უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, ბოკერიას დაჭერის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს "ჯოჯოხეთის მოწყობას პირდება". ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა 4 აპრილს პროკურატურასთან განაცხადა, სადაც გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე იმყოფებოდა.
გიგა ბოკერიას დაკითხვის დასრულების შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე წერს:
Facebook/ თამარა ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:
"სრულ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ ლობისტებზე და მათ მიერ გაწეულ ხარჯებზე მოგვიანებით მოგაწვდით.
ამჯერად, მხოლოდ იმას გეტყვით რომ ბიძინა ივანიშვილს და შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ პუტინის რუს ოლიგარქს - ტიმჩენკოს, ერთი და იგივე ლობისტური კომპანია აქვთ დაქირავებული."
ასევე დაგაინტერესებთ:
"ამ ამბავზე შვედეთში სკანდალიც იყო" - ჟურნალისტი გიორგი უძილაური სააკაშვილის საიდუმლო "პიარშიკზე"