მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გარშემო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც მრუშობის მისეულ განმარტებას გვთავაზობს და წერს, რომ თავად გაცილებით უკეთ ერკვევა თეოლოგიაში, ვიდრე პატრიარქი დემოკრატიის ძირითად ცნებებში.
"1.ღმერთი: - არ იმრუშო! (მეშვიდე მცნება)
2. პატრიარქი: - "...ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად..."
...აშკარად რაღაც გამომრჩა, ან ჰეტერო- მრუშობა სამართლიანი მრუშობა ყოფილა და მგონი მეშველა! ძალიან განვიცდიდი ჩემს არეულ დარეულ წარსულს :))
რას გაიგებ... მე ასე მესმის, თქვენ და გეი თუ წახვალთ ქალთან ეს სამართლიანი მრუშობაა, ხოლო თუ წახვალთ ერთმანეთთან - უსამართლო...
მოკლედ ქართველი გეების საქმე ცუდადაა, ჯობია, ჯოჯოხეთის ევროპულ ზონაში მოხვდნენ... ნეტა იქაც არის შენგენი?:)
მე არასდროს მითქვამს, თუ რატომ ქადაგებს პატრიარქი ეკლესიაში იმას, რასაც ცოდვად თვლის, მე მხოლოდ გამიკვირდა, რომ ის ამას პარლამენტში აკეთებს... და ზუსტად ვიცი, რომ საკანონმდებლო ორგანო არ არის ქადაგების ადგილი - ის დისკუსიის ადგილია.
ორი კვირის წინ როგორც მახსოვს პრემიერის ინციატივა იყო კონსტიტუციაში ქორწინების ახალი განმარტების შეტანა, რასაც მრევლი და საპატრიარქო აღფრთოვანებით შეხვდა, ეტყობა ძალიან აქტუალურია... ალბათ მმატჩის ბიუროებთან ერთსქესიანთა რიგები დგას:)
...კი ბატონო უკეთ გავეცნობი სახარებას. მაგრამ მე რასაც უკვე ვიცნობ, იქ ტრადიციულ და არატრადიციულ სექსზე არაფერი შემინიშნავს. თუ მიმანიშნებთ, სად არის ამით დროს დავზოგავდი.. იცით ჩემი თეოლოიგიური ცოდნა არ არის ისეთი ღრმა, როგორიც სავარაუდოდ ქართველი "მორწმუნე საზოგადოების", სადაც აქამდე ვერ შევამჩნიე, ხომ შეიძლება ეხლაც გამომრჩეს?..
მე ეს პოსტი არ დამიწერია იმისთვის, რომ პატრიარქის გამონათქვამებისთვის ჩემი თეოლოგიური არგუმენტები დამეპირისპირებინა, ეს პოსტი დამაწერინა ეკლესიის საპარლემენტო ცხოვრებაში რეზოლუციური ჩარევის ფენომენმა, რაც ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, ვიდრე თქვენთვის სავარაუდო ჩემი უმეცრება საღვთო წერილებისა, მე პრეტენზია ამაზე არც მაქვს და არც ვაძლევ მითითებებს არავის, თუ როგორი ქრისტიანები უნდა იყვნენ, ამაში ბევრად უფრო პატიოსნად ვიქცევი ვიდრე პატრიარქი, რადგან გარწმუნებთ, მე გაცილებით უკეთ ვერკვევი თეოლოგიაში, ვიდრე პატრიარქი დემოკრატიის ძირითად ცნებებში, რომლებსაც უფრო პრინციპებს და ფასეულობებს ეძახიან!.. მეტიც მე არ ვქადაგებ ჩემს უმეცრებას ქრისტეს ტაძარში.. ისე როგორც ის თავისას ქადაგებს დემოკრატიის ტაძარში - პარლამენტში...", - წერს ქურდაძე.
იხილეთ ასევე: ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში კანონის მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება