უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე კინომცოდნე გოგი გვახარიას აკრიტიკებს.
"უნიჭო გოგი გვახარია ნიჭიერ შემოქმედ გიო მგელაძეზე რომ წერს "რეჟისორს" და "მწერალს" არ უნდა ჰქონდეს უფლებაო - სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. გოგი გვახარიას ცხოვრებაში ფილმი არ გაუკეთებია - არაფერი შეუქმნია - გარდა იმისა, რომ სხვებზე იქილიკოს და არც ისე კარგი ფილმები მოეწონოს. ერიკ რომერი რომ მოწონს კაცს და გიო მგელაძის ნიჭს ვერ დაინახავს - ის შემოქმედებითი თვალსაზრისით "დეგენერატია". თან ნაცების ძალადობას რომ ხელს აფარებს მუდმივად და გიო მგელაძის არარსებულ ძალადობაზე რომ ლაპარაკობს და მას "მხედრიონს" უწოდებს - ეს ყველა დროის კარიერისტი - დაწყებული კომუნისტების დროიდან ყველა მთავრობის ფავორიტი, რომელიც თავის კარიერიზმს ყველას და ყველაფერს შეწირავს - სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ერთი "არა. მეგობარო" სჯობია გოგი გვახარიას მთელს ნაწვალებ "კინოკრიტიკოსობას". ძალიან ცუდია რომ ჩემს მეგობრებს ემოციამ უმტყუნა - ისინი ადამიანები არიან. ფიზიკური ძალადობა ძალიან ცუდია. ინტელექტუალური ძალადობა, რომელსაც გვახარია ჩადის - ბევრად უფრო ცუდი. გვახარია თავისი გამოსვლებით სიძულვილს თესს საკუთარი ამპარტავნებით და სიძულვილით ყველაფერი შემოქმედებითის. გიო მგელაძე ადამიანია - თავისი სისუსტეებით და სწორედ ამიტომ მიყვარს რომ გვახარიასავით კუბრიკის კომპიუტერი არ არის. სირცხვილი, შენ გოგი. კიდევ ერთხელ შეირცხვინე თავი. სერვანტესის გმირი ქარის წისქვილებს ებრძოდა, ვოლტერს განათლება შემოჰქონდა, და ვაჟა ძალიან ბევრს ჩხუბობდა და მას რომ ნაცები ენახა დღეს - დარწმუნებული ვარ ბევრ მათგანს მაგრად გაპერტყავდა. ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ფიზიკურ ძალადობას ვემხრობი. ის ვაჟას შემთხვევაშიც არ იყო სწორი. მაგრამ, ინტელექტუალური ძალადობა ყველაფერ ამაზე უარესია. და გოგი გვახარია ამას თითქმის ყოველ დღე აკეთებს,
ეგ არის ვაი-კინოკიტიკოსი - ერთი უნიჭო კაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება სხვის ქილიკში აქვს გატარებული (სხვათა შორის ნოდარ ლადარიას ქილიკშიც) - და ახლა მოირგო თავისი "გვაჰაბიტების" სექტის ეპისკოპოსის მანტია და ჭკუას გვარიგებს. ამ დროს ელემენტარულ კონფლიქტის თეორიაშიც და პრაქტიკაშიც ვერ ერკვევა საფუძვლების დონეზე. სრულიად სიბნელეს წერს ამ თემაზე”, - წერს კაკაბაძე.
იხილეთ გვახარიას ბლოგი: "სამართლიანობის აღდგენა" სერვანტესის, ვოლტერის, ვაჟას წიგნების ფონზე