მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილი ლიზა ყენია უკვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა არა სიმღერით (ვოკალისტობა მისი ძირითადი საქმიანობაა), არამედ სოციალურ ქსელში თამამი ფოტოების გამოქვეყნებით. ლიზამ ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ბევრი ნეგატიური კომენტარი მიიღო. საპასუხოდ, ახალგაზრდა, დამწყები მომღერალი Facebook-ზე ვრცელ კომენტარს აქვეყნებს, რომელშიც ქართული საზოგადოების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ამავე ტექსტში ლიზა მათაც ეხმიანება, ვინც მისმა გამომწვევმა ფოტოებმა გააღიზიანა. ლიზა ყენიას ფოტოსესიას პოსტის დასასრულს, გალერეაში იხილავთ.
გთავაზობთ მიმართვას, რომელიც ლიზა ყენიამ გაავრცელა.
Facebook/ ლიზა ყენია, მომღერალი:
იცით პრობლემა რაშია ქართველებო?
ძალიან, ძალიან ზარმაცები რომ ხართ, მაგაში.
ეს იწვევს იმას,რომ:
გეწყებათ დეპრესია,
ამ მდგომარეობას ადამიანებისადმი დამოკიდებულება იცვლება,
გაღიზიანებთ ადამიანი, რომელიც რაღაცას, თუნდაც უმნიშვნელოს, მაგრამ უკანალის აწევით მიაღწია.
თქვენ თვლით ამ დროს, რომ ეს შურის გამო კი არ გაღიზიანებთ, და შური კი არ გაწერინებთ თუნდაც ბოროტულ კომენტარებს, მაქსიმალურად ცდილობთ ყველაფერ პოზიტიურში ნაკლი იპოვნოთ... ხო, რა თქმა უნდა, ასეც იზავთ, მეტად ადვილია.
თქვენ არხეინად სხედხართ სახლში. მთელი თქვენი დღის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებთ და მარტივია ყველაფრის განსჯა და თან საპასუხოდ გაქვთ, კრიტიკას თუ არ იღებ (ოღონდ კრიტიკაც ვიცი და კრიტიკაც, ეს უბრალოდ უზრდელობაში, ქაჯობაში და ბოროტობაში გადაგდით), რაღატო აკეთებ ამ საქმესო (სულერთია რაზეა საუბარი).
ერთი რამ ცხადია - ადვილია გააკრიტიკო, ძნელია შექმნა.
ამავე დროს ძალიან გიადვილდებათ ქართველ გოგონაზე, რომელიც გადაწყვეტს, რომ სანამ ახალგაზრდაა და სხეული დანაოჭებული არ აქვს და დაბერებული არ არის, ეს უბრალოდ სასიამოვნოდ გამოაჩინოს (თუმცა სასიამოვნო მხოლოდ ქართველი ხალხისთვის არ არის), და ადვილად და მარტივად ამბობთ - ფუ .. ბოზი .. გაიხადა. :))
ნეტა იცოდეთ, რა სასაცილოები ხართ.
ამავდროულად, ვინც ამას კითხულობს და ზოგს გსიამოვნებთ, ზოგმაც კი საკუთარი თავი ამოიცანით, და უკვე გეზიზღებით ამ სტატუსის გამო, მინდა გაგამხნევოთ და დაგამშვიდოთ, რომ ამას იმიტომ არ ვწერ, რომ დაგცინით.
ამას ვწერ იმიტომ, რომ უბრალოდ განთავისუფლდეთ ამდენი უარყოფითისგან და რაც ყველაზე საშინელებაა, ამდენი კომპლექსისგან, ხალხნო.
ეხლა რასაც ვიტყვი, ანუ ამ ნათქვამს ამბიციურად მხოლოდ ქაჯი ადამიანი ჩამითვლის, მერე გადაწყვიტეთ - გინდათ ქაჯობა თუ ისევ "მარტივი კრიტიკა" ჯობია თქვენი დეფორმაცია განცდილი სავარძლებიდან...
მე ვთვლი, რომ ასეთი ვარ!
და მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არიან ასეთი ქართველებიც და ისინი დამეთანხმებიან იმაში, რასაც ვიტყვი. მოკლედ, მე ვთვლი, ქართველს უნდა ჰქონდეს ესეთი თვისებები:
1 ) პირველი და პოპულარული სალაპარაკო და სალანძღავი თემა, - "გადაჯიშდა რა ქართველი ერი, ბიჭები საყურეებით, ბუტილკებით (ანუ მოტკეცილი შარვლებით) ბიჭი ენაზე საყურით და ბიჭი წვრილი ხმით... მე გირჩევთ, რომ ამ სტილის ადამიანები პირველ რიგში პირადად გაიცნოთ ხოლმე. გენიალური ადამიანები არიან, ვფიცავ, საუკეთესო მეგობრები.
და მათზე აგრესია... რისთვის? რამეს შეცვლით? ის რა სტილიც მათ მოიხდინეს, "ცხოვრებას ულამაზებთ". " უსწორდებათ", რომ არ არიან "ძველი ბიჭები"
(არადა ძველ ბიჭებზე ვგიჭდები, რეალურ ძველ ბიჭებზე:) ისინიც ხომ თავისას, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ რა ვქნა, ი ს წ ო რ ე ბ ე ე ნ ...
მოკლედ, ბევრი რო არ ვიბოდიალო., ქართველ ერს, როგორც მე ჩემი ბებიისგან და მშობლებისგან ვიცი, ყოველთვის უყვარდათ ერთმანეთი; იყვნენ შეკრულები. იტყვით, მაშინ ესეთი ტიპებიც არ იყვნენო. იყვნენ, უბრალოდ ფერადი ბუტილკები არ იყო იმ დროს, ჰაჰაჰაჰაჰა :)))
ყველას ყველა უყვარდა. ყველა ყველასთან მეგობრობდა ვინ თქვა არ ჭორაობდნენო... კი, ჭორაობდნენ... რაღაც მხრივ ესეც საინტერესოა. მაგარია. ეს თბილისის როგორც მინუსი, ისე პლიუსია რა, - ჩაუჯექი და იჭორავეეეეეეეთ დილამდე. მაგარია ხანდახან. უბრალოდ, აგრესია, ბოროტული მიზნები და
ზიზღი ადამიანის მიმართ, რომელთანაც არანაირი დიალოგიც არ გქონიათ, არც იცნობთ, არ გეზარებათ... დადებითზე იფიქრეთ ხალხნო. ყველაში ეცადეთ კარგი დაინახოთ. 16 წლის ვარ და დავიღალე, გარშემო იმდენ აგრესიას ვხედავ ...
ერთმანეთის მიმართ მოიხსენით ეს დაძაბულობა, განთვისუფლდით კომპლექსებისგან.
ქართველები ვართ, რა გჭირთ ხალხნო, ქართველებიიიიიი ვააააააააააართ... არანორმალურები, გიჟები, სტუმართმოყვარეები, ლამაზები, მეგობრულები, კეთილეეები,ძლიერები, ემოციურები!!
აუ, დაიკიდეთ და გაიმარტივეთ ეს ცხოვრება...
მართლა გულით მიყვარხართ, მიუხედავად იმისა, რო ბევრჯერ მითქვამს, მეზიზღება ქართველი ხალხი-თქო. ვიცი, თვენც ათასჯერ გითქვამთ, ესე ამბობს უამრავი და რეალურად, თითოეული ჩვენთაგანის ბრალია.
მიყვარხარ! შენ, ხო, შენ, შე კომპლექსიანო. ეხლა გეცინება და ფიქრობ, რა გიყვარვარ, არ მიცნობ, გიჟია ლიზა, რაღაც უაზრობებს წერსო... მიყვარხარ! იფიქრე, რაც გინდა... მიყვარხარ შენც, შეეეეეეეეენც, შეეეეეეეეეენც... იმიტომ რომ, ქართველები ვართ!!!!!!!!!", - წერს ლიზა ყენია.
იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე იხილეთ: მაია ჯაბუას ქალიშვილს პედოფილები აწუხებენ? - 16 წლის ლიზა ყენიას გამომწვევმა ფოტოებმა პრობლემები შეუქმნა