მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თითქოს ამის მეტი არაფერი გვჭირდებოდეს - ალასანიას ცოლი "პანორამა - თბილისის" გრანდიოზულ პროექტს აკრიტიკებს
თითქოს ამის მეტი არაფერი გვჭირდებოდეს - ალასანიას ცოლი "პანორამა - თბილისის" გრანდიოზულ პროექტს აკრიტიკებს

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" გრან­დი­ო­ზულ პრო­ექტს აკ­რი­ტი­კებს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი უბ­ნე­ბი გამ­წვა­ნე­ბულ შე­მო­გა­რენს სა­ბა­გი­რო გზე­ბი­თა და დახ­რი­ლი ლიფ­ტე­ბით და­უ­კავ­შირ­დე­ბა. (იხ. პრო­ექ­ტის ფო­ტო­გა­ლე­რეა)

"ალე­ე­ეე ჰოპ! სა­დღაც პრო­ექტს მოვ­კა­რი თვა­ლი, სა­ბა­გი­რო­ე­ბით და "ცათ­მფრე­ნე­ბით" აღ­ჭურ­ვით რომ ემუქ­რე­ბი­ან თბი­ლი­სის ძველ უბანს და გა­მახ­სენ­და არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რის "სა­ლა­მუ­რას თავ­გა­და­სა­ვალ­ში" აკ­რო­ბა­ტე­ბის თო­კებ­გაბ­მულ ქა­ლაქ­ში ალე ჰო­პის სა­ნა­ხა­ვად ჩა­სუ­ლი სა­ლა­მუ­რა. ბავ­შვო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დი, ასე­თი ქა­ლა­ქი რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი­ყო, სა­დაც მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა თო­კებ­ზე დახ­ტის და კონ­წი­ა­ლობს. და­მე­მოწ­მე­ბი­ან ტოლ-მე­გობ­რე­ბი, მაგ ასაკ­ში გა­რა­ჟი­დან გა­რაჟ­ზე ქა­რა­შო­ტი­ვით ვხტო­დი, ვერ მე­წე­ო­და ეზოს ვერ­ცერ­თი სა­უ­კე­თე­სო მორ­ბე­ნა­ლი. ეგე­თი ქა­ლა­ქი რომ სად­მე ყო­ფი­ლი­ყო, იმ დროს უყოყ­მა­ნოდ მი­მი­ღებ­დნენ სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქედ. მოკ­ლედ... მე კი ამა­სო­ბა­ში დავ­მი­წდი და თოკი კი არა, პარ­კეტ­ზეც ძლივს დავ­დი­ვარ, ბრა­გაბ­რუ­გი გა­მი­დის, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, ამ ისე­დაც ერთი ციც­ქნა, ვიწ­რო სამ­შობ­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დით კი­დემ­დე სა­კუთ­რე­ბად რომ ვერ აღიქ­ვა­მენ ამ ულა­მა­ზეს ქვე­ყა­ნას და კი­დევ უა­რე­სი, თბი­ლი­სის ორ-სამ უბან­ზე და ქუ­ჩა­ზე უჭი­რავს ყვე­ლას თვა­ლი, თით­ქოს ამის მეტი არა­ფე­რი გვაქვს და არც გვჭირ­დე­ბო­დეს. არა­და ეს უზარ­მა­ზა­რი თან­ხა, სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე სხვა, პა­ტა­რა, ამორ­ტი­ზე­ბულ ქა­ლაქს რომ მოხ­მარ­დეს, რო­გო­რიც დღეს არა­ერ­თია სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, ერ­თით მეტი ქა­ლა­ქი გვექ­ნე­ბო­და, თა­ნაც ცოტა სუ­რე­ა­ლის­ტუ­რი, სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რით, ალე ჰო­პის ქა­ლა­ქი და ვიქ­რო­ლებ­დით სა­ბა­გი­რო­ე­ბით, ნა ზდა­რო­ვიე... გა­და­ვუქ­რო­ლებ­დით უნი­კა­ლურ ტყე­პარ­კებს, გა­ზა­ფხულ­ზე რომ ყვე­ლა ფე­რად ყვა­ვის და შე­მოდ­გო­მა­ზე რომ ყვე­ლა ფე­რად ალ­დე­ბა... იფ...

კა­ზი­ნო­ებ­საც გა­და­ვა­კოპ­წი­ა­ლებ­დი, ჩემი ნება რომ იყოს და ეგეც შენი "ლას ვე­გას ალე ჰოპ სითი" ანუ "კი­სე­რი გი­ტე­ხი­ათ, დამ­დგარ­ხართ ყი­რა­ზე" მე­სი­ჯიც იქ­ნე­ბო­და აზარ­ტო(ლუდო)მა­ნე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ფან­ჯი­კი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­ექტ "პა­ნო­რა­მა - თბი­ლი­სის" პრე­ზენ­ტა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ სას­ტუმ­რო "თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში" გა­ი­მარ­თა.

იხი­ლეთ: გრან­დი­ო­ზუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა თბი­ლის­ში: დახ­რი­ლი ლიფ­ტე­ბი , და­კი­დუ­ლი ბა­ღე­ბი - "პრო­ექტს მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ აქვს"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

თითქოს ამის მეტი არაფერი გვჭირდებოდეს - ალასანიას ცოლი "პანორამა - თბილისის" გრანდიოზულ პროექტს აკრიტიკებს

თითქოს ამის მეტი არაფერი გვჭირდებოდეს - ალასანიას ცოლი "პანორამა - თბილისის" გრანდიოზულ პროექტს აკრიტიკებს

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "თანაინვესტირების ფონდის" გრანდიოზულ პროექტს აკრიტიკებს, რომლის ფარგლებშიც ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდება. (იხ. პროექტის ფოტოგალერეა)

"ალეეეე ჰოპ! სადღაც პროექტს მოვკარი თვალი, საბაგიროებით და "ცათმფრენებით" აღჭურვით რომ ემუქრებიან თბილისის ძველ უბანს და გამახსენდა არჩილ სულაკაურის "სალამურას თავგადასავალში" აკრობატების თოკებგაბმულ ქალაქში ალე ჰოპის სანახავად ჩასული სალამურა. ბავშვობაში ვოცნებობდი, ასეთი ქალაქი რეალურად არსებულიყო, სადაც მთელი მოსახლეობა თოკებზე დახტის და კონწიალობს. დამემოწმებიან ტოლ-მეგობრები, მაგ ასაკში გარაჟიდან გარაჟზე ქარაშოტივით ვხტოდი, ვერ მეწეოდა ეზოს ვერცერთი საუკეთესო მორბენალი. ეგეთი ქალაქი რომ სადმე ყოფილიყო, იმ დროს უყოყმანოდ მიმიღებდნენ საპატიო მოქალაქედ. მოკლედ... მე კი ამასობაში დავმიწდი და თოკი კი არა, პარკეტზეც ძლივს დავდივარ, ბრაგაბრუგი გამიდის, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, ამ ისედაც ერთი ციცქნა, ვიწრო სამშობლოში ადამიანები კიდით კიდემდე საკუთრებად რომ ვერ აღიქვამენ ამ ულამაზეს ქვეყანას და კიდევ უარესი, თბილისის ორ-სამ უბანზე და ქუჩაზე უჭირავს ყველას თვალი, თითქოს ამის მეტი არაფერი გვაქვს და არც გვჭირდებოდეს. არადა ეს უზარმაზარი თანხა, საქართველოს რომელიმე სხვა, პატარა, ამორტიზებულ ქალაქს რომ მოხმარდეს, როგორიც დღეს არაერთია სხვადასხვა კუთხეში, ერთით მეტი ქალაქი გვექნებოდა, თანაც ცოტა სურეალისტური, სრულიად ახლებური არქიტექტურით, ალე ჰოპის ქალაქი და ვიქროლებდით საბაგიროებით, ნა ზდაროვიე... გადავუქროლებდით უნიკალურ ტყეპარკებს, გაზაფხულზე რომ ყველა ფერად ყვავის და შემოდგომაზე რომ ყველა ფერად ალდება... იფ...

კაზინოებსაც გადავაკოპწიალებდი, ჩემი ნება რომ იყოს და ეგეც შენი "ლას ვეგას ალე ჰოპ სითი" ანუ "კისერი გიტეხიათ, დამდგარხართ ყირაზე" მესიჯიც იქნებოდა აზარტო(ლუდო)მანებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, პროექტ "პანორამა - თბილისის" პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.

იხილეთ: გრანდიოზული მშენებლობა თბილისში: დახრილი ლიფტები , დაკიდული ბაღები - "პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს