პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ტარდება პრორუსული აქციები?! - ვახო სანაია პასუხისმგებელ პირებს აკრიტიკებს
რატომ ტარდება პრორუსული აქციები?! - ვახო სანაია პასუხისმგებელ პირებს აკრიტიკებს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვახო სა­ნა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­რუ­სუ­ლი აქ­ცი­ე­ბი.

"მოდი, დავ­ფიქ­რდეთ, რა­ტომ ტარ­დე­ბა პრო­რუ­სუ­ლი აქ­ცი­ე­ბი?! მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ იქ ვი­ღაც მი­ვი­დეს, ვინც ემ­ხრო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლურ კურსს და მოხ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა. ეს და­პი­რის­პი­რე­ბა რას ემ­სა­ხუ­რე­ბა? იმას, რომ შე­იქ­მნას ილუ­ზია (!), რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა სა­გა­რეო კურსთან და­კავ­ში­რე­ბით და ეს აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არის და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი, რო­გო­რიც იყო უკ­რა­ი­ნა­ში. ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლო­ბენ. მერე ამ და­პი­რის­პი­რე­ბის გა­შუ­ქე­ბით იხ­სნე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი რას ემ­სა­ხუ­რე­ბა? კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ - ილუ­ზი­ის შექ­მნას სა­ქარ­თვე­ლო­ში და ასე­ვე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს და­სა­ნა­ხად. სა­ბო­ლო­ოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ შე­ფერ­ხდეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სვლა. და სად არის აქ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მათი, რომ­ლე­ბიც ასეთ თა­მაშ­ში ერ­თვე­ბი­ან და აზრს სძე­ნენ ამ მცი­რე­რი­ცხო­ვან პრო­ვო­კა­ცი­ულ პრო­რუ­სულ აქ­ცი­ებს და ხელს უწყო­ბენ ამ და­პი­რის­პი­რე­ბის შექ­მნას??", - წერს სა­ნა­ია.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს პუშ­კი­ნის სკვერ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "დე­და­მი­წა ჩვე­ნი სახ­ლია" რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია გა­მარ­თა, რო­მე­ლიც ინ­ცი­დენ­ტით დას­რულ­და.

და­პი­რის­პი­რე­ბით დას­რულ­და ასე­ვე ორი დღის წინ "კი­ნოს სახ­ლში" გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია, სა­დაც "ევ­რა­ზი­ის ინ­სტი­ტუ­ტის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, იუ­გოს­ლა­ვი­ის და­ბომბვი­სა და ქვე­ყა­ნა­ში შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის ამ­სახ­ვე­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ 30 წუ­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის ჩვე­ნე­ბას პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. "ევ­რა­ზი­ის ინ­სტი­ტუ­ტის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მას შემ­დეგ გა­მო­ხა­ტეს, რაც აქ­ცი­ა­ზე ნატო-ს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი მო­ის­მი­ნეს.

შე­ნო­ბის გა­რეთ ორი სა­პი­რის­პი­რო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბის შე­დე­გად სამი პირი და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ: "პუ­ტი­ნის მო­ნე­ბო" "სა­ა­კაშ­ვი­ლის ნარ­ჩე­ნე­ბო" "ფულ­ზე გა­ყი­დუ­ლე­ბო" - "კი­ნოს სახ­ლთან" მომ­ხდა­რი მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

რატომ ტარდება პრორუსული აქციები?! - ვახო სანაია პასუხისმგებელ პირებს აკრიტიკებს

რატომ ტარდება პრორუსული აქციები?! - ვახო სანაია პასუხისმგებელ პირებს აკრიტიკებს

ტელეწამყვანი ვახო სანაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე განმარტავს, თუ რატომ ტარდება საქართველოში პრორუსული აქციები.

"მოდი, დავფიქრდეთ, რატომ ტარდება პრორუსული აქციები?! მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ვიღაც მივიდეს, ვინც ემხრობა საქართველოს დასავლურ კურსს და მოხდეს დაპირისპირება. ეს დაპირისპირება რას ემსახურება? იმას, რომ შეიქმნას ილუზია (!), რომ თითქოს საქართველოში აზრთა სხვადასხვაობაა საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს აზრთა სხვადასხვაობა არის დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო უკრაინაში. ამ მიზნის მიღწევას ცდილობენ. მერე ამ დაპირისპირების გაშუქებით იხსნება საინფორმაციო გამოშვებები. საბოლოოდ ეს ყველაფერი რას ემსახურება? კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ილუზიის შექმნას საქართველოში და ასევე მთელი მსოფლიოს დასანახად. საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ შეფერხდეს საქართველოს ევროატლანტიკური სვლა. და სად არის აქ პასუხისმგებლობა მათი, რომლებიც ასეთ თამაშში ერთვებიან და აზრს სძენენ ამ მცირერიცხოვან პროვოკაციულ პრორუსულ აქციებს და ხელს უწყობენ ამ დაპირისპირების შექმნას??", - წერს სანაია.

შეგახსენებთ, დღეს პუშკინის სკვერში არასამთავრობო ორგანიზაციამ "დედამიწა ჩვენი სახლია" რუსეთის მხარდამჭერი აქცია გამართა, რომელიც ინციდენტით დასრულდა.

დაპირისპირებით დასრულდა ასევე ორი დღის წინ "კინოს სახლში" გამართული აქცია, სადაც "ევრაზიის ინსტიტუტის" ორგანიზებით, იუგოსლავიის დაბომბვისა და ქვეყანაში შემდგომი პერიოდის ამსახველი ვითარების შესახებ 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას პროტესტი მოჰყვა. "ევრაზიის ინსტიტუტის" მოწინააღმდეგეებმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატეს, რაც აქციაზე ნატო-ს საწინააღმდეგო და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები მოისმინეს.

შენობის გარეთ ორი საპირისპირო აქციის მონაწილეებს შორის ხელჩართული ჩხუბის შედეგად სამი პირი დააკავეს.

იხილეთ: "პუტინის მონებო" "სააკაშვილის ნარჩენებო" "ფულზე გაყიდულებო" - "კინოს სახლთან" მომხდარი მწვავე დაპირისპირების დეტალები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს