პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასოცირების ხელშეკრულებას მიშას ფაქსიმილია დაარტყით" - "ნაციონალები" პრემიერსა და პრეზიდენტს აქილიკებენ
"ასოცირების ხელშეკრულებას მიშას ფაქსიმილია დაარტყით" - "ნაციონალები" პრემიერსა და პრეზიდენტს აქილიკებენ

თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა მოქ­მედ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და პრე­ზი­დენტს დას­ცი­ნის. უგუ­ლა­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მარ­გვე­ლაშ­ვილ­სა და ღა­რი­ბაშ­ვილს ურ­ჩევს, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­სი­მი­ლია და­არ­ტყან და კინ­კლა­ო­ბას ამით და­უს­ვან წერ­ტი­ლი.

"უკვე ორი კვი­რაა მთავ­რო­ბა და პრე­ზი­დენ­ტი ჩაბ­მუ­ლია და­ვა­ში თუ ვინ მო­ა­წერს ხელს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. და­ო­ბენ აპა­რა­ტე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი. იმას აღარ ვი­ტყვი, რომ ეს სირ­ცხვი­ლია. ამას ალ­ბათ ყვე­ლა ხვდე­ბა. ამი­ტომ, პირ­და­პირ საქ­მე­ზე, მაქვს წი­ნა­და­დე­ბა: და­არ­ტყით მი­შას ფაქ­სი­მი­ლია", - წერს უგუ­ლა­ვა.

იმა­ვე თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთი ლი­დე­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

"სრუ­ლი­ად სა­მარ­ცხვი­ნო უსაქ­ცი­ე­ლო­ბა და­ე­მარ­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.დღემ­დე ვერ გა­ურ­კვე­ვი­ათ ვინ მო­ა­წერს ხელს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და ეს და­ე­მარ­თათ მხო­ლოდ ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზის გამო -მო­ნა­პო­ვა­რი,რომ­ლის წი­ნა­შეც დგას დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, არ­ცერ­თი მათ­გა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის.

ამ მო­კინ­კლა­ვე ბი­ჭებს ვერცკი წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ რამ­ხე­ლა შრო­მაა ჩა­დე­ბუ­ლი იმ ამო­ცა­ნის გა­და­საჭ­რე­ლად , რომ­ლის შე­დე­გიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერ­გოთ ლან­გარ­ზე", - წერს ხერ­ხე­უ­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

თემა უკო­მენ­ტა­როდ არ და­უ­ტო­ვე­ბია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევრ გოგა ხა­ჩი­ძეს. ხა­ჩი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"მო­ცე­მუ­ლო­ბა ასე­თია:

გვყავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 69-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­სა­მე პუნ­ქტე­ბის, 73-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი - ა ქვე­პუნ­ქტის მი­ხედ­ვით სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ ხელს აწერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და წარ­მო­ად­გენს ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

და­ნარ­ჩე­ნი თქვენ და­ას­კვე­ნით".

"მივ­მარ­თავ ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას!

იმის გამო, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არას­ტან­დარ­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა;

იმის გამო, რომ გვყავს უსა­ზღვროდ ამ­ბი­ცი­უ­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჰა­კიმ ფაშა და ასე­ვე უსა­ზღვროდ "რა­ნი­მი" პრე­ზი­დენ­ტი - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, გთხოვთ და­უშ­ვათ გა­მო­ნაკ­ლი­სი და ხელ­მო­წე­რის ნაც­ვლად ხელ-ფეხ­მო­წე­რის, ან ორი ხე­ლით ხელ­მო­წე­რის უფ­ლე­ბა მოგ­ვცეთ.

იმედს ვი­ტო­ვებთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად თქვენ­თვის უპ­რე­ცენ­დენ­ტო მოქ­ნი­ლო­ბას გა­მო­ი­ჩენთ, შანს მის­ცემთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლებს რა­ღაც­ნა­ი­რად გა­და­ი­ნა­წი­ლონ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა და და­იკ­მა­ყო­ფი­ლონ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი.

გმად­ლობთ".

"ცოტა ხნის წინ, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა (ჰა­კიმ ფაშა) გა­ნა­ცხა­და, რომ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ხელს მო­ა­წერს "სა­ქარ­თვე­ლო".

დღეს, იგი­ვე ღა­რი­ბაშ­ვილ­მა (ჰა­კიმ ფაშა) გა­ნა­ცხა­და, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ის მო­ა­წერს ხელს.

გა­ი­ცა­ნით, ეს "სა­ქარ­თვე­ლოა"".

რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, ძა­ლი­ან ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა იმას, თუ ვინ უნდა მო­ა­წე­როს ხელი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას.

"ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ ამ სა­კი­თხზე და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელს მო­ა­წერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ანუ მე", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, იყო თუ არა მსჯე­ლო­ბა ამ სა­კი­თხზე პრე­ზი­დენ­ტთან, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტთან მსჯე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა, ამ სა­კი­თხზე მთავ­რო­ბამ და გუნ­დმა იმ­სჯე­ლეს.

პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, მის­თვის მთა­ვა­რია ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა და არა ის, თუ ვინ იქ­ნე­ბა ხელ­მომ­წე­რი.

რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბა­თა და­ნერგვა­ში ჩარ­თუ­ლია აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად პარ­ლა­მენ­ტიც, იმი­ტომ რომ ბევ­რი კა­ნო­ნია მი­სა­ღე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ა­წე­როს სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­მა, ანუ პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ასოცირების ხელშეკრულებას მიშას ფაქსიმილია დაარტყით" - "ნაციონალები" პრემიერსა და პრეზიდენტს აქილიკებენ

"ასოცირების ხელშეკრულებას მიშას ფაქსიმილია დაარტყით" - "ნაციონალები" პრემიერსა და პრეზიდენტს აქილიკებენ

თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა მოქმედ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს დასცინის. უგულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს ურჩევს, ასოცირების ხელშეკრულებას სააკაშვილის ფაქსიმილია დაარტყან და კინკლაობას ამით დაუსვან წერტილი.

"უკვე ორი კვირაა მთავრობა და პრეზიდენტი ჩაბმულია დავაში თუ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას. დაობენ აპარატები, ექსპერტები და არასამთავრობოები. იმას აღარ ვიტყვი, რომ ეს სირცხვილია. ამას ალბათ ყველა ხვდება. ამიტომ, პირდაპირ საქმეზე, მაქვს წინადადება: დაარტყით მიშას ფაქსიმილია", - წერს უგულავა.

იმავე თემას ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე.

"სრულიად სამარცხვინო უსაქციელობა დაემართა ხელისუფლებას.დღემდე ვერ გაურკვევიათ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას და ეს დაემართათ მხოლოდ ერთი მთავარი მიზეზის გამო -მონაპოვარი,რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა, არცერთი მათგანის დამსახურება არ არის.

ამ მოკინკლავე ბიჭებს ვერცკი წარმოუდგენიათ რამხელა შრომაა ჩადებული იმ ამოცანის გადასაჭრელად , რომლის შედეგიც მემკვიდრეობით ერგოთ ლანგარზე", - წერს ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.

თემა უკომენტაროდ არ დაუტოვებია საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძეს. ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რამდენიმე პოსტს აქვეყნებს.

"მოცემულობა ასეთია:

გვყავს საქართველოს მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, 73-ე მუხლის პირველი - ა ქვეპუნქტის მიხედვით საერთაშორისო ხელშეკრულებებ ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი და წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში.

დანარჩენი თქვენ დაასკვენით".

"მივმართავ ევროკავშირის ხელმძღვანელობას!

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, არასტანდარტული სიტუაცია შეიქმნა;

იმის გამო, რომ გვყავს უსაზღვროდ ამბიციური პრემიერ-მინისტრი ჰაკიმ ფაშა და ასევე უსაზღვროდ "რანიმი" პრეზიდენტი - მარგველაშვილი, გთხოვთ დაუშვათ გამონაკლისი და ხელმოწერის ნაცვლად ხელ-ფეხმოწერის, ან ორი ხელით ხელმოწერის უფლება მოგვცეთ.

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად თქვენთვის უპრეცენდენტო მოქნილობას გამოიჩენთ, შანს მისცემთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს რაღაცნაირად გადაინაწილონ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღწეული წარმატება და დაიკმაყოფილონ განსხვავებული ამბიციები.

გმადლობთ".

"ცოტა ხნის წინ, ღარიბაშვილმა (ჰაკიმ ფაშა) განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ხელს მოაწერს "საქართველო".

დღეს, იგივე ღარიბაშვილმა (ჰაკიმ ფაშა) განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ის მოაწერს ხელს.

გაიცანით, ეს "საქართველოა"".

როგორც რამდენიმე დღის წინ სასტუმრო "რედისონში" გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა იმას, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

"ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, იყო თუ არა მსჯელობა ამ საკითხზე პრეზიდენტთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან მსჯელობა არ ყოფილა, ამ საკითხზე მთავრობამ და გუნდმა იმსჯელეს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კი, მისთვის მთავარია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და არა ის, თუ ვინ იქნება ხელმომწერი.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების პირობათა დანერგვაში ჩართულია აღმასრულებელი ხელისუფლებაც, მნიშვნელოვანწილად პარლამენტიც, იმიტომ რომ ბევრი კანონია მისაღები. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უპრიანი იქნება ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს სახელმწიფოს მეთაურმა, ანუ პრეზიდენტმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს