ახალგორის რაიონში ორმა ოსმა სამხედრომ წუხელ თავი ჩამოიხრჩო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.
შემთხვევა სოფელ ნახიდში მოხდა. ორივე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. ერთი მათგანი სოფელ არმაზიდანაა, ერთი კი ზაქორიდან.
"ერთ-ერთ მათგანს ოს მილიციელებთან ჰქონდა კონფლიქტი, მეორეს კი ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათ თავი სოფელ ნახიდში ჩამოიხრჩეს. ორივე გარდაცვლილს სამხედრო ტანსაცმელი ეცვა და სავარაუდოდ, ჯარში მსახურობდნენ, თუმცა, არ ვიცით, შემთხევვა უშუალოდ სამხედრო ნაწილში მოხდა თუ არა", - განაცხადეს ახალგორელებმა.