შალვა რამიშვილისა და ნანუკა ჟორჟოლიანის ხედვა მსუბუქ ნარკოტიკებთან დაკავშირებით

შალვა რამიშვილისა და ნანუკა ჟორჟოლიანის ხედვა მსუბუქ ნარკოტიკებთან დაკავშირებით

ტელეწამყვანები ნანუკა ჟორჟოლიანი და შალვა რამიშვილი მარიხუანას უკანონო მოხმარებისთვის 16 პირის დაკავების ფაქტს ეხმაურებიან.

"თქვენ რომ იცოდეთ მაგ ხალხს, რა მაგარი რამის შექმნა შეუძლიათ ზუსტად მაგ დროში, რა დროსაც მოშარდვაში და წინასწარი დაკვების იზოლატორებში ახარჯინებთ, თქვენც კი გაგიტყდებოდათ რომ დააკავეთ:)

ვინც თქვენ ეს წინასაარჩევნოდ ან ზოგადად გირჩიათ, ვისაც ეს იდეა ეკუთვნის არის თქვენი მტერი! ან დებილი!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შალვა რამიშვილის კი ახალგაზრდებს, რომლებიც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზციისთვის იბრძვიან, რამდენიმე რჩევას აძლევს:

"რჩევა დეკრიმინალიზატორებს!

როგორც მოლიბერალურო მოქალაქეს მეც მინდა შემსუბუქება არაძალადობრივი დანაშაულის დამსჯელი სანქციებისა. ისიც მინდა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის არ იყოს ციხე. კარგი იქნება თუ ძალიან მცირე დოზისთვის ასევე აღარ იქნება სს პასუხისმგებლობა. მოკლედ მინდა, რომ ამ მიმართებაში სახელმწიფო შედარებით ნაკლებად სისხლისმსმელი იყოს და ბარიგა და მომხმარებელი ერთნაირად არ დასაჯოს.

თავად მე მარიხუანა არ მევასება. მკიდია ის მდგომარეობა, რომელშიც ბალახით ნარკოტიკული თრობისას ვარ ხოლმე.

ბოლოს მომაწევინეს ციხეში და გარეთ გამოსულს არ გამჩენია სურვილი გამესინჯა.

ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ მსურს დავეხმარო ახალგაზრდებს, რომლებიც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციისთვის იბრძვიან.

დეკრიმინალიზაცია გულისხმობს სს კოდექსში ცვლილებების შეტანას. ეს ცვლილება უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა. მთავრობა უნდა დაეთანხმოს ან სულაც ის უნდა იყოს ინიციატორი.

მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა ამ ნაბიჯს არ გადადგავს თუ:

1) არ დარწმუნდება რომ ეს მისთვის არამც თუ ელექტორალურ საფრთხეს არ შეიცავს არამედ პირიქით, რეიტინგის მომტანია.

2) თუ არ იქნება ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების მოთხოვნა ანუ თუ ევროპეიზაციის გზაზე ზემოაღნიშნულ მოთხოვნას წაგვიყენებენ.

განვიხილოთ ჯერ პირველი

მოსაწევის დეკრიმინალიზცია არ მოეწონება ერის კონსერვატიულად განწყობილ უმრავლესობას

და არა იმიტომ რომ ქართველი ხალხი ბნელია.

ქართველი ხალხი არის კონსერვატიული, ძირითადად სიდუხჭირეში მცხოვრები და ამიტომ გარკვეული ცრურწმენებისადმი მიდრეკილი. ამ ეტაპზე ამომრჩეველთა უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს მოსაწევისადმი ლიბერალურ დამოკიდებულებას და ეს სრულიად გასაგებია.

ჩვენი ევროპელი ძმებიც არ ჩქარობენ დეკრიმინალიზაციის მოთხოვნის გაჟღერებას. ბუნებრივია - საკითხი როგორც იტყვიან დელიკატურია.

ამიტომ ახალგაზრდებმა უნდა მოახერხონ და რაც შეიძლება მეტი და განსხვავებული მოქალაქე უნდა ჩართონ მათ პროპაგანდაში. ამასთან ეს მოქალაქენი არ უნდა იყვნენ მხოლოდ პოტენციური მომხმარებლები, მოჰიპო-მოჰიპსტერო-მოპანკო ინდივიდები, ასოციალური მასტები, ანუ ისინი, რომლებსაც არანაირი წონა არა აქვს არც ქართველი ამომრჩევლის ძირითადი მასის და შესაბამისად, არც ხელისუფლების თვალში.

გარდა ამისა თუ საპროტესტო მოძრაობის სათავეში კვლავ იქნებიან მიშისტები ეს არ შესძენს ძალას ხსენებულ მოძრაობას!

პროტესტის ნაც. მოძთან ასოცირება დაასამარებს ამ უკანასკნელს, რადგან სწორედ ნაც. მოძი იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც გაადრაკონულა დამსჯელი სანქციები.

ამიტომ იმუშავეთ ამ თემაზე, დაიხმარეთ არასამთავრობოები, ჩართეთ მეტი ცნობილი ხალხი, უფროსი ასაკისა,

აი ისეთები. რომლებიც არა მოსაწევის მოხმარებას დაუჭერენ მხარს, არამედ იტყვიან რომ მოხმარებაზე ციხე არ უნდა იყოს.

იმ თემაში, რომ ბალახი უვნებელია და მითუმეტეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, სერიოზული ხალხი არ აგყვებათ.

ზოგადად მოაშორეთ პროტესტს "ოე მთავრობა, ლეგალურად მოგვაწევინე ძმაო" აურა", - წერს შალვა რამიშვილი.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა მარიხუანას უკანონო შენახვა-მოხმარებისთვის 16 პირი დააკავეს, რომელთაგან 15 გაუშვეს, ერთი კი პატიმრობაში დატოვეს. 16 ახალგაზრდა საირმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლიდან აიყვანეს, სადაც წვეულებას მართავდნენ.

დაკავებულებს შორის არიან 2 ივნისის მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები, ასევე "ფორმულა კრეატივის" წევრები. დაკავებულთაგან ერთი პატიმრობაში დატოვეს, ნაწილი ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ, რამდენიმე საათში გაუშვეს, ნაწილი კი, ვისაც მოხმარება დაუდგინდა, ხელწერილით გათავისუფლეს, იმ პირობით, რომ სასამართლოზე გამოცხადდებიან.

მათი განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სახლში უკანონოდ შევიდნენ. საქმეზე გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

"ვერთობოდით, მეგობრები გვყავდა უცხოელი სტუმრები, ალბათ, მეზობლისგან იყო დარეკილი, რომ ხმაური და გართობაა და გადაგვიყვანეს ნარკოლოგიურში", - განაცხადა მსახიობმა გიორგი ნაზარიშვილმა.

ამასთან, ვასილ ქუტიძის განცხადებით, სამართალდამცავებს ოქმი არ წარუდგენიათ, ისე გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.

"არც მიზეზი არ უთქვამთ, შემოწმება დაიწყეს, მეგობრის ჩანთასთან მივიდნენ რამე ხომ არ იყო შიგნით" , - აღნიშნა ქუტიძემ.

მსახიობ გია ცინაძის განცხადებით კი, ყველა ის ადამიანი, ვინც აიყვანეს, ემსახურება საქართველოს.

აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს