პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანი NABUCCO-ს წინააღმდეგ იბრძვის
ირანი NABUCCO-ს წინააღმდეგ იბრძვის

ოფი­ცი­ა­ლურ­მა თე­ი­რან­მა ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ხა­მედ მეჰდი აჰუნ­ზა­დეს პი­რით ბა­ქო­სა და აშ­ხა­ბადს გა­ნუ­ცხა­და, რომ ირა­ნი კას­პი­ის ზღვის ფსკე­რის ნა­წი­ლე­ბად გა­მი­ჯვნის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის აღი­ა­რე­ბას არ აპი­რებს, იტყო­ბი­ნე­ბა სა­ა­გენ­ტო REGNUM-ი.

PressTV-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კას­პი­ის ზღვის მო­მა­ვალ იუ­რი­დი­ულ სა­ტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა "კონ­სენ­სუსს უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს". "ირა­ნი კას­პი­ის ზღვას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთს, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და თურ­ქმე­ნეთს შო­რის გა­ფორ­მე­ბულ შე­თან­ხმე­ბას არ აღი­ა­რებს", - აღ­ნიშ­ნა ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

გა­სულ კვი­რას აშ­ხა­ბად­ში გა­მარ­თულ ფო­რუმ­ზე თურ­ქმე­ნე­თის ვიცე-პრე­მი­ერ­მა ბა­ი­მუ­რად ხო­ჯა­მუ­ხა­მე­დოვ­მა, რო­მე­ლიც სათ­ბობ-ენე­გე­ტი­კუ­ლი კომ­პლექ­სის სა­კი­თხებს კუ­რი­რებს, აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ქვე­ყა­ნა მზა­დაა ევ­რო­პას ყო­ველ­წლი­უ­რად 40 მლრდ კუ­ბა­მეტ­რი გაზი მი­ა­წო­დოს. პა­რა­ლე­ლუ­რად თურ­ქმე­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ხა­მე­დოვ­მა ბა­ქო­ში კას­პი­ის ზღვის­პი­რა სა­ხელ­მწი­ფო­თა ლი­დე­რე­ბის მე­სა­მე სა­მიტ­ზე კას­პი­ის ზღვის იუ­რი­დი­ულ სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ დღემ­დე მო­უგ­ვა­რე­ბელ რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. მისი თქმით, "თურ­ქმე­ნე­თი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ კას­პი­ის ზღვა­ში წყალ­ქვე­შა მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა მო­სა­ზღვრე სამი სა­ხელ­მწი­ფოს მხო­ლოდ სამმხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს".

თურ­ქმე­ნეთ­მა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით გაზ­სა­დენ "აღ­მო­სავ­ლე­თი-და­სავ­ლე­თის" მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რივ აირს კას­პი­ის სა­ნა­პი­რომ­დე მი­იყ­ვანს. შემ­დეგ კი, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და აშშ-ის გეგ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გაზი დი­ნე­ბას კას­პი­ის ზვის ფსკერ­ზე უკვე მოქ­მედ ბაქო-თბი­ლი­სი-ერზრუ­მის მილ­სა­დე­ნამ­დე სა­ვა­და­უ­დოდ ტრანსკას­პი­უ­რი გაზ­სა­დე­ნით გა­ნაგ­რძობს, რო­მე­ლიც მილ­სა­დენ NABUCCO-ს მკვე­ბავ არ­ტე­რი­ად გა­და­იქ­ცე­ვა. კას­პი­ის ფსკერ­ზე მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბას ზღვის იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სი­სა და მისი ფსკე­რის სა­ზღვრე­ბის გა­მი­ჯვნის პრობ­ლე­მა აფერ­ხებს.

თურ­ქმე­ნე­თის ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ტრანსკას­პი­უ­რი გაზ­სა­დე­ნი, შე­საძ­ლოა, მისი ქვეყ­ნი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თის, ირა­ნი­სა და ყა­ზა­ხე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე აშენ­დეს. REGNUM-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ბა­ქო­სა და აშ­ხა­ბადს შო­რის, ბრი­უ­სე­ლის შუ­ა­მავ­ლო­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2010 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის აშ­ხა­ბად­ში ვი­ზი­ტის დროს რუ­სე­თის ვიცე-პრე­მი­ერ­მა იგორ სე­ჩინ­მა ევ­რო­პის მთა­ვარ ენეგ­რე­ტი­კულ პრო­ექტს - გაზ­სა­დენ NABUCCO-ს უპერ­სპექ­ტი­ვო წა­მო­წყე­ბა უწო­და.

