მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მანჩო გიორგობიანის პრესკონფერენციას ეხმაურება.
"ეს მანჩო გიორგობიანის უკვე ლეგენდად ქცეული პერფორმანს-პრესკონფერენცია ხომ ერთი ამბავია და ამის გამო რა გაიხარა სრულიად მიშისტობამ, რა იჯერა გული ვაკელებისა და ერთობლივ ქოცისტანის გინებით? მე მგონი ასე მიშას ტრიუმფალური შემოსვლა არ გაუხარდებოდათ "წალენჯიხის ავტობუსი 2"-ით.
და კსტაწი ვაკელიც ვარ, ამსტერდამებში ნამყოფიც და 41-იც შემოვხაზე პირველ ოქტომბერსო".
თქვა მან და კომენტარების მოლოდინში გაირინდა...", - წერს ზურაბიშვილი.
მანჩო გიორგობიანი გასულ წელს "ლა-ტრუფეში" მომხდარი სკანდალით გაიცნო საზოგადოებამ. ამის შემდეგ ის "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ყველაზე მწვავე ოპონენტი გახდა, ხოლო ბოლო დღეებია ნამდვილ ინტერნეტ-ვარსკვლავად იქცა.
"ჩემს ქმარს უთხრა, ტრკ.. დააყენეთ, დედას მოგიგ..-თო" - მანჩო გიორგობიანი ინტერნეტს იპყრობს