უკვე ნორმად იქცა ამა თუ იმ სატელევიზიო შოუს შემდეგ სხვადასხვა სტუმრის გამონათქვამებზე ცნობილი ადამიანების საჯარო შეფასებები. ამჯერად ყურადღების ცენტში ხატია სიჭინავა მოექცა. თუ აქამდე ხმაური თინა მახარაძის, ბევრისთვის ამორალურმა გამონათქვამმა გამოიწვია "ორალურ სექსზე", ამჯერად ხატია სიჭინავას "ზედმეტად მორალისტურ განცხადებებს" უწუნებენ.
საქმე ის არის, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, სადაც სიჭინავამ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაზე განაცხადა, რომ სრულიად ნორმალურად მიაჩნია მამაკაცის მხრიდან დამოკიდებულება - "ქალო, ნასკი გამხადე", გაღიზიანება გამოიწვია. მათ შორის, ვინც ამ ნათქვამის გამო საჯაროდ გააკრიტიკა თიკო სადუნიშვილი და სტეფანეც არიან. გადაცემის შემდეგ მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი წერს:
"კიდევ კარგი პროფილში არ დამპატიჟეს, თორემ ვიღაც შემომაკვდებოდა… რას მერჩოდი ტელევიზორო, რომ გაგიარე, რატომ იყავი ჩართული…. :((("
პოსტის ქვეშ მკითხველის მიერ გაკეთებულ გამოხმაურებებსა და კითხვაზე, თუ ვისი მოკლვლის სურვილი გაუჩნდა მომღერალს, სტეფანეს პასუხი ასეთია: "ყლ*ბის".
Facebook-დისკუსიაში სტეფანე კიდევ ერთ მოსაზრებას აფიქსირებს რომელშიც იმედოვნებს, რომ ტრადიციების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება თაობების ცვლასთან ერთად შეიცვლება. მათ კი, ვინც მისი აზრით, ჯერ კიდევ მცდარად აზროვნებს, მომღერალი უხამსი სიტყვით მოიხსენიებს და ამბობს:
"ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი! მაგრამ იმედია მართლა ესეთ ტრაკში არ ვართ…. ახალგაზრდებს ვენაცვალე… არ უსმინოთ მაგათ… ", - წერს სტეფანე.