ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე რომ დაქალები არიან, ეს სოციალურ ქსელში მათ გვერდებზე გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც დასტურდება. ყველას კარგად ახსოვს შარშან ვენაში გადაღებული ფოტოები, სადაც ნანუკამ თავის მეუღლეს, სოდ-ის ყოფილ უფროსს სურპრიზი მოუწყო და მოულოდნელად ჩააკითხა. ტრადიციისთვის ნანუკას არც წელს უღალატია, ტელეწამყვანმა ამჯერად მეუღლეს საკუთარ დაბადების დღეზე ჩააკითხა. ნანუკას თან ახლდა რამდენიმე მეგობარიც, მათ შორის ლელა კილაძე. ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
მეუღლის გარეშე იყო ლელა კილაძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დაკითხვაზე დაიბარა. უგულავა ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.
რა აჩუქა ირაკლი კოდუამ ნანუკა ჟორჟოლიანს დაბადების დღეზე (+ ფოტო)
რა სიურპრიზი მოუწყო დაბადების დღეზე ნანუკა ჟორჟოლიანმა ირაკლი კოდუას
ნანუკა ჟორჟოლიანი და გიგი უგულავას მეუღლე გაფრენის მოლოდინში...
ნანუკა ჟორჟოლიანის "სელფშოტები" მეგობრებთან
როგორ ერთობა მერაბიშვილის მეუღლე, ვიდრე ექს-პრემიერი პატიმრობაშია