პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა, შენი იაფფასიანი იუმორი პრეზიდენტის აპარტამენტებიდან უფრო რეიტინგული იქნება - ტელეწამყვანი საკუთარი შოუს კრიტიკას აქვეყნებს
შალვა, შენი იაფფასიანი იუმორი პრეზიდენტის აპარტამენტებიდან უფრო რეიტინგული იქნება - ტელეწამყვანი საკუთარი შოუს კრიტიკას აქვეყნებს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი "ფეს­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­კუ­თა­რი შოუს მი­მართ კრი­ტი­კულ აზრს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის ავ­ტო­რიც ჟურ­ნა­ლის­ტის ერთ-ერთი "ფე­ის­ბუქ-ფრენ­დია". რამ­დე­ნი­მე დღის წინ ტე­ლე­წამ­ყვან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რებს შოუს მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა.

"მოკ­ლედ ჩემი წი­ნა­და­დე­ბის არსი შემ­დეგ­შია. ვი­საც გულ­წრფე­ლად არ გე­ვა­სე­ბით... ვი­საც არ მოს­წონს ჩემი ნა­ხე­ლა­ვი, გთხოვთ რომ ყო­ვე­ლი გა­და­ცე­მის შემ­დეგ და­წე­როთ გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი კრი­ტი­კა ჩემი შო­უ­სი. ცენ­ზუ­რა არ იქ­ნე­ბა. რაც გნე­ბავთ და­წე­რეთ (უხამ­სო­ბე­ბის გარ­და) თქვენ მერე წა­ი­კი­თხავთ ამ რე­ცენ­ზი­ას, ჩვენ ამას გა­და­ვი­ღებთ და გა­ვუშ­ვებთ შო­უ­ში. ხელ­ფა­სი გექ­ნე­ბათ!", - და­წე­რა შალ­ვამ.

რა­მიშ­ვი­ლის თხოვ­ნა­ზე პა­სუხ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა:

" ლევ ტოლსტო­ის ჩვენს დრო­ში რომ ეცხოვ­რა, ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის შემ­ყუ­რე ალ­ბათ ასე იტყო­და:

ყვე­ლა ცუდი გა­და­ცე­მა ერ­თნი­რად უვარ­გი­სია, ყვე­ლა კარ­გი გა­და­ცე­მა კარ­გია გან­სხვა­ვე­ბუ­ლად.

ერთ ცუდ გა­და­ცე­მა­ზე მო­გახ­სე­ნებთ, რო­მელ­საც "შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შოუ" ჰქვია.

შალ­ვა რა­მიშ­ვილს ჯერ კი­დევ ცოტა ხნის წინ ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან მჭიდ­როდ ასო­ცი­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის იმი­ჯი რომ არ მო­ერ­გო და მხო­ლოდ მე­ტე­ლე­ვი­ზო­რე ყო­ფი­ლი­ყო (ეს ტერ­მი­ნის მისი მიგ­ნე­ბაა), გა­საკ­რი­ტი­კე­ბე­ლიც არა­ფე­რი ექ­ნე­ბო­და ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო: ჩვე­ნი ტე­ლე­არ­ხე­ბი, მეტი რომ არ შე­იძ­ლე­ბა, მდა­რე ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას გვთა­ვა­ზო­ბენ და ჩვენც ამ გა­და­ცე­მა­საც მა­ლე­ვე და­ვი­ვი­წყებ­დით. მაგ­რამ მეხ­სი­ე­რე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ში­ში რა­მაა და ვი­საც ჯერ კი­დევ ახ­სოვს პო­ლი­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი შალ­ვა, მო­ე­ლო­და, რომ თუნ­დაც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ინ­ტე­ლექ­ტის შე­სა­ფე­რისს გა­და­ცე­მას ვი­ხი­ლავ­დით. სამ­წუ­ხა­როდ, ეს შოუ სხვა არა­ფე­რია, თუ არა ას­ჯერ ნა­ნა­ხის გა­დამ­ღე­რე­ბა. არა­და, ამ კაცს, აქვს ამ­ბი­ცია, რომ ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა ერ­თნა­ი­რად კარ­გად შე­უძ­ლია - დარ­დუ­ბა­ლა­დან და­წყე­ბუ­ლი, პრე­ზი­დენ­ტის უკეთ წარ­მო­ჩე­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

რით გამ­სხვავ­დე­ბა "შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შოუ" სხვა შო­უ­ე­ბის­გან? აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაფ­რით და ჯერ­ჯე­რო­ბით სწო­რედ იმ სტან­დარ­ტე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რაც თა­ვის დრო­ზე და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა და­ამ­კვიდ­რა:

მო­ნო­ლო­გი (შალ­ვას შემ­თხვე­ვა­ში კი­დევ უფრო გა­წე­ლი­ლი), ბენ­დი, სა­დაც (გვა­რი არ ვიცი, ვა­ნოს შოუს ბენ­დის ხე­ლომ­ძღვა­ნე­ლის) ნაც­ვლად ფორჩხი­ძე ვი­ხი­ლეთ, ლა­მა­ზი, მაგ­რამ ტლან­ქი ქალ­წუ­ლი და უკვე მოყირ­ჭე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბით.

არა­და, შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მა­ში გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ის ტე­ლე­ვი­ზი­ის ნარ­კო­მა­ნია, ნარ­კო­მა­ნია კი, ძვირ­ფა­სო შალ­ვა, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და თუ დიდხ­ნი­ა­ნი რე­მი­სის მიღ­წე­ვა გინ­და, ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის კურ­სი უნდა გა­ი­ა­რო. ასე რომ, რო­გორც ნარ­კო­მანს სჭირ­დე­ბა ექი­მი-ნარ­კო­ლო­გი, ისე სჭირ­დე­ბა ამ შოუს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დი. მა­გა­ლი­თად, წინა გა­და­ცე­მა­ში წამ­ყვან­მა ისე­თი სტუმ­რე­ბი შე­არ­ჩია, რო­მელ­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბიც რა­ღა­ცით წა­ა­გავს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი­სას და ამ ია­ფა­სი­ა­ნი ტრი­უ­კით ეცა­და მა­ყუ­რებ­ლის გა­ხა­ლი­სე­ბას.

მკი­თხავთ, რით ჰგავს გოგა ხა­ინ­დრა­ვა შალ­ვა რა­მიშ­ვილს? გპა­სუ­ხობთ: ორი­ვე, ასე ვთქვათ, შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნია (გნე­ბავთ კრე­ა­ტი­უ­ლი, რო­გორც ახლა იტყოდ­ნენ) და ორი­ვე, მეტი რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ისე გა­ი­ტა­ცა პო­ლი­ტი­კამ. რაც მთა­ვა­რია, ორი­ვე ცი­ხე­შია ნაჯ­დო­მი. მარ­თა­ლია, ხა­ინ­დრა­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, ხოლო შალ­ვა არა­ლე­გა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბის­თვის არ და­უ­ჭე­რი­ათ, მაგ­რამ ციხე ყვე­ლას­თვის ერ­თნა­ი­რად გა­უ­საძ­ლი­სია. ამის­და მი­უ­ხე­და­ვად, რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ხა­ინ­დრა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯა­შუ­შო­ბის თე­მა­ზე ვი­ცი­ნოთ? რა­ი­მე ახა­ლი გა­ი­გეთ? მე ვე­რა­ფე­რი ისე­თი, რაც მა­ნა­მა­დე არ გა­მე­გოს. მე­ო­რე სტუ­მა­რი დუტა სხირტლა­ძე გახ­ლდათ და აქაც იგი­ვე, რაც ასე­ვე მრავ­ლად გვაქვს მოს­მე­ნი­ლი სხვა­დახ­ვა გა­და­ცე­მებ­ში: რომ უთო­საც თუ ჩარ­თავ, იქაც დუტა დაგ­ვიხ­ვდე­ბა და ა.შ. და­ვით გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის შოუს, თუ გახ­სოვთ, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­ლის სკეტ­ჩე­ბი გას­დევ­და ლა­იტ­მო­ტი­ვად. შალ­ვას­თან - ეს ბა­ტო­ნი დე­მუ­რია, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი კა­რი­კა­ტუ­რაა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, ოღონდ - "სოფ­ლე­ლი" პო­ი­ტი­კო­სე­ბის. და ბა­ტო­ნი დე­მუ­რიც, რო­მე­ლიც წინა ცხოვ­რე­ბა­ში ზვიო იყო, ისევ იგი­ვეს იმე­ო­რებს, რა­საც სხვა და­ნარ­ჩე­ნი კო­მი­კუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჩვენს ტე­ლე­სივ­რცე­ში.

ასე რომ, შალ­ვა, კარ­გი იქ­ნე­ბა, ისევ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას თუ და­უბ­რუნ­დე­ბი - სხვა თუ არა­ფე­რი, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი იუ­მო­რი პრე­ზი­დენ­ტის აპარ­ტა­მენ­ტე­ბი­დან უფრო რე­ი­ტინ­გუ­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ეს პამ­პუ­ლა­ო­ბა, რო­მელ­საც შოუ და­არ­ქვი".

იხი­ლეთ ასე­ვე: შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი - "დამ­გმეთ, ოღონდ უფრო ნი­ჭი­ე­რად და მრა­ვალ­ფე­როვ­ნად"

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის უხამ­სი ხუმ­რო­ბის შემ­დეგ ინგა გრი­გო­ლია კო­ლე­გებს მად­ლო­ბას უხ­დის

შალვა, შენი იაფფასიანი იუმორი პრეზიდენტის აპარტამენტებიდან უფრო რეიტინგული იქნება - ტელეწამყვანი საკუთარი შოუს კრიტიკას აქვეყნებს

შალვა, შენი იაფფასიანი იუმორი პრეზიდენტის აპარტამენტებიდან უფრო რეიტინგული იქნება - ტელეწამყვანი საკუთარი შოუს კრიტიკას აქვეყნებს

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი "ფესბუქის" პირად გვერდზე საკუთარი შოუს მიმართ კრიტიკულ აზრს აქვეყნებს, რომლის ავტორიც ჟურნალისტის ერთ-ერთი "ფეისბუქ-ფრენდია". რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში მეგობრებს შოუს მიმართ კრიტიკული წერილების გამოქვეყნების თხოვნით მიმართა.

"მოკლედ ჩემი წინადადების არსი შემდეგშია. ვისაც გულწრფელად არ გევასებით... ვისაც არ მოსწონს ჩემი ნახელავი, გთხოვთ რომ ყოველი გადაცემის შემდეგ დაწეროთ გამანადგურებელი კრიტიკა ჩემი შოუსი. ცენზურა არ იქნება. რაც გნებავთ დაწერეთ (უხამსობების გარდა) თქვენ მერე წაიკითხავთ ამ რეცენზიას, ჩვენ ამას გადავიღებთ და გავუშვებთ შოუში. ხელფასი გექნებათ!", - დაწერა შალვამ.

რამიშვილის თხოვნაზე პასუხმაც არ დააყოვნა:

" ლევ ტოლსტოის ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, ქართული ტელევიზიების შემყურე ალბათ ასე იტყოდა:

ყველა ცუდი გადაცემა ერთნირად უვარგისია, ყველა კარგი გადაცემა კარგია განსხვავებულად.

ერთ ცუდ გადაცემაზე მოგახსენებთ, რომელსაც "შალვა რამიშვილის შოუ" ჰქვია.

შალვა რამიშვილს ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ქართულ ოცნებასთან მჭიდროდ ასოცირებული ჟურნალისტის იმიჯი რომ არ მოერგო და მხოლოდ მეტელევიზორე ყოფილიყო (ეს ტერმინის მისი მიგნებაა), გასაკრიტიკებელიც არაფერი ექნებოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჩვენი ტელეარხები, მეტი რომ არ შეიძლება, მდარე ხარისხის პროდუქციას გვთავაზობენ და ჩვენც ამ გადაცემასაც მალევე დავივიწყებდით. მაგრამ მეხსიერება, მოგეხსენებათ, საშიში რამაა და ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს პოლიტიკით დაინტერესებული შალვა, მოელოდა, რომ თუნდაც ჩვენი პოლიტიკოსების ინტელექტის შესაფერისს გადაცემას ვიხილავდით. სამწუხაროდ, ეს შოუ სხვა არაფერია, თუ არა ასჯერ ნანახის გადამღერება. არადა, ამ კაცს, აქვს ამბიცია, რომ ყველაფრის კეთება ერთნაირად კარგად შეუძლია - დარდუბალადან დაწყებული, პრეზიდენტის უკეთ წარმოჩენით დამთავრებული.

