მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ნოდიამ მანჩო გიორგობიანი კოხორას შეადარა - "დალაგებულად აზროვნება აშკარად უჭირს"
გია ნოდიამ მანჩო გიორგობიანი კოხორას შეადარა - "დალაგებულად აზროვნება აშკარად უჭირს"

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ექ­სპერ­ტი გია ნო­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის "15 წუ­თი­ან პო­პუ­ლა­რო­ბას" აფა­სებს.

"მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი პირ­ველ რიგ­ში სა­სა­ცი­ლოა, თან ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო, და ეს გა­ნა­პი­რო­ბებს მისი პო­პუ­ლა­რო­ბის თხუთ­მეტ წუთს, რო­მე­ლიც ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ოღონდ ის მხო­ლოდ სა­სა­ცი­ლო არაა: ბუ­ნებ­რი­ვი სი­ტყვა­შე­ხა­მე­ბაა "სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს", თუმ­ცა ეს ზედ­მე­ტად მე­ლოდ­რა­მა­ტუ­ლი მგო­ნია. სა­სა­ცი­ლო­ო­ბის კუ­თხით კო­ხო­რა გა­მახ­სენ­და, გა­ლე­ლი მეგ­რე­ლი, რო­მელ­საც ორი­ოდ წლის წინ ჰქონ­და ვარ­სკვლა­ვო­ბის 15 წუთი და მერე და­ვი­ვი­წყეთ (მე პი­რა­დად დიდ­ხანს ვერ გა­ვიხ­სე­ნე მისი სა­ხე­ლი). მსგავ­სე­ბა აშ­კა­რაა: ადა­მი­ა­ნი რა­ღაც სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გავ­ლე­ნის ქვე­შაა, და­ლა­გე­ბუ­ლად აზ­როვ­ნე­ბა აშ­კა­რად უჭირს, თან ცდი­ლობს, ისე და­ი­კა­ვოს თავი, ვი­თომ ძა­ლი­ა­ნაც რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად აზ­როვ­ნებს ("ეს არის ჩემი კო­მენ­ტა­რი"), ამას თან ერ­თვის სპე­ცი­ფი­კუ­რი კილო (ერთ შემ­თხვე­ვა­ში მეგ­რუ­ლი, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში - ვა­კუ­რი). გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ, კო­ხო­რას­გან გან­სხვა­ვე­ბით, მან­ჩოს ელი­ტუ­რო­ბის პრე­ტენ­ზია აქვს, ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ელი­ტუ­რი უბ­ნის გან­სა­ხი­ე­რე­ბად აღიქ­მე­ბა და, მე­ტიც, აზ­როვ­ნე­ბის ეს წესი (აზ­როვ­ნე­ბა - ეს "გრომ­კო გა­ვა­რია", მაგ­რამ აბა რა და­ვარ­ქვა) არის პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩვენ­გან­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას (იმის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ვის მოხ­ვდე­ბა კვერ­ცხი და ვის - არა). მხო­ლოდ ეს აქ­ცევს მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ფე­ნო­მენს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი ანა­ლი­ზის ღირ­სად, ვიდ­რე კო­ხო­რა იყო", - წერს ნო­დია.

მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­სულ წელს "ლა-ტრუ­ფე­ში" მომ­ხდა­რი სკან­და­ლით გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ­ლის შემ­დეგ ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტის, ნიკა მე­ლი­ას ყვე­ლა­ზე მწვა­ვე ოპო­ნენ­ტად იქცა, ბოლო დღე­ე­ბია ნამ­დვილ ინ­ტერ­ნეტ-ვარ­სკვლა­ვად იქცა.

იხი­ლეთ ასე­ვე: კად­რე­ბი მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ბრი­ფინ­გი­დან, რო­მე­ლიც ეთერ­ში არ გა­სუ­ლა: მამა გაბ­რი­ე­ლის ზეთი და მზა­დე­ბა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის­თვის (+ვი­დეო)

"ჩემს ქმარს უთხრა, ტრკ.. და­ა­ყე­ნეთ, დე­დას მო­გიგ..-თო" - მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ინ­ტერ­ნეტს იპყრობს

გიგა ბო­კე­რი­ას დავ­მარ­ხავ, და­ვა­ბე­ტო­ნებ! - მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მუ­ქა­რა ახალ სა­მიზ­ნეს და მის "კუ­რი­ცა" მე­უღ­ლეს

რუბრიკის სხვა სიახლეები

გია ნოდიამ მანჩო გიორგობიანი კოხორას შეადარა - "დალაგებულად აზროვნება აშკარად უჭირს"

გია ნოდიამ მანჩო გიორგობიანი კოხორას შეადარა - "დალაგებულად აზროვნება აშკარად უჭირს"

განათლების ყოფილი მინისტრი, ექსპერტი გია ნოდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მანჩო გიორგობიანის "15 წუთიან პოპულარობას" აფასებს.

"მანჩო გიორგობიანი პირველ რიგში სასაცილოა, თან ძალიან სასაცილო, და ეს განაპირობებს მისი პოპულარობის თხუთმეტ წუთს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ოღონდ ის მხოლოდ სასაცილო არაა: ბუნებრივი სიტყვაშეხამებაა „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს", თუმცა ეს ზედმეტად მელოდრამატული მგონია. სასაცილოობის კუთხით კოხორა გამახსენდა, გალელი მეგრელი, რომელსაც ორიოდ წლის წინ ჰქონდა ვარსკვლავობის 15 წუთი და მერე დავივიწყეთ (მე პირადად დიდხანს ვერ გავიხსენე მისი სახელი). მსგავსება აშკარაა: ადამიანი რაღაც საშუალებების გავლენის ქვეშაა, დალაგებულად აზროვნება აშკარად უჭირს, თან ცდილობს, ისე დაიკავოს თავი, ვითომ ძალიანაც რაციონალურად აზროვნებს („ეს არის ჩემი კომენტარი"), ამას თან ერთვის სპეციფიკური კილო (ერთ შემთხვევაში მეგრული, მეორე შემთხვევაში - ვაკური). განსხვავება ისაა, რომ, კოხორასგან განსხვავებით, მანჩოს ელიტურობის პრეტენზია აქვს, ქვეყნის ყველაზე ელიტური უბნის განსახიერებად აღიქმება და, მეტიც, აზროვნების ეს წესი (აზროვნება - ეს "გრომკო გავარია", მაგრამ აბა რა დავარქვა) არის პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას (იმისგან დამოუკიდებლად, ვის მოხვდება კვერცხი და ვის - არა). მხოლოდ ეს აქცევს მანჩო გიორგობიანის ფენომენს უფრო სერიოზული ანალიზის ღირსად, ვიდრე კოხორა იყო", - წერს ნოდია.

მანჩო გიორგობიანი, რომელიც გასულ წელს "ლა-ტრუფეში" მომხდარი სკანდალით გაიცნო საზოგადოებამ, რომლის შემდეგ ის "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ყველაზე მწვავე ოპონენტად იქცა, ბოლო დღეებია ნამდვილ ინტერნეტ-ვარსკვლავად იქცა.

იხილეთ ასევე: კადრები მანჩო გიორგობიანი ბრიფინგიდან, რომელიც ეთერში არ გასულა: მამა გაბრიელის ზეთი და მზადება სკანდალური განცხადებებისთვის (+ვიდეო)

"ჩემს ქმარს უთხრა, ტრკ.. დააყენეთ, დედას მოგიგ..-თო" - მანჩო გიორგობიანი ინტერნეტს იპყრობს

გიგა ბოკერიას დავმარხავ, დავაბეტონებ! - მანჩო გიორგობიანის მუქარა ახალ სამიზნეს და მის "კურიცა" მეუღლეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს