პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისში გაცვალეს გიორგი ლუკავა?
ვისში გაცვალეს გიორგი ლუკავა?

აფხა­ზეთ­ში 2018 წე­ლიც მძი­მედ და­ი­წყო, - სო­ხუმ­ში, ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რის, გი­ორ­გი ლუ­კა­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო და­წყე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ ცხრე­ბა, - 3 იან­ვარს სო­ხუმ­ში აქ­ცია გა­ი­მარ­თა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­მაც ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის პა­ტი­მარ გი­ორ­გი ლუ­კა­ვას გა­და­ცე­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. ამ ფაქტს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, დო­რო­თეი დბა­რიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "რცხვე­ნია ისე­თი პრე­ზი­დენ­ტის, რო­მე­ლიც თა­ვის ხალ­ხთან პი­რის­პირ სა­უ­ბარს ვერ ბე­დავს..."

სა­ქარ­თვე­ლოს შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის გან­ცხა­დე­ბით, - ლუ­კა­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა აფხა­ზუ­რი მხა­რის კე­თი­ლი ნება იყო, თუმ­ცა, ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მა­შინ­ვე წარ­მო­იშ­ვა რამ­დე­ნი­მე ვერ­სია... 

აფხა­ზეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის და­წყე­ბამ­დე, აფხა­ზუ­რი მხა­რე აცხა­დებ­და, რომ გაც­ვლა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე შედ­გა, - "თბი­ლის­მა ცხინ­ვალს ლუ­კა­ვას სა­ნაც­ვლოდ გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­ტიმ­რე­ბი გა­დას­ცა, მათ შო­რის, ერთ-ერთი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი..."- წერ­და აფხა­ზუ­რი მხა­რე.

სო­ხუმ­ში მიმ­დი­ნა­რე ვნე­ბა­თა­ღელ­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ლი­დე­რი ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვიც; მისი გან­ცხა­დე­ბით, მისი თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს გი­ორ­გი ლუ­კა­ვა და იმე­დი ჰქონ­და, აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის" ამ სურ­ვილს გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბო­და.

"ძვირ­ფა­სო ძმე­ბო, აფხა­ზე­ბო, გაც­ნო­ბებთ, რომ აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვართ მოძ­მე აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბით... აფხა­ზე­თის ხელმღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი თხოვ­ნით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ჩვენ ვერ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, რომ ამ საქ­მეს ასე­თი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და და ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია ასე და­ი­ძა­ბე­ბო­და... გვინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ მსგავს შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც აფხა­ზურ­მა მხა­რემ თხოვ­ნით მოგ­ვმარ­თა, ჩვენც და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ!" - წერს ბი­ბი­ლო­ვი, თუმ­ცა, რო­მე­ლი საქ­მე იგუ­ლის­ხმა, არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

ბი­ბი­ლო­ვის და­ნა­მუ­სე­ბამ აფხა­ზებ­ში საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბა ვერ ჩა­აქ­რო - 3 იან­ვრის აქ­ცი­ის დღეს, დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და და გა­ავ­რცე­ლა გა­ნა­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ გი­ორ­გი ლუ­კა­ვა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ აფხაზ რო­ლანდ ჟი­ბა­ში გაც­ვა­ლეს, რო­მელ­მაც "სა­ქარ­თვე­ლოს შე­ა­ფა­რა თავი".

გა­სუ­ლი წლის 5 მა­ისს აფხა­ზუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რო­ლანდ ჟიბა და­ა­კა­ვეს და სა­გა­მო­ძო­ე­ბო იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­შინ, აფხა­ზუ­რი ე.წ. მი­ლი­ცია მხო­ლოდ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­მო­ი­ფარ­გლა და არ და­უ­ზუს­ტე­ბია, სად და­ა­კა­ვეს ჟიბა - აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში თუ ენ­გურს აქეთ, ქარ­თულ­მა მხა­რემ და­ა­კა­ვა. 

1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რო­ლანდ ჟიბა აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლეა. სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა შარ­შან, ზუს­ტად ახალ წელს და­ი­წყო და რამ­დე­ნი­მე სე­რი­ად გაგ­რძელ­და - 2017 წლის 1-ელ იან­ვარს, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუ­ა­დას ტყე­ში სო­ხუ­მის მკვიდ­რის, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბეს­ლან კვი­ცი­ნი­ას გვა­მი იპოვ­ნეს, რო­მელ­საც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ის სას­ტი­კად იყო ნა­წა­მე­ბი.

ამ შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 4 იან­ვრის ღა­მეს, ისევ სო­ფელ გუ­ა­და­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა ერ­თდრო­უ­ლად 3 სახ­ლი გა­დაწ­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს სახ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდა აფხა­ზის, ბეს­ლან კვი­ცი­ნი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის რო­ლანდ ჟი­ბას ოჯახს და მის ნა­თე­სა­ვებს ეკუთ­ვნო­დათ.

რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, - 6 იან­ვარს, სო­ხუ­მის ერთ-ერთ სა­საფ­ლა­ო­ზე, იქ, სა­დაც ბეს­ლან კვი­ცი­ნია არის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლეს რო­მან ჟიბა, რო­მე­ლიც კვი­ცი­ნი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის რო­ლანდ ჟი­ბას ბი­ძაშ­ვი­ლია...

რამ­დე­ნი­მე დღე­ში, "პრე­ზი­დენ­ტი" რაულ ხა­ჯიმ­ბა აფხაზ ძა­ლოვ­ნებს შეხ­ვდა და მათ "სა­ჭი­რო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა" და­ა­ვა­ლა. დე ფაქ­ტო შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ძებ­რო-ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 9 იან­ვარს სო­ხუმ­ში "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ვი სამი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვეს. მათ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საბ­რძო­ლო ია­რა­ღი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სწო­რედ ერთ-ერთი მათ­გა­ნით იყო მოკ­ლუ­ლი რო­მან ჟიბა...

მა­შინ ამ სას­ტი­კი ფაქ­ტის შე­სა­ხებ აფხა­ზე­ბი წერ­დნენ, რომ რე­გი­ონ­ში კრი­მი­ნალ­მა პიკს მი­აღ­წია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მან ჟი­ბას ბეს­ლან კვი­ცი­ნი­ას ახ­ლობ­ლებ­მა ცე­ცხლი ცო­ცხლად წა­უ­კი­დეს, შემ­დეგ კი გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას რამ­დე­ნი­მე ტყვია ეს­რო­ლეს...

"ტაქ­სის მძღოლ­მა, რო­მელ­მაც იმ დროს იქ გა­ი­ა­რა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ხმა გა­ი­გო, რა­საც მი­სი­ვე თქმით, რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლაც მოჰ­ყვა, - ანუ ჟიბა კვი­ცი­ნი­ას საფ­ლავ­ზე მი­იყ­ვა­ნეს, ცო­ცხალ ადა­მი­ანს ჯერ ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხეს და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს, ხოლო გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბი­სას ეს­რო­ლეს... ეს ფაქ­ტი და­უს­ჯე­ლი დარ­ჩე­ბა, თუ რას უნდა ვე­ლო­დოთ?.. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ვბრუნ­დე­ბით, რო­დე­საც კა­ნო­ნის ნაც­ვლად "სის­ხლის აღე­ბით" უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს?" - წერ­დნენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

თუმ­ცა, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამ საქ­მის "სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა" არ მომ­ხდა­რა. ჟი­ბას ამ­ბა­ვი, სხვა მო­რიგ­მა სას­ტიკ­მა სის­ხლი­ან­მა გარ­ჩე­ვამ "მი­ა­ჩუ­მა­თა"... რო­გორც აფხა­ზუ­რი მხა­რე ირ­წმუ­ნე­ბა, მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი რო­ლანდ ჟიბა ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ მხა­რეს იმა­ლე­ბო­და...

5 იან­ვარს აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ლი­დე­რი რაულ ხა­ჯიმ­ბა ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის წინ შეკ­რე­ბილ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შეხ­ვდა და გა­ნა­ცხა­და, რომ ლუ­კა­ვას შე­წყა­ლე­ბით "კონ­სტი­ტუ­ცია და კა­ნო­ნი" არ და­ურ­ღვე­ვია. გარ­და ამი­სა, "სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პა­ტიმ­რე­ბის გა­ცე­მა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია და ამა­ში უკა­ნო­ნო არა­ფე­რია", - გა­ნა­ცხა­და ხა­ჯიმ­ბამ...

"არა­ვი­თა­რი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იქ არ ყო­ფი­ლან, ისევ თა­ვის მომ­ხრე­ებს შეხ­ვდა და ვი­თომ აქ­ცი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ... თვალ­ში ნა­ცარს გვაყ­რი­ან. რო­გორც იმ გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვის ამ­ბა­ვი ჩა­ფარ­ცხეს, ისე მო­იქ­ცე­ვი­ან ლუ­კა­ვას შემ­თხვე­ვა­შიც... ჩვენ კი ისევ ყო­ველ­თვის ასე პირ­ში ჩა­ლა­გა­მოვ­ლე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით...", - წე­რენ აფხა­ზე­ბი და აქ­ცი­ებს ამ კვი­რი­და­ნაც აა­ნონ­სე­ბენ...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

ვისში გაცვალეს გიორგი ლუკავა?

ვისში გაცვალეს გიორგი ლუკავა?

აფხაზეთში 2018 წელიც მძიმედ დაიწყო, - სოხუმში, ქართველი პატიმრის, გიორგი ლუკავას გათავისუფლების გამო დაწყებული უკმაყოფილება არ ცხრება, - 3 იანვარს სოხუმში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ქართული მხარისთვის პატიმარ გიორგი ლუკავას გადაცემა გააპროტესტეს. ამ ფაქტს ადგილობრივი სასულიერო პირი, დოროთეი დბარიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რცხვენია ისეთი პრეზიდენტის, რომელიც თავის ხალხთან პირისპირ საუბარს ვერ ბედავს..."

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, - ლუკავას გათავისუფლება აფხაზური მხარის კეთილი ნება იყო, თუმცა, ამ ფაქტთან დაკავშირებით მაშინვე წარმოიშვა რამდენიმე ვერსია... 

აფხაზეთში საპროტესტო ტალღის დაწყებამდე, აფხაზური მხარე აცხადებდა, რომ გაცვლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის თხოვნის საფუძველზე შედგა, - "თბილისმა ცხინვალს ლუკავას სანაცვლოდ გრძელვადიანი პატიმრები გადასცა, მათ შორის, ერთ-ერთი სამუდამო პატიმრობამისჯილი..."- წერდა აფხაზური მხარე.

სოხუმში მიმდინარე ვნებათაღელვას გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვიც; მისი განცხადებით, მისი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს გიორგი ლუკავა და იმედი ჰქონდა, აფხაზური საზოგადოება "მეგობარი ქვეყნის" ამ სურვილს გაგებით მოეკიდებოდა.

"ძვირფასო ძმებო, აფხაზებო, გაცნობებთ, რომ აღშფოთებული ვართ მოძმე აფხაზეთში განვითარებული პროცესებით... აფხაზეთის ხელმღვანელობის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენი თხოვნით იყო განპირობებული. ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ ამ საქმეს ასეთი შედეგები მოჰყვებოდა და შიდაპოლიტიკური სიტუაცია ასე დაიძაბებოდა... გვინდა შეგახსენოთ, რომ მსგავს შემთხვევაში, როდესაც აფხაზურმა მხარემ თხოვნით მოგვმართა, ჩვენც დავაკმაყოფილეთ!" - წერს ბიბილოვი, თუმცა, რომელი საქმე იგულისხმა, არ დაუკონკრეტებია.

ბიბილოვის დანამუსებამ აფხაზებში საპროტესტო განწყობა ვერ ჩააქრო - 3 იანვრის აქციის დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და გაავრცელა განაცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გიორგი ლუკავა მკვლელობაში ბრალდებულ აფხაზ როლანდ ჟიბაში გაცვალეს, რომელმაც "საქართველოს შეაფარა თავი".

გასული წლის 5 მაისს აფხაზური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ როლანდ ჟიბა დააკავეს და საგამოძოებო იზოლატორში იმყოფებოდა. მაშინ, აფხაზური ე.წ. მილიცია მხოლოდ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლა და არ დაუზუსტებია, სად დააკავეს ჟიბა - აფხაზეთის რეგიონში თუ ენგურს აქეთ, ქართულმა მხარემ დააკავა. 

1983 წელს დაბადებული როლანდ ჟიბა აფხაზეთის მოსახლეობისთვის კარგად ცნობილი კრიმინალური დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა. სისხლიანი დაპირისპირება შარშან, ზუსტად ახალ წელს დაიწყო და რამდენიმე სერიად გაგრძელდა - 2017 წლის 1-ელ იანვარს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ გუადას ტყეში სოხუმის მკვიდრის, 1990 წელს დაბადებული ბესლან კვიცინიას გვამი იპოვნეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ის სასტიკად იყო ნაწამები.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, 4 იანვრის ღამეს, ისევ სოფელ გუადაში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა ერთდროულად 3 სახლი გადაწვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს სახლები ახალგაზრდა აფხაზის, ბესლან კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის როლანდ ჟიბას ოჯახს და მის ნათესავებს ეკუთვნოდათ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა, - 6 იანვარს, სოხუმის ერთ-ერთ სასაფლაოზე, იქ, სადაც ბესლან კვიცინია არის დასაფლავებული, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს რომან ჟიბა, რომელიც კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის როლანდ ჟიბას ბიძაშვილია...

რამდენიმე დღეში, "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა აფხაზ ძალოვნებს შეხვდა და მათ "საჭირო ზომების მიღება" დაავალა. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო-ოპერატიული მოქმედებების შედეგად, 9 იანვარს სოხუმში "მერსედესის" მარკის ავტომობილით მოძრავი სამი შეიარაღებული პირი დააკავეს. მათ ავტომანქანაში დიდი რაოდენობით საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს, სწორედ ერთ-ერთი მათგანით იყო მოკლული რომან ჟიბა...

მაშინ ამ სასტიკი ფაქტის შესახებ აფხაზები წერდნენ, რომ რეგიონში კრიმინალმა პიკს მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, რომან ჟიბას ბესლან კვიცინიას ახლობლებმა ცეცხლი ცოცხლად წაუკიდეს, შემდეგ კი გაქცევის მცდელობისას რამდენიმე ტყვია ესროლეს...

"ტაქსის მძღოლმა, რომელმაც იმ დროს იქ გაიარა, არაადამიანური ხმა გაიგო, რასაც მისივე თქმით, რამდენიმე გასროლაც მოჰყვა, - ანუ ჟიბა კვიცინიას საფლავზე მიიყვანეს, ცოცხალ ადამიანს ჯერ ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო გაქცევის მცდელობისას ესროლეს... ეს ფაქტი დაუსჯელი დარჩება, თუ რას უნდა ველოდოთ?.. შუა საუკუნეებში ვბრუნდებით, როდესაც კანონის ნაცვლად "სისხლის აღებით" უსწორდებოდნენ ერთმანეთს?" - წერდნენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საქმის "სრულფასოვანი გამოძიება" არ მომხდარა. ჟიბას ამბავი, სხვა მორიგმა სასტიკმა სისხლიანმა გარჩევამ "მიაჩუმათა"... როგორც აფხაზური მხარე ირწმუნება, მთავარი ეჭვმიტანილი როლანდ ჟიბა ამ დროის განმავლობაში ქართულ მხარეს იმალებოდა...

5 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა ე.წ. პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა და განაცხადა, რომ ლუკავას შეწყალებით "კონსტიტუცია და კანონი" არ დაურღვევია. გარდა ამისა, "სახელმწიფოთაშორის შეთანხმების საფუძველზე პატიმრების გაცემა ყველა ქვეყანაში აპრობირებულია და ამაში უკანონო არაფერია", - განაცხადა ხაჯიმბამ...

"არავითარი აქციის მონაწილეები იქ არ ყოფილან, ისევ თავის მომხრეებს შეხვდა და ვითომ აქციის წევრები იყვნენ... თვალში ნაცარს გვაყრიან. როგორც იმ გოგონას გაუპატიურების მთავარი დამნაშავის ამბავი ჩაფარცხეს, ისე მოიქცევიან ლუკავას შემთხვევაშიც... ჩვენ კი ისევ ყოველთვის ასე პირში ჩალაგამოვლებულები ვიქნებით...", - წერენ აფხაზები და აქციებს ამ კვირიდანაც აანონსებენ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?