ერეკლე კოდუას მეუღლე, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დავით კოდუაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ნოშრევან ნამორაძის სახლის ფოტოს აქვეყნებს.
"ღმერთმა ბევრი მისცეს! ოღონდ გულწრფელად ვამბობ საბას და მარიამს გეფიცებით! უბრალოდ ეს იმ ნოშიკოს სახლია, რომელსაც "ყველაფერი წაართვეს!" და ბავშვებით "ღია ცის ქვეშ დატოვეს!:)", - წერს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში 3 მაისს 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნამორაძე გამოცხადდა, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, მან შურისძიების მიზეზად ბიზნესის წართმევა დაასახელა.
ამჟამად, ნოშრევან ნამორაძე დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ნამორაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. სავარაუდოდ, დღესვე პროკურატურა სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ოჯახის წევრებს ვერსია არ აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული თავდასმა.
დავით კოდუა სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაა, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის თაობაზე. ერეკლე კოდუა მიმალვაშია.
იხილეთ ასევე: როგორ ხსნის ქმრის შურისძიებას კოდუას ცემაში ბრალდებულის მეუღლე
დავით კოდუას სასტიკად ცემაში ეჭვმიტანილის ფოტო შს მინისტრთან, ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად