პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გირჩევთ, ჩვენს ხარჯზე "გულავს", ბატონებო" - დაჩი გრძელიშვილი მთავრობას აკრიტიკებს
"არ გირჩევთ, ჩვენს ხარჯზე "გულავს", ბატონებო" - დაჩი გრძელიშვილი მთავრობას აკრიტიკებს

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს და ურ­ჩევს, "ხალ­ხის ხარ­ჯზე გუ­ლა­ო­ბას" თავი და­ა­ნე­ბონ.

"შე­უ­რა­ცყო­ფი­ლი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და და­ჩაგ­რუ­ლი ვარ: (შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი იმი­ტომ, რომ ჩემი ფუ­ლით, ლა­მის მთე­ლი ჩემი მთავ­რო­ბა დღეს ბა­თუ­მის რე­დი­სონ­სა და შე­რა­ტონ­ში ნე­ბივ­რობს - ლიფტ­თან დაც­ვის პო­ლი­ცი­ის პოს­ტია "ლიფ­ტებ­ში კი შავ სათ­ვა­ლი­ა­ნი ოთხკუ­თხა ბი­ჭე­ბი. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ სას­ტუმ­რო­დან გა­მო­სულს, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით და­ყე­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნა აღარ დამ­ხვდა. პატ­რულ­მა, მან­ქა­ნე­ბი ხელს გვიშ­ლი­და და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სად­გომ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე­თო(!).და ვის უშ­ლი­და ხელს? აი, ამ შავ ავ­ტო­ბუ­სებს, თითო რომ ასი ათა­სი ღირს (ისევ ჩვე­ნი გა­დახ­დი­ლი). და ჩი­ნოვ­ნი­კის­თვის ხომ ბევ­რი სი­ა­რუ­ლი არ შე­იძ­ლე­ბა, ამ უზარ­მა­ზა­რი ჯი­პით ლა­მის ლიფ­ტამ­დე მო­იყ­ვა­ნეს, ახალ­გა­მომ­ცხვა­რი არ­მან-კოს­ტუ­მი­ა­ნი პო­ლი­ცი­ის ჩინი, რო­მელ­საც თავი ისე ეჭი­რა, გე­გო­ნე­ბა მე მქონ­და მა­გის გა­და­სა­ხა­დე­ბით ნა­ყი­დი ლენდკ­რუ­ი­ზერ-200... და­ჩაგ­რუ­ლი კი იმი­ტომ ვარ რომ ჩე­მო­და­ნი სას­ტუმ­რო­დან სად­გო­მამ­დე ხე­ლით ვათ­რიე, რად­გან მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბიც პატ­რულს ჰქონ­და გა­და­კე­ტი­ლი. იმი­ტომ, რომ შე­რა­ტონ­ში, მათი დღის სა­ზე­ი­მოდ მო­სულ ჯი­პო­სან მთავ­რო­ბას ხელი არ შეშ­ლო­და... თუმ­ცა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით­ვის უნდა ით­ქვას, რომ ხალ­ხზეც ზრუ­ნა­ვენ - იძუ­ლე­ბით ავ­ტო­სად­გომ­ზე მო­სულ, მან­ქა­ნის ძებ­ნით ნა­ნერ­ვი­უ­ლებ და გულ­გა­ხეთ­ქილ მო­ქა­ლა­ქე­ებს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და უც­დი­და:) ისე, გაყ­ვა­ნი­ლი მან­ქა­ნე­ბის ად­გი­ლას დარ­ჩე­ნილ სა­ბუ­რა­ვის კვალ­ზეც ჩან­და, მათი სა­ჭი­რო­ე­ბა. არ გირ­ჩევთ, ჩვენს ხარ­ჯზე "გუ­ლავს", ბა­ტო­ნე­ბო...", - წერს გრძე­ლიშ­ვი­ლი.

დღეს პო­ლი­ცი­ელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ბა­თუმს ეს­ტუმრნენ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"არ გირჩევთ, ჩვენს ხარჯზე "გულავს", ბატონებო" - დაჩი გრძელიშვილი მთავრობას აკრიტიკებს

"არ გირჩევთ, ჩვენს ხარჯზე "გულავს", ბატონებო" - დაჩი გრძელიშვილი მთავრობას აკრიტიკებს

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მთავრობას მიმართავს და ურჩევს, "ხალხის ხარჯზე გულაობას" თავი დაანებონ.

"შეურაცყოფილი, გაბრაზებული და დაჩაგრული ვარ: (შეურაცხყოფილი იმიტომ, რომ ჩემი ფულით, ლამის მთელი ჩემი მთავრობა დღეს ბათუმის რედისონსა და შერატონში ნებივრობს - ლიფტთან დაცვის პოლიციის პოსტია "ლიფტებში კი შავ სათვალიანი ოთხკუთხა ბიჭები. გაბრაზებული იმიტომ, რომ სასტუმროდან გამოსულს, ყველა წესის დაცვით დაყენებული მანქანა აღარ დამხვდა. პატრულმა, მანქანები ხელს გვიშლიდა და უნივერსიტეტის სადგომზე გადავიტანეთო(!).და ვის უშლიდა ხელს? აი, ამ შავ ავტობუსებს, თითო რომ ასი ათასი ღირს (ისევ ჩვენი გადახდილი). და ჩინოვნიკისთვის ხომ ბევრი სიარული არ შეიძლება, ამ უზარმაზარი ჯიპით ლამის ლიფტამდე მოიყვანეს, ახალგამომცხვარი არმან-კოსტუმიანი პოლიციის ჩინი, რომელსაც თავი ისე ეჭირა, გეგონება მე მქონდა მაგის გადასახადებით ნაყიდი ლენდკრუიზერ-200... დაჩაგრული კი იმიტომ ვარ რომ ჩემოდანი სასტუმროდან სადგომამდე ხელით ვათრიე, რადგან მიმდებარე ქუჩებიც პატრულს ჰქონდა გადაკეტილი. იმიტომ, რომ შერატონში, მათი დღის საზეიმოდ მოსულ ჯიპოსან მთავრობას ხელი არ შეშლოდა... თუმცა სამართლიანობითვის უნდა ითქვას, რომ ხალხზეც ზრუნავენ - იძულებით ავტოსადგომზე მოსულ, მანქანის ძებნით ნანერვიულებ და გულგახეთქილ მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა უცდიდა:) ისე, გაყვანილი მანქანების ადგილას დარჩენილ საბურავის კვალზეც ჩანდა, მათი საჭიროება. არ გირჩევთ, ჩვენს ხარჯზე "გულავს", ბატონებო...", - წერს გრძელიშვილი.

დღეს პოლიციელთა პროფესიული დღე აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ხელისუფლების მაღალჩინოსნები ბათუმს ესტუმრნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს