პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმხილველი ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის დეტალებს ყვება
თვითმხილველი ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის დეტალებს ყვება

სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე ჟურ­ნა­ლის­ტი ლია ტოკ­ლი­კაშ­ვი­ლი ვრცელ ტექსტს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­ზე, ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­ზე თავ­დას­ხმის დე­ტა­ლებს აღ­წერს.

Facebook/ ლია ტოკ­ლი­კაშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ღა­მის სამი სა­ა­თი­დან ოთხის ნა­ხევ­რამ­დე იქ­ნე­ბო­და. ახა­ლი და­წო­ლი­ლი ვი­ყა­ვი და ოდ­ნავ ჩათ­ვლე­მი­ლი... მე­გო­ნა, მე­სიზ­მრე­ბო­და - კა­ცის ხრი­ა­ლი, მო­გუ­დუ­ლი ხმით ყვი­რი­ლი - "მიშ­ვე­ლეთ" და გი­ნე­ბის, ფურ­თხე­ბი­სა და კი­დევ რა­ღაც ხელ­სა­წყო­ე­ბის ხმა. არ მახ­სოვს, რამ­დენ ხანს მე­გო­ნა სიზ­მა­რი. როცა მივხდი, რომ ეს ხმე­ბი ეზო­დან ის­მო­და და ვი­ღა­ცას კლავ­დნენ, ფან­ჯრის­კენ გა­ვი­ქე­ცი. კორ­პუ­სის წინ მდგარ მან­ქა­ნა­ში ვი­ღა­ცას ტე­ნიდ­ნენ ან, პი­რი­ქით, მან­ქა­ნი­დან გად­მოთ­რე­ვას ცდი­ლობ­დნენ. ალ­ბათ, პირ­ვე­ლი, რად­გან ის უძა­ლი­ან­დე­ბო­და, რო­გორც შე­ეძ­ლო. პირ­ზე ხელს აფა­რებ­დნენ და სა­ხე­ში ურტყამ­დნენ. ხე­ლებ­ში რა­ღაც ელექტრო­ხელ­სა­წყო­ე­ბი ეჭი­რათ, რომ­ლე­ბიც ცის­ფრად ანა­თებ­დნენ და რა­ღაც ხმებს გა­მოს­ცემ­დნენ. ყვე­ლას შავი ტან­საც­მე­ლი ეცვა და სა­ხე­ებ­ზეც ასე­თი ქსო­ვი­ლე­ბი ჰქონ­დათ აფა­რე­ბუ­ლი. ყვი­რი­ლის გარ­და რა შე­მეძ­ლო. "ახ­ლა­ვე გა­უშ­ვით ხელი..., ახ­ლა­ვე! თო­რემ პო­ლი­ცი­ა­ში დავ­რე­კავ!" - ავ­ყვირ­დი. რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და. ყვი­რი­ლი გა­ვაგ­რძე­ლე და, რად­გან სამ­ზა­რე­უ­ლოს ფან­ჯრას­თან ვი­ყა­ვი, იქვე მდგა­რი კარ­ტო­ფი­ლის პარ­კი­დან დიდი კარ­ტო­ფი­ლე­ბიც ამო­ვი­ღე, რომ, თუ არ გა­უშ­ვებ­დნენ, მან­ქა­ნის­თვის და­მე­ყა­რა. მაგ­რამ ნელ-ნელა გა­უშ­ვეს.

ჩემს ყვი­რილ­ზე სხვა ფან­ჯრებ­შიც აან­თეს შუქი და სხვე­ბიც ახ­მა­ურ­დნენ. მან­ქა­ნა ჯერ ნელა წა­ვი­და... ნა­ცე­მი მი­წი­დან წა­მოდ­გა და ფან­ჯრის­კენ ამო­ი­ხე­და: ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი ვარ! და­რე­კეთ პო­ი­ლი­ცი­ა­ში... მან­ქა­ნა სწრა­ფად გა­ვი­და ეზო­დან. "ბა­ტო­ნო ნუგ­ზარ, სახ­ლში ადით!" - გა­დავ­ძა­ხე და ეზო­ში ჩას­ვლაც ვცა­დე, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი აყ­ვირ­და... მეტი არა­ფე­რი ვიცი. მთე­ლი ღამე პო­ლი­ცი­ი­სა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი იდ­გნენ კორ­პუ­სის წინ. პო­ლი­ცი­ა­შიც, ალ­ბათ, თა­ვად ნა­ცემ­მა წიკ­ლა­ურ­მა და­რე­კა. თვი­თონ თუ აქვს, ალ­ბათ, ისევ ილუ­ზია მხსნე­ლი პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ", - წერს ლია ტოკ­ლი­კიშ­ვი­ლი.

ამა­ვე თე­მა­ზე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თვითმხილველი ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის დეტალებს ყვება

თვითმხილველი ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის დეტალებს ყვება

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ჟურნალისტი ლია ტოკლიკაშვილი ვრცელ ტექსტს ავრცელებს, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატზე, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის დეტალებს აღწერს.

Facebook/ ლია ტოკლიკაშვილი, ჟურნალისტი:

"ღამის სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე იქნებოდა. ახალი დაწოლილი ვიყავი და ოდნავ ჩათვლემილი... მეგონა, მესიზმრებოდა - კაცის ხრიალი, მოგუდული ხმით ყვირილი - "მიშველეთ" და გინების, ფურთხებისა და კიდევ რაღაც ხელსაწყოების ხმა. არ მახსოვს, რამდენ ხანს მეგონა სიზმარი. როცა მივხდი, რომ ეს ხმები ეზოდან ისმოდა და ვიღაცას კლავდნენ, ფანჯრისკენ გავიქეცი. კორპუსის წინ მდგარ მანქანაში ვიღაცას ტენიდნენ ან, პირიქით, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდნენ. ალბათ, პირველი, რადგან ის უძალიანდებოდა, როგორც შეეძლო. პირზე ხელს აფარებდნენ და სახეში ურტყამდნენ. ხელებში რაღაც ელექტროხელსაწყოები ეჭირათ, რომლებიც ცისფრად ანათებდნენ და რაღაც ხმებს გამოსცემდნენ. ყველას შავი ტანსაცმელი ეცვა და სახეებზეც ასეთი ქსოვილები ჰქონდათ აფარებული. ყვირილის გარდა რა შემეძლო. "ახლავე გაუშვით ხელი..., ახლავე! თორემ პოლიციაში დავრეკავ!" - ავყვირდი. რამდენიმე მანქანაში ჩაჯდა. ყვირილი გავაგრძელე და, რადგან სამზარეულოს ფანჯრასთან ვიყავი, იქვე მდგარი კარტოფილის პარკიდან დიდი კარტოფილებიც ამოვიღე, რომ, თუ არ გაუშვებდნენ, მანქანისთვის დამეყარა. მაგრამ ნელ-ნელა გაუშვეს.

ჩემს ყვირილზე სხვა ფანჯრებშიც აანთეს შუქი და სხვებიც ახმაურდნენ. მანქანა ჯერ ნელა წავიდა... ნაცემი მიწიდან წამოდგა და ფანჯრისკენ ამოიხედა: ნუგზარ წიკლაური ვარ! დარეკეთ პოილიციაში... მანქანა სწრაფად გავიდა ეზოდან. "ბატონო ნუგზარ, სახლში ადით!" - გადავძახე და ეზოში ჩასვლაც ვცადე, მაგრამ დედაჩემი აყვირდა... მეტი არაფერი ვიცი. მთელი ღამე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები იდგნენ კორპუსის წინ. პოლიციაშიც, ალბათ, თავად ნაცემმა წიკლაურმა დარეკა. თვითონ თუ აქვს, ალბათ, ისევ ილუზია მხსნელი პოლიციის შესახებ", - წერს ლია ტოკლიკიშვილი.

ამავე თემაზე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს