პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ პედარასტები და პედოფილები" - მღვდელმონაზონი სასულიერო პირებს მიმართავს
"ჯერ საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ პედარასტები და პედოფილები" - მღვდელმონაზონი სასულიერო პირებს მიმართავს

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ილია ვა­შა­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და სა­პატ­რი­არ­ქოს, სხვის­თვის სათ­ნო ცხოვ­რე­ბის­კენ მო­წო­დე­ბამ­დე, "პე­და­რას­ტე­ბი­სა და პე­დო­ფი­ლე­ბის" შიგ­ნით გა­მოვ­ლე­ნას ურ­ჩევს.

"ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა და სა­ერ­თოდ ერ­თსქე­სი­ან­თა სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი სო­დო­მუ­რი ცოდ­ვაა, რა­ზე­დაც ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ეპის­ტო­ლე რო­მა­ელ­თა მი­მართ (პირ­ვე­ლი­ვე თავი). პე­და­რას­ტია, პე­დო­ფი­ლია, ლეს­ბო­სუ­რი კავ­ში­რე­ბი, ინ­ცეს­ტი და ა.შ. ასე და ამ­გვა­რად, სა­პატ­რი­არ­ქომ გა­იხ­სე­ნოს მე-20 სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ატე­ხი­ლი "ცის­ფე­რი სკან­და­ლი" და მა­ვა­ნი აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი პე­დო­ფი­ლი­ის მუხ­ლით სას­ჯელ­მოხ­დი­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი და კი­დევ მა­ვა­ნი მიტ­რო­პო­ლი­ტი, რო­მე­ლიც მა­მათ­მავ­ლო­ბი­სა და სუკ-თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გამო კა­თედ­რი­და­ნაც კი იყო მოხ­სნი­ლი მე-20 სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. ქარ­თველ კაცს უთ­ქვამს: "თევ­ზი თა­ვი­დან ლპე­ბაო". იხი­ლეთ აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი (ღმერ­თმა აცხო­ნოს) მიტ­რო­პო­ლიტ შიო ავა­ლიშ­ვი­ლის არ­ქი­ვი. ჯერ შიგ­ნით, სა­პატ­რი­არ­ქოს კედ­ლებ­ში გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭუ­ნე­ბი და გო­გო­ნე­ბი, პე­და­რას­ტე­ბი და პე­დო­ფი­ლე­ბი, რათა ვი­ქო­ნი­ოთ მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა მი­ვუ­თი­თოთ ვინ­მეს დე­და­ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის სათ­ნო ცხოვ­რე­ბი­სა­კენ. აქვე მინ­და დავ­ძი­ნო, დე­და­ეკ­ლე­სი­ის კარი ყვე­ლა მო­ნა­ნუ­ლი­სათ­ვის ღიაა, მაგ­რამ არა იერ­არ­ქი­ა­სა და სა­კურ­თხე­ველ­ში, არა­მედ სტო­ვა­ში. ყვე­ლაფ­რის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბაა სა­ჭი­რო პუ­ტი­ნის სიბ­რძნის მოყ­ვა­რულ­ნო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლაფ­რის! მე კი ჩე­მის მხრი­დან ყვე­ლას სი­ნა­ნულ­სა და სუ­ლის ხსნას გი­სურ­ვებთ. მო­მიხ­სე­ნი­ეთ ლოც­ვებ­ში...

...თა­ვად მა­ცხო­ვა­რი ესა­უბ­რა სა­მა­რი­ტელ ქალს და მე­ძა­ვი და­იც­ვა ჩა­ქოლ­ვი­სა­გან, მრა­ვალ­ნიც ამ­ხი­ლა. მე ევ­ქა­რის­ტი­უ­ლი კავ­ში­რი ქრის­ტეს­თან მაქვს, სა­მო­ცი­ქუ­ლო ხელ­დას­ხმის ჯაჭვს კი ეპის­კო­პა­ტის მეშ­ვე­ო­ბით მივ­ყა­ვართ ქრის­ტემ­დე, არა პი­როვ­ნუ­ლად, არა­მედ მო­ცი­ქუ­ლებ­რი­ვად. მე პა­ტივს ყვე­ლას ვცემ, თაყ­ვანს კი არა­ვის წმი­და სა­მე­ბის გარ­და. თუკი მკი­თხავთ, რომ წმი­და მა­მებს თაყ­ვანს არ სცემ­თო? გპა­სუ­ხობთ - კი, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც ისი­ნი ღმერ­თშე­მო­სილ­ნი არი­ან და ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის წი­აღ­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ. ამინ!", - წერს მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი.

იხი­ლეთ ასე­ვე: სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ღია პრო­ტეს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ხმა­უ­რი­ა­ნი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვის დე­ტა­ლე­ბი, ანუ "კრე­ბა დარ­ჩა მხი­ა­რუ­ლი"

"ჯერ საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ პედარასტები და პედოფილები" - მღვდელმონაზონი სასულიერო პირებს მიმართავს

"ჯერ საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ პედარასტები და პედოფილები" - მღვდელმონაზონი სასულიერო პირებს მიმართავს

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საპატრიარქოს, სხვისთვის სათნო ცხოვრებისკენ მოწოდებამდე, "პედარასტებისა და პედოფილების" შიგნით გამოვლენას ურჩევს.

"ერთსქესიანთა ქორწინება და საერთოდ ერთსქესიანთა სქესობრივი კავშირები სოდომური ცოდვაა, რაზედაც ნათლად მეტყველებს პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ (პირველივე თავი). პედარასტია, პედოფილია, ლესბოსური კავშირები, ინცესტი და ა.შ. ასე და ამგვარად, საპატრიარქომ გაიხსენოს მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ატეხილი "ცისფერი სკანდალი" და მავანი აწ განსვენებული პედოფილიის მუხლით სასჯელმოხდილი მიტროპოლიტი და კიდევ მავანი მიტროპოლიტი, რომელიც მამათმავლობისა და სუკ-თან მჭიდრო თანამშრომლობის გამო კათედრიდანაც კი იყო მოხსნილი მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში. ქართველ კაცს უთქვამს: "თევზი თავიდან ლპებაო". იხილეთ აწ განსვენებული (ღმერთმა აცხონოს) მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის არქივი. ჯერ შიგნით, საპატრიარქოს კედლებში გამოვავლინოთ ნაპოლეონ ბონაპარტის საყვარელი ბიჭუნები და გოგონები, პედარასტები და პედოფილები, რათა ვიქონიოთ მორალური უფლება მივუთითოთ ვინმეს დედაეკლესიისათვის სათნო ცხოვრებისაკენ. აქვე მინდა დავძინო, დედაეკლესიის კარი ყველა მონანულისათვის ღიაა, მაგრამ არა იერარქიასა და საკურთხეველში, არამედ სტოვაში. ყველაფრის გასაჯაროვებაა საჭირო პუტინის სიბრძნის მოყვარულნო, აბსოლუტურად ყველაფრის! მე კი ჩემის მხრიდან ყველას სინანულსა და სულის ხსნას გისურვებთ. მომიხსენიეთ ლოცვებში...

...თავად მაცხოვარი ესაუბრა სამარიტელ ქალს და მეძავი დაიცვა ჩაქოლვისაგან, მრავალნიც ამხილა. მე ევქარისტიული კავშირი ქრისტესთან მაქვს, სამოციქულო ხელდასხმის ჯაჭვს კი ეპისკოპატის მეშვეობით მივყავართ ქრისტემდე, არა პიროვნულად, არამედ მოციქულებრივად. მე პატივს ყველას ვცემ, თაყვანს კი არავის წმიდა სამების გარდა. თუკი მკითხავთ, რომ წმიდა მამებს თაყვანს არ სცემთო? გპასუხობთ - კი, იმდენად რამდენადაც ისინი ღმერთშემოსილნი არიან და ყოვლადწმიდა სამების წიაღში განისვენებენ. ამინ!", - წერს მღვდელმონაზონი.

იხილეთ ასევე: სასულიერო პირების ღია პროტესტი ხელისუფლებას და ხმაურიანი კანონის განხილვის დეტალები, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს