სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი "რუსთავი 2"-ის შესახებ კალაძის განცხადებისა და კიწმარიშვილის სიკვდილის საეჭვო დამთხვევაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი "რუსთავი 2"-ის შესახებ კალაძის განცხადებისა და კიწმარიშვილის სიკვდილის საეჭვო დამთხვევაზე საუბრობს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი და თვით­მკვლე­ლო­ბა? ძა­ლი­ან მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა ვნა­ხო, რომ და­ვი­ჯე­რო.

გა­მო­ძი­ე­ბაც არა ჭი­კა­ი­ძემ, ან ფარ­ცხა­ლა­ძემ, არა­მედ უფრო კომ­პე­ტენ­ტურ­მა და სან­დო უწყე­ბამ უნდა ჩა­ა­ტა­როს, ან შე­დე­გე­ბი გა­და­ა­მოწ­მოს - მა­გა­ლი­თად FBI-მ. თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნას პო­ლი­ტი­კუ­რი ნება სჭირ­დე­ბა. მო­უნ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს?

ერო­სი არ იყო უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე, ერო­სი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხის საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე იყო, რომ­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის­თვის წარ­თმე­ვა­საც მთავ­რო­ბა ცდი­ლობს...

..."რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლის, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა/თვით­მკვლე­ლო­ბა სა­ეჭ­ვოდ ემ­თხვე­ვა დრო­ში ვიცე-პრე­მი­ერ კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რუს­თა­ვი ორი კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბელს და­უბ­რუნ­დე­ბა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, "რუს­თა­ვი ორი" ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილ­მა გა­ყი­და. ის ამ საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მეა.

ნე­ბის­მი­ე­რი შე­ტე­ვა "რუს­თა­ვი ორზე", ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას სა­ფუძ­ველს გა­მო­აც­ლის და და­მარ­წმუ­ნებს, რომ დაკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე.

მე არა­ფერ­ში დავ­რწმუ­ნე­ბულ­ვარ. მხო­ლოდ კი­თხვე­ბი მაქვს...

...შლე­გი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი წუ­ლუ­კი­ა­ნი ყვე­ლას მო­უ­წო­დებს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

მკვლე­ლე­ბად, მონ­სტრე­ბად და ყა­ჩა­ღე­ბად რომ ყავს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი წი­ნა­მორ­ბე­დი მთავ­რო­ბის ყვე­ლა წევ­რი მას და მის თა­ნა­გუნ­დე­ლებს. ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე, და­ა­ვი­წყდა.

ცხა­დია, წუ­ლუ­კი­ა­ნი­სა და მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის უსაქ­ცი­ე­ლო­ბა, სხვე­ბის უსაქ­ცი­ე­ლო­ბას არ ამარ­თლებს.

მაგ­რამ ერ­თია რო­დე­საც მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჭო­რა­ობს და ზე­წო­ლას ახ­დენს სა­სა­მარ­თლო­ზე.

მე­ო­რე - მე­დი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი" , - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

"რუს­თა­ვი 2"- ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

იქვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია მისი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

თამარ ჩერგოლეიშვილი "რუსთავი 2"-ის შესახებ კალაძის განცხადებისა და კიწმარიშვილის სიკვდილის საეჭვო დამთხვევაზე საუბრობს

თამარ ჩერგოლეიშვილი "რუსთავი 2"-ის შესახებ კალაძის განცხადებისა და კიწმარიშვილის სიკვდილის საეჭვო დამთხვევაზე საუბრობს

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ეროსი კიწმარიშვილი და თვითმკვლელობა? ძალიან მყარი მტკიცებულებები უნდა ვნახო, რომ დავიჯერო.

გამოძიებაც არა ჭიკაიძემ, ან ფარცხალაძემ, არამედ უფრო კომპეტენტურმა და სანდო უწყებამ უნდა ჩაატაროს, ან შედეგები გადაამოწმოს - მაგალითად FBI-მ. თუ ეს შესაძლებელია.

ჭეშმარიტების დადგენას პოლიტიკური ნება სჭირდება. მოუნდება ბიძინა ივანიშვილს?

ეროსი არ იყო უბრალო მოქალაქე, ეროსი ნაციონალური, ოპოზიციური არხის საქმეზე მთავარი მოწმე იყო, რომლის ამჟამინდელი მფლობელებისთვის წართმევასაც მთავრობა ცდილობს...

..."რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა/თვითმკვლელობა საეჭვოდ ემთხვევა დროში ვიცე-პრემიერ კალაძის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ რუსთავი ორი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

თავდაპირველად, "რუსთავი ორი" ეროსი კიწმარიშვილმა გაყიდა. ის ამ საქმის მთავარი მოწმეა.

ნებისმიერი შეტევა "რუსთავი ორზე", ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას საფუძველს გამოაცლის და დამარწმუნებს, რომ დაკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს საქმე.

მე არაფერში დავრწმუნებულვარ. მხოლოდ კითხვები მაქვს...

...შლეგიანი ქალბატონი მინისტრი წულუკიანი ყველას მოუწოდებს სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

მკვლელებად, მონსტრებად და ყაჩაღებად რომ ყავს გამოცხადებული წინამორბედი მთავრობის ყველა წევრი მას და მის თანაგუნდელებს. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, დაავიწყდა.

ცხადია, წულუკიანისა და მისი თანაგუნდელების უსაქციელობა, სხვების უსაქციელობას არ ამართლებს.

მაგრამ ერთია როდესაც მთავრობის წარმომადგენელი ჭორაობს და ზეწოლას ახდენს სასამართლოზე.

მეორე - მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიერ დასმული კითხვები" , - წერს ჩერგოლეიშვილი.

"რუსთავი 2"- ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი დღეს სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ნახეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს