სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოვსკიე ნოვოსტი": რუსეთი საქართველოში ეკონომიკურ პოზიციებს იმყარებს
"მოსკოვსკიე ნოვოსტი": რუსეთი საქართველოში ეკონომიკურ პოზიციებს იმყარებს

ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კურ სივ­რცე­ში რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "მოს­კოვ­სკიე ნო­ვოს­ტი" სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის უცხო­ე­ლებ­ზე გას­ხვი­სე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს ეხე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე უნდა გა­ნი­ხი­ლოს.

სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რია 3 ობი­ექ­ტზე - რუ­სეთ-სომ­ხე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გაზ­სა­დენ­ზე, რკი­ნიგ­ზა­სა და სა­ხელ­მწი­ფო ენერ­გო­სის­ტე­მა­ზე.

"დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ამ კომ­პა­ნი­ე­ბის 100%-იანი წილი სა­ხელ­მწი­ფოს ეკუთ­ვნის. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტე­ბი კი ამ 3 კომ­პა­ნი­ა­ზე გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბას ითხო­ვენ. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია უმ­რავ­ლე­სო­ბა­შია, დიდი შან­სია, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ამ ობი­ექ­ტე­ბის აქ­ცი­ე­ბი უცხო­ე­ლებ­ზეც გა­ი­ყი­დე­ბა. ყვე­ლა ამ ობი­ექ­ტის მი­მართ ინ­ტე­რესს მოს­კო­ვი ჯერ კი­დევ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომამ­დე იჩენ­და", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც აქ­ცი­ე­ბის შე­ძე­ნის პირ­ვე­ლი პრე­ტენ­დენ­ტად რუ­სეთს გა­ნი­ხი­ლავს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი გა­ე­სა­უბრნენ ყვე­ლა იმ რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ვე­ლე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან.

რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "გა­ზპ­რო­მის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სერ­გეი კუპ­რი­ა­ნო­ვი გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს, რომ რუ­სულ კომ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მა­ვა­ლი რუ­სეთ-სომ­ხე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გაზ­სა­დე­ნი ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა და მისი შე­ძე­ნა კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

"გა­ზპ­რო­მი" ქარ­თუ­ლი გაზ­სა­დე­ნის შე­ძე­ნის­თვის ად­რეც მზად იყო, როცა მისი გას­ხვი­სე­ბა მა­შინ­დელ­მა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა, კახა ბენ­დუ­ქი­ძემ გა­და­წყვი­ტა. რუ­სუ­ლი გი­გან­ტი ქარ­თულ მხა­რეს ობი­ექ­ტში 150 მლნ დო­ლარს სთა­ვა­ზობ­და. მა­შინ ეს გა­რი­გე­ბა აშშ-მა ჩა­შა­ლა. ვა­შინგტონს არ სურ­და ქარ­თულ ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე რუ­სე­თის მო­ნო­პო­ლია", - წერს "მოს­კოვ­სკიე ნო­ვოს­ტი".

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას, რუ­სე­თის რკი­ნიგ­ზის ახ­ლან­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ვლა­დი­მერ ია­კუ­ნი­ნი ჯერ კი­დევ 2004 წელს აცხდებ­და, რომ მზად იყო სა­ქარ­თვე­ლო სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო. რამ­დე­ნად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი დღეს ამ ობი­ექ­ტის შე­ძე­ნით, უწყე­ბა­ში ეს კი­თხვა უკო­მენ­ტა­როდ და­ტო­ვეს.

ქარ­თუ­ლი ენერ­გო­სის­ტე­მის ობი­ექ­ტე­ბის შე­ძე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სულ "იტერ რა­ო­ში" გა­ზეთს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ კომ­პა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­ი­ძი­ნა, რისი ყიდ­ვაც უნ­დო­და, თუმ­ცა ახა­ლი ობი­ექ­ტე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე უარს არ იტყვის.

რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "ინ­ტერ რაო" სრუ­ლად ფლობს ხრამ-ჰეს1 და ხრამ-ჰეს2. ასე­ვე ენრ­გო­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ კო­მა­ნია თე­ლა­სის 75%-ს", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ქარ­თუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ ტენ­დერებ­ში რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ეჭვგა­რე­შე მი­იჩ­ნევს, ერ­თერ­თი რუსი დიპ­ლო­მა­ტი, რო­მელ­საც ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა არ სურს. რო­გორც მან გა­მო­ცე­მეს­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რუ­სეთს "ერ­თი­ა­ნი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სივ­რცის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ასეთ ტენ­დერებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კი ქარ­თულ-რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც სა­სი­კე­თოდ წა­ად­გე­ბა - დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლია", - გა­ნუ­ცხა­და დიპ­ლო­მატ­მა "მოს­კოვ­სკიე ნო­ვოს­ტის".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mn.ru-ს მი­ხედ­ვით.

"მოსკოვსკიე ნოვოსტი": რუსეთი საქართველოში ეკონომიკურ პოზიციებს იმყარებს

"მოსკოვსკიე ნოვოსტი": რუსეთი საქართველოში ეკონომიკურ პოზიციებს იმყარებს

ქართულ ეკონომიკურ სივრცეში რუსეთის პოზიციების გამყარების შესახებ რუსული გამოცემა "მოსკოვსკიე ნოვოსტი" სტატიას აქვეყნებს. გამოცემა საქართველოს სტრატეგიული ობიექტების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ეხება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს.

სტატიაში საუბარია 3 ობიექტზე - რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე, რკინიგზასა და სახელმწიფო ენერგოსისტემაზე.

"დღევანდელი კანონმდებლობით, ამ კომპანიების 100%-იანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. მმართველი პარტიის დეპუტატები კი ამ 3 კომპანიაზე გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია უმრავლესობაშია, დიდი შანსია, რომ ცვლილებები განხორციელდება და ამ ობიექტების აქციები უცხოელებზეც გაიყიდება. ყველა ამ ობიექტის მიმართ ინტერესს მოსკოვი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე იჩენდა", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც აქციების შეძენის პირველი პრეტენდენტად რუსეთს განიხილავს.

სტატიის ავტორები გაესაუბრნენ ყველა იმ რუსული კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს სტრატეგიული ობიექტების პოტენციურ მყიდველებად განიხილებიან.

რუსული კომპანია "გაზპრომის" წარმომადგენელი სერგეი კუპრიანოვი გამოცემასთან საუბარში ადასტურებს, რომ რუსულ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი ძალიან სჭირდება და მისი შეძენა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

"გაზპრომი" ქართული გაზსადენის შეძენისთვის ადრეც მზად იყო, როცა მისი გასხვისება მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ გადაწყვიტა. რუსული გიგანტი ქართულ მხარეს ობიექტში 150 მლნ დოლარს სთავაზობდა. მაშინ ეს გარიგება აშშ-მა ჩაშალა. ვაშინგტონს არ სურდა ქართულ ენერგომატარებლებზე რუსეთის მონოპოლია”, - წერს ”მოსკოვსკიე ნოვოსტი”.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, რუსეთის რკინიგზის ახლანდელი ხელმძღვანელი ვლადიმერ იაკუნინი ჯერ კიდევ 2004 წელს აცხდებდა, რომ მზად იყო საქართველო სარკინიგზო ხაზის პრივატიზაციაში მონაწილეობა მიეღო. რამდენად არის დაინტერესებული დღეს ამ ობიექტის შეძენით, უწყებაში ეს კითხვა უკომენტაროდ დატოვეს.

ქართული ენერგოსისტემის ობიექტების შეძენასთან დაკავშირებით, რუსულ "იტერ რაოში" გაზეთს განუცხადეს, რომ კომპანიამ საქართველოში ყველაფერი შეიძინა, რისი ყიდვაც უნდოდა, თუმცა ახალი ობიექტების შესყიდვაზე უარს არ იტყვის.

რუსული კომპანია "ინტერ რაო" სრულად ფლობს ხრამ-ჰეს1 და ხრამ-ჰეს2. ასევე ენრგოგამანაწილებელ კომანია თელასის 75%-ს", - ნათქვამია სტატიაში.

ქართული სტრატეგიული ობიექტების მოსალოდნელ ტენდერებში რუსეთის მონაწილეობას ეჭვგარეშე მიიჩნევს, ერთერთი რუსი დიპლომატი, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება არ სურს. როგორც მან გამოცემესთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთს "ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის ისტორიული გამოცდილება აქვს. ასეთ ტენდერებში მონაწილეობა კი ქართულ-რუსულ პოლიტიკურ ურთიერთობებსაც სასიკეთოდ წაადგება - დრო ყველაფრის მკურნალია", - განუცხადა დიპლომატმა ”მოსკოვსკიე ნოვოსტის”.

მომზადებულია mn.ru-ს მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