რით გამსხვავდება "შალვა რამიშვილის შოუ" სხვა შოუებისგან? აბსოლუტურად არაფრით და ჯერჯერობით სწორედ იმ სტანდარტებით ხელმძღვანელობს, რაც თავის დროზე დავით გოგიჩაიშვილმა დაამკვიდრა:

მონოლოგი (შალვას შემთხვევაში კიდევ უფრო გაწელილი), ბენდი, სადაც (გვარი არ ვიცი, ვანოს შოუს ბენდის ხელომძღვანელის) ნაცვლად ფორჩხიძე ვიხილეთ, ლამაზი, მაგრამ ტლანქი ქალწული და უკვე მოყირჭებული ცნობილი პერსონაჟებით.

არადა, შალვა რამიშვილმა პირველივე გადაცემაში გაგვიმხილა, რომ ის ტელევიზიის ნარკომანია, ნარკომანია კი, ძვირფასო შალვა, ქრონიკული დაავადებაა და თუ დიდხნიანი რემისის მიღწევა გინდა, ჩანაცვლებითი თერაპიის კურსი უნდა გაიარო. ასე რომ, როგორც ნარკომანს სჭირდება ექიმი-ნარკოლოგი, ისე სჭირდება ამ შოუს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. მაგალითად, წინა გადაცემაში წამყვანმა ისეთი სტუმრები შეარჩია, რომელთა ბიოგრაფიებიც რაღაცით წააგავს შალვა რამიშვილისას და ამ იაფასიანი ტრიუკით ეცადა მაყურებლის გახალისებას.

მკითხავთ, რით ჰგავს გოგა ხაინდრავა შალვა რამიშვილს? გპასუხობთ: ორივე, ასე ვთქვათ, შემოქმედი ადამიანია (გნებავთ კრეატიული, როგორც ახლა იტყოდნენ) და ორივე, მეტი რომ არ შეიძლება, ისე გაიტაცა პოლიტიკამ. რაც მთავარია, ორივე ციხეშია ნაჯდომი. მართალია, ხაინდრავა პოლიტიკური ნიშნით იყო დაპატიმრებული, ხოლო შალვა არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისთვის არ დაუჭერიათ, მაგრამ ციხე ყველასთვის ერთნაირად გაუსაძლისია. ამისდა მიუხედავად, რამდენჯერ შეიძლება ხაინდრავასთან დაკავშირებით ჯაშუშობის თემაზე ვიცინოთ? რაიმე ახალი გაიგეთ? მე ვერაფერი ისეთი, რაც მანამადე არ გამეგოს. მეორე სტუმარი დუტა სხირტლაძე გახლდათ და აქაც იგივე, რაც ასევე მრავლად გვაქვს მოსმენილი სხვადახვა გადაცემებში: რომ უთოსაც თუ ჩართავ, იქაც დუტა დაგვიხვდება და ა.შ. დავით გოგიჩაიშვილის შოუს, თუ გახსოვთ, ქალბატონი ნანულის სკეტჩები გასდევდა ლაიტმოტივად. შალვასთან - ეს ბატონი დემურია, რომელიც ერთგვარი კარიკატურაა ჩვენი პოლიტიკოსების, ოღონდ - "სოფლელი" პოიტიკოსების. და ბატონი დემურიც, რომელიც წინა ცხოვრებაში ზვიო იყო, ისევ იგივეს იმეორებს, რასაც სხვა დანარჩენი კომიკური პერსონაჟები ჩვენს ტელესივრცეში.

ასე რომ, შალვა, კარგი იქნება, ისევ პრეზიდენტის რეზიდენციას თუ დაუბრუნდები - სხვა თუ არაფერი, იაფფასიანი იუმორი პრეზიდენტის აპარტამენტებიდან უფრო რეიტინგული იქნება, ვიდრე ეს პამპულაობა, რომელსაც შოუ დაარქვი".

იხილეთ ასევე: შალვა რამიშვილი - "დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად"

შალვა რამიშვილის უხამსი ხუმრობის შემდეგ ინგა გრიგოლია კოლეგებს მადლობას უხდის

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს