვანებს ჰგონიათ კეთილშიბილურად იქცევიან, მადლობებს რომ უხდიან ხალხის წინაშე დამნაშავეებს" - ლიზა ბაგრატიონის მეგობარი მამაკაცის პოლიტიკური პოსტი

"ხელოვანებს ჰგონიათ კეთილშიბილურად იქცევიან, მადლობებს რომ უხდიან ხალხის წინაშე დამნაშავეებს" - ლიზა ბაგრატიონის მეგობარი მამაკაცის პოლიტიკური პოსტი

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში მისი მხარდასაჭერი გვერდი შეიქმნა, სადაც საზოგადოების ცნობილი სახეები, მათ შორის ხელოვანები და რიგითი მოქალაქეები უგულავას წერილებს უგზავნიან. გვერდზე ასევე ქვეყნდება ვიდეომიმართვები. ცნობილი ხელოვანები ყოფილ მერს მადლობას უხდიან და მხარდაჭერას უცხადებენ. ამ ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება მუსიკოსი, ცნობილი ალტისტი გიორგი ცაგარელი.

"იმაზე ვგიჟდები, რომ ამ ჩემ მეგობარ თუ ნაცნობ ხელოვანებს ჰგონიათ, კეთილშიბილურად იქცევიან, მადლობებს რომ უხდიან ხალხის წინაშე დამნაშავეებს მხოლოდ იმისთვის, რომ ეხმარებოდნენ სხვადასხვა პროექტებისა თუ ღონისძიებების გამართვაში და ალბათ, ჰგონიათ, მათი შემოქმედება უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ადამიანების ძარცვა, წამება და დატერორება...", - წერს ცაგარელი.

პოსტს მუსიკოსის მეგობრები გამოეხმაურნენ. ერთ-ერთმა დაწერა, რომ ადამიანის მოღვაწეობის შეფასებისას ცუდის გარდა, კარგიც უნდა დაინახო.

"ჰიტლერიც აკეთებდა კეთილ საქმეებს. ეს ალიბი არაა და ნუ დამაწერინებ, ვინ რატომ და რისთვის უნდა დაისაჯოს, ძალიან გთხოვ რა!", - ასე უპასუხა მუსიკოსმა კომენტარის ავტორს.

პოსტს გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც გიგი უგულავასთვის გაგზავნილი ერთ-ერთი წერილის ავტორია.

ნიკოლოზ რაჭველი: დიდი მადლობა

გიორგი ცაგარელი: ეს მადლობა სიგარეტი რომ გიყიდე თუ?))

ნიკოლოზ რაჭველი: დიახ!:))))))

იხილეთ ასევე: "უზომოდ მიყვარს... " - გიორგი ცაგარელი ლიზა ბაგრატიონზე

უგულავას შეცდომები და ღვაწლი - რას საყვედურობს და რისთვის უხდის მადლობას ნიკოლოზ რაჭველი ყოფილ მერს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს