საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანაკოევის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა საქართველო დატოვა
სანაკოევის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა საქართველო დატოვა

გოჩა ძა­სო­ხო­ვი, არ­სენ კა­სა­ბი­ე­ვი, ლერი ხა­ბე­ლო­ვი და ახლა უკვე მაია ცა­ბოშ­ვი­ლი-ჩი­გო­ე­ვა - ცნო­ბი­ლი ეთ­ნი­კუ­რი ოსე­ბის ემიგ­რა­ცი­ას უკვე ეს უკა­ნას­კნე­ლიც შე­უ­ერ­თდა. რო­გორც კონ­ფლი­ტო­ლო­გი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­დან ეთ­ნი­კუ­რი ოსე­ბის აბარ­გე­ბა საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი მოვ­ლე­ნა გახ­და, რაც, მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მათ­ზე ზე­წო­ლი­სა და უკუღ­მარ­თი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იბერ-ირო­ნის" თავ­მჯდო­მა­რეს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ოსე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და და ერთი პე­რი­ო­დი დი­მიტ­რი სა­ნა­კო­ე­ვის მთავ­რო­ბა­ში მი­ნის­ტრის პოს­ტი ეკა­ვა, ახლა თა­ვად მო­უ­წია ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა. ის ამ­ჟა­მად კა­ნა­დას აფა­რებს თავს. ამის შე­სა­ხებ კი ერთ-ერთ ქარ­თულ ფო­რუმ­ზე თა­ვად­ვე და­პოს­ტა. თა­ვად ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ სურს, რად­გან ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა ეს ოკუ­პან­ტებ­მა და სე­პა­რა­ტის­ტებ­მა თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

"პი­რა­დად მე არ შემ­ქნია პრობ­ლე­მე­ბი. მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ჩე­მამ­დე მო­დის ეთ­ნი­კურ დევ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმით ავ­ხსნი, რომ ოსებ­ში გაჩ­ნდა ში­ნა­გა­ნი ანუ ქვეც­ნო­ბი­ე­რი შიში," - აცხა­დებ­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ცა­ბოშ­ვი­ლი-ჩი­გო­ე­ვა. " - სწო­რედ ამი­ტომ გა­უჩ­ნდათ იმის სურ­ვი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვონ. სულ ცოტა ხნის წინ ეუ­თოს ერთ-ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა მი­თხრა, რომ ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არაშფე­რა­ნი­დან მთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა, რათა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვონ და წა­ვიდ­ნენ რო­მე­ლი­მე სხვა ქვე­ყა­ნა­ში. ალ­ბათ, მი­ნიშ­ნე­ბა იყო რუ­სეთ­ზე.

"ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია ეს მო­მენ­ტი რა­ტო­მაც ხდე­ბა: იმი­ტომ კი არა, რომ მათ ამას აი­ძუ­ლე­ბენ; ოსებ­ში ხდე­ბა ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე და­ლექ­ვა იმ გა­ურ­კვევ­ლო­ბი­სა და ში­ში­სა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2008 წლის აგ­ვის­ტომ­დე, იყო დაშ­ვე­ბუ­ლი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სე­რი­ო­ზუ­ლი კონდლიქ­ტი ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს შო­რის.

"შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ მი­თხრას და ნამ­დვი­ლად მე­ტყვის იმას, რომ იყო გა­რე­ფაქ­ტო­რიც. კი, ბა­ტო­ნო, მე ამა­ზე არ ვდა­ვობ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ზუს­ტად და ადეკ­ვა­ტუ­რად არ შე­ფას­და ის გარე ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად მარ­თლაც არ­სე­ბობ­და. ყო­ვე­ლი რი­გი­თი ოსის მხრი­დან, რო­მელ­მაც და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო, ჩანს, რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ და­უშ­ვა გარ­კვე­უ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბი, რაც 3-ჯერ (89-90 წლე­ბი, 2004 წლის და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში) მოხ­და. შე­დე­გად მათ ში­ნა­გა­ნი გან­ცდა გა­უჩ­ნდათ: რა იქ­ნე­ბა ხვალ და ზეგ. ეს ბევ­რად უფრო სა­ში­ში გან­ცდაა, ვიდ­რე ვინ­მე სახ­ლში შე­მო­გი­ვარ­დე­ბა და წას­ვლას ძა­ლით გა­ი­ძუ­ლებს.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სწო­რედ ეს არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, რის გა­მოც ეთ­ნი­კუ­რი ოსე­ბი ტო­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს. ბევ­რი ამი­ტომ წა­ვი­და და ბევ­რიც მზად არის ამის­თვის. ცნო­ბი­ლე­ბი­დან კა­სა­ბი­ე­ვი წა­ვი­და, ხა­ბე­ლო­ვი წა­ვი­და, ძა­სო­ხო­ვი წა­ვი­და... რამ­დე­ნი­მე ხნის წინ იყო ჩემ­თან მო­სუ­ლი ვოვა გუ­ცა­ე­ვი და მი­თხრა: და­ვი­ღა­ლე, აღარ შე­მიძ­ლი­აო".

სა­ქარ­თვე­ლო­დან ოსე­ბის წას­ვლის ფაქ­ტე­ბი რომ მკვეთ­რად გახ­შირ­და, ამა­ზე კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლიც ად­რე­ვე სა­უბ­რობ­და.

"ოსე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­შია რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი, კა­ხეთ­შია ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­ში ოსე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი სო­ფე­ლი, ოსუ­რი სოფ­ლე­ბია ქა­რე­ლის, კა­ხე­თის რა­ი­ონ­ში. აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ და სა­უ­ბე­დუ­როდ, ოსი ეროვ­ნე­ბის აქე­დან წას­ვლის პრო­ცე­სი მა­სობ­რი­ვი გახ­და. სა­ქარ­თვე­ლო­დან (სამ­ხრეთ ოსე­თის ყო­ფილ ავ­ტო­ნო­მი­ის გა­რეთ ვგუ­ლის­ხმობ) ოსე­ბის ნა­ხე­ვა­რი კი არა, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი უკვე წა­ვი­და. ეს პრო­ცე­სი ომამ­დე და­ი­წყო, მაგ­რამ ომის შემ­დეგ ეს მას­შტა­ბუ­რი გახ­და. მი­დი­ან ში­შის გამო. მათ ეში­ნი­ათ იმი­სა, ვინ­მე სახ­ლში არ შე­უ­ვარ­დეს, რამე არ წა­არ­თვან, არ მოკ­ლან...

კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვიცი, რომ სო­ფელ არეშფე­რან­ში ერთ ოჯახ­ში შე­სუ­ლან და ოჯა­ხის უფ­რო­სის­თვის უთ­ქვამთ: ხომ არ მოგ­ვყი­დიო სახ­ლს და იაფ თან­ხას უსა­ხე­ლებ­დნენ. ეს აშ­კა­რა მი­ნიშ­ნე­ბაა იმი­სა, რომ წა­ვიდ­ნენ და თავი გა­ა­რი­დონ აქა­უ­რო­ბას. ამ ფორ­მით აგ­რძნო­ბი­ნე­ბენ, რომ თუ არ გინ­და წა­გარ­თვათ სახ­ლი, ია­ფად მოგ­ვყი­დე და წადი. ასე­თი მი­ნიშ­ნე­ბა ოსე­ბის მი­მართ არა­ერ­თი იყო".

ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ოსუ­რი სოფ­ლე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის 60-დან 80%-მდე წა­ვი­და. წას­ვლის მი­ზე­ზე­ბი კი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მათ­ზე ზე­წო­ლაა.

პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი: მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა აღარ შე­უძ­ლი­ათ, რად­გან გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან აქ, მათ­თვის სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის. მაია ცა­ბოშ­ვილ­მა მა­შინ, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ოსე­ბის მხრი­დან საკ­მა­ოდ ბევ­რჯერ აი­ტა­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, მაგ­რამ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ და­უ­ფა­სა. სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტი, რომ აქე­დან ძა­ლი­ან ბევ­რი ოსი წა­ვი­და და ბევ­რიც მი­დის პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნით.

ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო კი ის არის, რომ მი­დი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც აქ ცხოვ­რე­ბა მარ­თლა უნ­დო­დათ. რა თქმა უნდა, ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ მათ­ზე ჩვე­ნი უკუღ­მარ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იყო ზე­წო­ლა. მი­დი­ან იმი­ტომ, რომ რო­გორც ჩანს, ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნიზ­რა­ხა მათი გა­მო­ყე­ნე­ბა თა­ვის­თვის და ემუქ­რე­ბოდ­ნენ კი­დეც: უშიშ­რო­ე­ბა ცდი­ლობ­და თა­ვი­ანთ სამ­სა­ხურ­ში ჩა­ყე­ნე­ბას. ანუ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ოსე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სცა­და არა ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ, არა­მედ თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ. ეს ხალ­ხიც იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, არ­ჩე­ვა­ნი გა­ე­კე­თე­ბი­ნა და გა­ა­კე­თეს კი­დეც".

კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს იმა­საც, რომ გარ­და ცნო­ბი­ლი ოსე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­სახ­ლე, ეთ­ნი­კუ­რი ოსე­ბი ტო­ვე­ბენ.

"ჩა­დით ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არეშფე­რან­ში და ნა­ხეთ, ოსე­ბის რა რა­ო­დე­ნო­ბაა დარ­ჩე­ნი­ლი. აგ­ვის­ტოს ომმა გული გა­უ­ტე­ხა მათ. ამის გარ­და, მათ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან არა მარ­ტო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, პირ­და­პი­რი ზე­წო­ლაც მი­დის: მათ სთა­ვა­ზო­ბენ უფრო უშიშ­რო­ე­ბის სა­ხის სამ­სა­ხურს," - აცხა­დებს ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, მაია ცა­ბოშ­ვი­ლი-ჩი­გო­ე­ვი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ კო­კო­ი­თის მიერ ძებ­ნა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. 2006 წელს ცა­ბოშ­ვილ­მა-ჩი­გო­ე­ვამ სამ­ხრეთ ოსე­თის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში (რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი ატა­რებ­და) მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო. სა­ნა­კო­ე­ვის მთავ­რო­ბა­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა 2007 წელს და­ტო­ვა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ამა­ზე კი ერთ წე­ლი­წად­ში, 2008 წლის მარ­ტში გა­კეთ­და. აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ცა­ბოშ­ვილ­მა-ჩი­გო­ე­ვამ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მკვეთ­რი გაკ­რი­ტი­კე­ბა და­ი­წყო. ამ­ჟა­მად არის თავ­მჯდო­მა­რე არა­სამ­თვრო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა "იბერ-ირო­ნი".

მარი ოთა­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სანაკოევის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა საქართველო დატოვა

სანაკოევის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა საქართველო დატოვა

გოჩა ძასოხოვი, არსენ კასაბიევი, ლერი ხაბელოვი და ახლა უკვე მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა - ცნობილი ეთნიკური ოსების ემიგრაციას უკვე ეს უკანასკნელიც შეუერთდა. როგორც კონფლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, საქართველოდან ეთნიკური ოსების აბარგება საკმაოდ მასშტაბური მოვლენა გახდა, რაც, მისივე მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლისა და უკუღმართი პოლიტიკის შედეგია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერ-ირონის" თავმჯდომარეს, რომელიც საქართველოში მცხოვრები ოსების ინტეგრაციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ერთი პერიოდი დიმიტრი სანაკოევის მთავრობაში მინისტრის პოსტი ეკავა, ახლა თავად მოუწია ქვეყნის დატოვება. ის ამჟამად კანადას აფარებს თავს. ამის შესახებ კი ერთ-ერთ ქართულ ფორუმზე თავადვე დაპოსტა. თავად ამ თემაზე საუბარი არ სურს, რადგან ამბობს, რომ შესაძლოა ეს ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ.

"პირადად მე არ შემქნია პრობლემები. მაგრამ რაც შეეხება ინფორმაციებს, რომლებიც ჩემამდე მოდის ეთნიკურ დევნასთან დაკავშირებით, იმით ავხსნი, რომ ოსებში გაჩნდა შინაგანი ანუ ქვეცნობიერი შიში," - აცხადებდა რამდენიმე თვის წინ "რეზონანსთან" საუბრისას ცაბოშვილი-ჩიგოევა. " - სწორედ ამიტომ გაუჩნდათ იმის სურვილი, რომ საქართველო დატოვონ. სულ ცოტა ხნის წინ ეუთოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ არაშფერანიდან მთხოვეს დახმარება, რათა საქართველო დატოვონ და წავიდნენ რომელიმე სხვა ქვეყანაში. ალბათ, მინიშნება იყო რუსეთზე.

"ჩემთვის გასაგებია ეს მომენტი რატომაც ხდება: იმიტომ კი არა, რომ მათ ამას აიძულებენ; ოსებში ხდება ქვეცნობიერ დონეზე დალექვა იმ გაურკვევლობისა და შიშისა, რომელიც ბუნებრივად არის განპირობებული. ბოლო 20 წლის განმავლობაში, 2008 წლის აგვისტომდე, იყო დაშვებული ძალიან სერიოზული შეცდომები საქართველოს ხელისუფლების მიერ, რამაც გამოიწვია სერიოზული კონდლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის.

"შეიძლება ვიღაცამ მითხრას და ნამდვილად მეტყვის იმას, რომ იყო გარეფაქტორიც. კი, ბატონო, მე ამაზე არ ვდავობ, მაგრამ ფაქტია, რომ ზუსტად და ადეკვატურად არ შეფასდა ის გარე ფაქტორები, რომლებიც რეალურად მართლაც არსებობდა. ყოველი რიგითი ოსის მხრიდან, რომელმაც დატოვა საქართველო, ჩანს, რომ ქართულმა მხარემ დაუშვა გარკვეული სერიოზული შეცდომები, რაც 3-ჯერ (89-90 წლები, 2004 წლის და 2008 წლის აგვისტოს ომი მაქვს მხედველობაში) მოხდა. შედეგად მათ შინაგანი განცდა გაუჩნდათ: რა იქნება ხვალ და ზეგ. ეს ბევრად უფრო საშიში განცდაა, ვიდრე ვინმე სახლში შემოგივარდება და წასვლას ძალით გაიძულებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ეთნიკური ოსები ტოვებენ საქართველოს. ბევრი ამიტომ წავიდა და ბევრიც მზად არის ამისთვის. ცნობილებიდან კასაბიევი წავიდა, ხაბელოვი წავიდა, ძასოხოვი წავიდა... რამდენიმე ხნის წინ იყო ჩემთან მოსული ვოვა გუცაევი და მითხრა: დავიღალე, აღარ შემიძლიაო".

საქართველოდან ოსების წასვლის ფაქტები რომ მკვეთრად გახშირდა, ამაზე კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ადრევე საუბრობდა.

"ოსებით დასახლებული ბორჯომის ხეობაშია რამდენიმე სოფელი, კახეთშია ლაგოდეხის რაიონში ოსებით დასახლებული სოფელი, ოსური სოფლებია ქარელის, კახეთის რაიონში. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოსი ეროვნების აქედან წასვლის პროცესი მასობრივი გახდა. საქართველოდან (სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიის გარეთ ვგულისხმობ) ოსების ნახევარი კი არა, ნახევარზე მეტი უკვე წავიდა. ეს პროცესი ომამდე დაიწყო, მაგრამ ომის შემდეგ ეს მასშტაბური გახდა. მიდიან შიშის გამო. მათ ეშინიათ იმისა, ვინმე სახლში არ შეუვარდეს, რამე არ წაართვან, არ მოკლან...

კონკრეტული ფაქტი ამასთან დაკავშირებით ვიცი, რომ სოფელ არეშფერანში ერთ ოჯახში შესულან და ოჯახის უფროსისთვის უთქვამთ: ხომ არ მოგვყიდიო სახლს და იაფ თანხას უსახელებდნენ. ეს აშკარა მინიშნებაა იმისა, რომ წავიდნენ და თავი გაარიდონ აქაურობას. ამ ფორმით აგრძნობინებენ, რომ თუ არ გინდა წაგართვათ სახლი, იაფად მოგვყიდე და წადი. ასეთი მინიშნება ოსების მიმართ არაერთი იყო".

ზაქარეიშვილის მონაცემებით, ოსური სოფლებიდან მოსახლეობის 60-დან 80%-მდე წავიდა. წასვლის მიზეზები კი სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლაა.

პაატა ზაქარეიშვილი: მათ საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლიათ, რადგან გაუცხოებულები არიან აქ, მათთვის სამშობლო საქართველო აღარ არის. მაია ცაბოშვილმა მაშინ, როცა სააკაშვილის ხელისუფლებას ემსახურებოდა, ოსების მხრიდან საკმაოდ ბევრჯერ აიტანა შეურაცხყოფები, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაუფასა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აქედან ძალიან ბევრი ოსი წავიდა და ბევრიც მიდის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით.

ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ მიდიან ისეთები, რომლებსაც აქ ცხოვრება მართლა უნდოდათ. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი არის ის, რომ მათზე ჩვენი უკუღმართი ხელისუფლების მხრიდან იყო ზეწოლა. მიდიან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ განიზრახა მათი გამოყენება თავისთვის და ემუქრებოდნენ კიდეც: უშიშროება ცდილობდა თავიანთ სამსახურში ჩაყენებას. ანუ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ოსების გამოყენება სცადა არა ქვეყნის სასარგებლოდ, არამედ თავის სასარგებლოდ. ეს ხალხიც იძულებული იყო, არჩევანი გაეკეთებინა და გააკეთეს კიდეც".

კონფლიქტოლოგი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ გარდა ცნობილი ოსებისა, საქართველოს ჩვეულებრივი მოსახლე, ეთნიკური ოსები ტოვებენ.

"ჩადით ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში და ნახეთ, ოსების რა რაოდენობაა დარჩენილი. აგვისტოს ომმა გული გაუტეხა მათ. ამის გარდა, მათზე სააკაშვილის მხრიდან არა მარტო ფსიქოლოგიური, პირდაპირი ზეწოლაც მიდის: მათ სთავაზობენ უფრო უშიშროების სახის სამსახურს," - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ცნობისათვის, მაია ცაბოშვილი-ჩიგოევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ კოკოითის მიერ ძებნაშია გამოცხადებული. 2006 წელს ცაბოშვილმა-ჩიგოევამ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ არჩევნებში (რომელსაც სააკაშვილი ატარებდა) მონაწილეობა მიიღო. სანაკოევის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე იყო. აღნიშნული თანამდებობა 2007 წელს დატოვა, ოფიციალური განცხადება ამაზე კი ერთ წელიწადში, 2008 წლის მარტში გაკეთდა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ცაბოშვილმა-ჩიგოევამ სააკაშვილის ხელისუფლების მკვეთრი გაკრიტიკება დაიწყო. ამჟამად არის თავმჯდომარე არასამთვრობო ორგანიზაციისა "იბერ-ირონი".

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?