"ნა­ბუ­კოს" პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7,9 მლრდ ევ­როა. გაზ­სა­დე­ნის წლი­უ­რი გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა 31 მლრდ კუბა-მეტ­რი იქ­ნე­ბა. გაზ­სა­დე­ნი კას­პი­ის რე­გი­ონ­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­ზის სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის გავ­ლით, ევ­რო­პა­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მიზ­ნით შენ­დე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ნა­ბუ­კოს" მშე­ნებ­ლო­ბის­თვის შე­იქ­მნა კონ­სორ­ცი­უ­მი Nabucco Gas Pipeline International GmbH. ამ დრო­ის­თვის კონ­სორ­ცი­უ­მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 6 კომ­პა­ნია შე­დის - OMV(ავ­სტრია), MOL (უნ­გრე­თი), Transgaz (რუ­მი­ნე­თი), Bulgargaz (ბულ­გა­რე­თი), BOTAS (თურ­ქე­თი), და RWE Gas Midstream (გერ­მა­ნია).

მომ­ზა­დე­ბუ­ლია REGNUM-ის მი­ხედ­ვით.

ირანი NABUCCO-ს წინააღმდეგ იბრძვის

ირანი NABUCCO-ს წინააღმდეგ იბრძვის

ოფიციალურმა თეირანმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოხამედ მეჰდი აჰუნზადეს პირით ბაქოსა და აშხაბადს განუცხადა, რომ ირანი კასპიის ზღვის ფსკერის ნაწილებად გამიჯვნის შესახებ შეთანხმების აღიარებას არ აპირებს, იტყობინება სააგენტო REGNUM-ი.

PressTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კასპიის ზღვის მომავალ იურიდიულ სატატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთანხმება "კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს". "ირანი კასპიის ზღვასთან დაკავშირებით რუსეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას არ აღიარებს", - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გასულ კვირას აშხაბადში გამართულ ფორუმზე თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა ბაიმურად ხოჯამუხამედოვმა, რომელიც სათბობ-ენეგეტიკული კომპლექსის საკითხებს კურირებს, აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ევროპას ყოველწლიურად 40 მლრდ კუბამეტრი გაზი მიაწოდოს. პარალელურად თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ბაქოში კასპიის ზღვისპირა სახელმწიფოთა ლიდერების მესამე სამიტზე კასპიის ზღვის იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებულ დღემდე მოუგვარებელ რამდენიმე საკითხე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, "თურქმენეთი დარწმუნებულია, რომ კასპიის ზღვაში წყალქვეშა მილსადენის მშენებლობა მოსაზღვრე სამი სახელმწიფოს მხოლოდ სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს".

თურქმენეთმა საკუთარი სახსრებით გაზსადენ "აღმოსავლეთი-დასავლეთის" მშენებლობა დაიწყო, რომელიც ბუნებრივ აირს კასპიის სანაპირომდე მიიყვანს. შემდეგ კი, ევროკავშირისა და აშშ-ის გეგმების შესაბამისად, გაზი დინებას კასპიის ზვის ფსკერზე უკვე მოქმედ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენამდე სავადაუდოდ ტრანსკასპიური გაზსადენით განაგრძობს, რომელიც მილსადენ NABUCCO-ს მკვებავ არტერიად გადაიქცევა. კასპიის ფსკერზე მილსადენის მშენებლობას ზღვის იურიდიული სტატუსისა და მისი ფსკერის საზღვრების გამიჯვნის პრობლემა აფერხებს.

თურქმენეთის ლიდერის განცხადების თანახმად, ტრანსკასპიური გაზსადენი, შესაძლოა, მისი ქვეყნისა და აზერბაიჯანის თანხმობის შემთხვევაში, რუსეთის, ირანისა და ყაზახეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე აშენდეს. REGNUM-ის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბაქოსა და აშხაბადს შორის, ბრიუსელის შუამავლობით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 20 ოქტომბერს დიმიტრი მედვედევის აშხაბადში ვიზიტის დროს რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა ევროპის მთავარ ენეგრეტიკულ პროექტს - გაზსადენ NABUCCO-ს უპერსპექტივო წამოწყება უწოდა.

"ნაბუკოს" პროექტის ღირებულება 7,9 მლრდ ევროა. გაზსადენის წლიური გამტარუნარიანობა 31 მლრდ კუბა-მეტრი იქნება. გაზსადენი კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით შენდება.

სპეციალურად "ნაბუკოს" მშენებლობისთვის შეიქმნა კონსორციუმი Nabucco Gas Pipeline International GmbH. ამ დროისთვის კონსორციუმის შემადგენლობაში 6 კომპანია შედის - OMV(ავსტრია), MOL (უნგრეთი), Transgaz (რუმინეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), BOTAS (თურქეთი), და RWE Gas Midstream (გერმანია).

მომზადებულია REGNUM-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