ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18"-ის ეთერში გოგონების დუნდულებზე შესრულებულ აჭარულს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარების სრული უმრავლესობა უარყოფითი და კრიტიკული შინაარსისაა.
ირაკლი ვაჭარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი:
"ეს რა არის? რა არხია? გაგიჟებული ვარ. ასეთი ცუდი რამე არცერთ ტელევიზიას არ უქნია ჯერ!".
ნინო დანელია, მედიაექსპერტი: ვაიმე! ეს რას გავს? უნდა ვუჩივლოთ აუცილებლად!
თამარა გურჩიანი, უფლებადამცველი: აი, ეს იქნება ამ ტელევიზიის დასასრული!! ფულით ვერ აანაზღაურებენ იმ ზიანს, რაც, პირველ რიგში საკუთარ თავს მიაყენეს. მრცხვენია, რომ ეს ღორობა ჩემს ქვეყანაში ხდება. ამ სიტყვას პირველად ვიყენებ საჯარო სივცრეში, რადგან აქამდე გული არ ამრევია ჩემი ქვეყნის მოქალაქეებზე!! ღორობა!!
ნინო მელაძე: მოკლედ საზოგადოების დიდ ნაწილს მწვავე სექსუალური პრობლემა აქვს ყველაფერთან ერთად:))))
ზურაბ ტატანაშვილი: ნეტა რამდენს წაართმევს ქართველობას ეს? თუ ვცდები და ქართველი კდემამოსილი დედის იმიჯში ეს ყველაფერი ძალიან ნატურალურად ჯდება?! ნეტა იაკობ მრისხანე რას იტყვის ამაზე?
კატნის მაღრაძე: ხელის მოჭრა უნდა შემოიღო, ოღონდ დამშეული პატარა ბავშვები კი არ უნდ დასაჯო, რომელმაც პური მოიპარა მაღაზიაში, აი ესენი უნდა დასაჯო, ყველა ვაფშე. ეგეც შენი ქართველობა, დემოკრატია, თანასწორობა და ტრადიციები, მთელი აჯაფსანდალი ერთად. გული მერევა რა.
ირა ბერიძე: ეს სიმახინჯე კი არა, ადამიანების საჯარო დამცირების უკიდურესი ფორმაა!!! აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან გამოხმაურება ამ გაუგონარ ფაქტს!
გოგი გვახარია, კინოკრიტიკოსი: ეს რითია "ცოცხებით წამებაზე" უკეთესი? და ამაზე რატომ არ გვაქვს რეაქცია?
ლევან ვიშეზ: ამაზე იქნებოდა რეაქცია, ოღონდ ცალი ხელით.