კადრები მანჩო გიორგობიანის ბრიფინგიდან, რომელიც ეთერში არ გასულა: მამა გაბრიელის ზეთი და მზადება სკანდალური განცხადებებისთვის (+ვიდეო)

კადრები მანჩო გიორგობიანის ბრიფინგიდან, რომელიც ეთერში არ გასულა: მამა გაბრიელის ზეთი და მზადება სკანდალური განცხადებებისთვის (+ვიდეო)

მანჩო გიორგობიანი, რომელიც გასულ წელს "ლა-ტრუფეში" მომხდარი სკანდალით გაიცნო საზოგადოებამ, რომლის შემდეგ ის "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ყველაზე მწვავე ოპონენტად იქცა, ინტერნეტსივრცეს იპყრობს.

მაშინ, როდესაც სატელევიზიო ეთერში მისი გუშინდელი ბრიფინგიდან მხოლოდ რამდენიმე წუთიანი სინქრონები გადაიცა, დაინტერესებულ ინტერნეტმომხმარებელს Youtube-ზე პრესკონფერენციისა და პრესკონფერენციამდე გადაღებული ვრცელი მასალის ხილვა შეუძლია.

როგორც ჩანს, მანჩო დოლიძისთვის სატელევიზიო ასპარეზი ერთგვარ აზარტად იქცა და ის კიდევ უფრო დიდი აუდიტორიის მოთხოვნით ინგა გრიგოლიას მიმართავს და ტელეწამყვანს საჯაროდ პირდება, რომ მისი ეთერში მიწვევის შემთხვევაში "ატვეჩაია, რომ 80%-იან რეიტინგს დაუსვამს".

Facebook/ მანჩო გიორგობიანი (სტილი დაცულია):

"ინგა გრიგოლია, ხომ ამბობ დებატებს რეიტინგისთვის ვაკეთებო..?!

გთავაზობ დებაწიორებს)) რეიტინგი დაგიჯდება 80% ატვეჩაი ვარ..

1. თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია (ოფიციალურად ასეა), ნუ ასვეცკებთ))) ბრალდებული , 239 მუხლის (ხულიგნობა) 1 ნაწილით.

2. გაზდელიანი , ისანი- სამგორის გამგებელის მოადგილე, რომელმაც მე მაფრინა აპერკოტით .. ნუ, მინიმუმ 3 მეტრი .. ოღონდ მაინც ავდექი და (როგორც ყველა წერს დანა-ჩანგლით დავსდევდი და უკვე ცხვირმოტეხილ საყვარელიძეს ჩავარტყი სუფრის დანა, ჟალь ბლაგვი იყო )))

3. მელიას ადვოკატი, მე რომ ჰაბიტუსი დამიწუნა ინტერვიუში ))

4. ნაც-იუგენდი (გადაცემის ფორრმატს ნუ დავავარღვევთ)

VS

1.მანჩო გიორგობიანი -თავისუფალი ადამიანი, უპარტიო, უარასამთავრობო, უსექტორო))

2.მამუკა ბაკურია - ქართველოი ლარრი კინგი

3. ჩვენი ადვოკატი, მალხაზ ჯანგირრაშვილი

4. .ჩვენი მხარდამჭერი ახალგაზრდები

პირობას ვიძლევი ჩხხუბი არ იქნება,, ჩვენ მშვიდად დაგშორდებით.. იმედი მაქვს , ისინივც მშვიდად წაგვაყვანინებენ

(მეგობრებოო, იქნებ ვინმემ დათაგოთ, ან დაუპადაჩოთ, თუ გყავთ მეგფობრებში ინგა გრიგოლია... მე არ ვემეგობრები)", - წერს მანჩო გიორგობიანი.

სოციალურ ქსელებში პოპულარულია Youtube-ზე განთავსებული ვიდეომასალა, რომელიც პრესკონფერენციის დაწყებამდეა გადაღებული, და რომელშიც, მანჩო მამა გაბრიელის მიმართ მის დამოკიდებულებაზე საუბრობს.

იმის გამო, რომ ვიდეოს ბევრი უარყოფითი შეფასება მოჰყვა, ბოლო პერიოდის ინტერნეტვარსკვლავი Facebook-ზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამ ვიდეოსთან დაკავშირებით წერს:

Facebook/ მანჩო გიორგობიანი (სტილი დაცულია):

"და რა ვთქვი ასეთი მამა გაბრიელზე ცუდი???აზრი იყო ასეთი - ხმა საერთოდ არ მქონდა, წამისვა ჩემმა პადრუგამ და მართლა მომირჩათქო "მართლა მომირჩაზე" რომ ხმაა ჩაწეული, მოუსმინეთ და მიხვდებით ვახხხხ არ ჩანდა??? დავჯექი და ხმა ამომდიოდა!!! უბრალოდ ამდენი აჟიოტაჟის მერე, ამანაც მამა გაბრიელის ზეთი მაქვსო- ამან გამახალისა..

დანარჩენს დავცინდი იმ საზოგადოებას, ვინც ყველა რაკურსიდან, ლამის სამხარაულის ექსპერიზა ჩაუტარა და თან მილიონჯერ დადეს სხვა ფოტოები...

მოუსმინეთ წესიერად... ესეც ვთქვი მორწმუნე ვარ, მაგრამ არ შემიძლია რაღაც-რაღაცეები.. ხომ არ მოვიტყუები?! ისიც ვთქვი, რომ მინდა ვიყო კარგი , მაგრამ არ გამომდისთქო...

ასჯერ მაქვს დაწერილი.. წმინდანის ამოსვენება, არის საეკლესიო კანონიკა, ავისი წესებით. და ფეისბუკში გასარჩევი არ არისთქო!

აბა ჩემთვის , მცხეთაში რომ წავყოლილვარ ჩემს დას, იქაც წმინდანი იყო მამა გაბრიელი და სახლშიც მაქვს დიდი ფოტო. ჩემს გარდაცვლილ დას უყვარდა განსაკუთრებით, ჯერ მარტო მაგიიტომ არ ცამოვხსნი არასდროს..

მოუსმინეთ წესიერად...გამგები გაიგებს.."

ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემს ქმარს უთხრა, ტრკ.. დააყენეთ, დედას მოგიგ..-თო" - მანჩო გიორგობიანი ინტერნეტს იპყრობს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს