"ევროვიზია 2014" დასრულდა. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული კი 25 წლის ავსტრიელი კონჩიტა ვურტია.
25 წლის ავსტრიელმა კონკურსანტმა კონჩიტა ვურსტმა, იგივე ტომას ნოივირტმა, "ევროვიზიის" მაყურებელი შოკში ჩააგდო, როდესაც სცენაზე სტერეოტიპის დამსხვრევა მამრობითი და მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი გარეგნობის სტანდარტის შერწყმით გადაწყვიტა.
კონჩიტა საერთაშორისო კონკურსზე სიმღერით "ფენიქსივით აღსდექი" (Rise like a Phoenix) წარსდგა და გამარჯვებაც მოიპოვა.
ფაქტს ცინიკურად ეხმიანება მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რომელიც Facebook-ზე მისი და ქრისტინე იმედაძის ფოტოშარჟს აქვეყნებს თანდართული ტექსტით: "მომავალ წელს ჩვენი დუეტი მიდის ევროვიზიაზე და თქვენი ხმა არ გავიგო!", - წერს მომღერალი.