სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში "კანონიერი ქურდები" თარეშობენ: "როცა "ნიკა გაგრინსკი" რეგიონს სტუმრობს, ფსოუდან მილიციის კორტეჟი აცილებს"
აფხაზეთში "კანონიერი ქურდები" თარეშობენ: "როცა "ნიკა გაგრინსკი" რეგიონს სტუმრობს, ფსოუდან მილიციის კორტეჟი აცილებს"

აფხა­ზეთ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი გრძელ­დე­ბა. ბოლო ხანს, რე­გი­ონ­ში, არა­ერ­თი, ხმა­უ­რი­ა­ნი, ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა მოხ­და... საქ­მე ისევ და ისევ, "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" შო­რის გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას ეხე­ბა, რა­მაც, აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ და და­ნარ­ჩენ პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის კრი­მი­ნა­ლებს შო­რის მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია...

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რებს" შო­რის, ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ე.წ. ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი, ლე­ო­ნიდ ძი­აპ­შ­ბა აა­ნონ­სებ­და, რო­მე­ლიც კერ კი­დევ, 2010 წელს ამ­ბობ­და, რომ თუ დრო­ულ და შე­სა­ბა­მის ზო­მებს არ მი­ი­ღებ­დნენ, აფხა­ზე­თი კრი­მი­ნა­ლე­ბის სა­თა­რე­შოდ იქ­ცე­ო­და... მან სცა­და კი­დეც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სამ­ყა­როს წევ­რებ­თან შებ­რძო­ლე­ბა და ერთი-ერთი გარ­ჩე­ვი­სას, აფხა­ზურ­მა "მი­ლი­ცი­ამ", "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" და­ა­კა­ვა, შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მათ ან უნდა და­ტო­ვონ აფა­ზე­თი, ან ამ გზას ჩა­მო­შორ­დნენ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მათ იქ მშვი­დად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ მის­ცემ­დნენ.

მარ­თა­ლია, აფხა­ზურ­მა "მი­ლი­ცი­ამ" მათ სიმ­შვი­დე­სა და გავ­ლე­ნებს ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო, რად­გან რო­გორც ახლა, მა­ში­ნაც ისი­ნი "ძა­ლოვ­ნებ­თან" შეკ­რუ­ლი იყ­ვნენ, მაგ­რამ ისი­ნი თა­ვად უცხა­დებ­დნენ ერ­თმა­ნეთს და­უნ­დო­ბელ ბრძო­ლას; ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია, 2013 წლის 20 იან­ვარს, სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბით გარ­დაც­ვლი­ლი, 31 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ქურ­დი, ას­ტა­მურ გუ­ლია...

2017 წლის მარ­ტში, გა­მო­ცე­მა Прайм Крайм-მა, თა­ვის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "აფხა­ზე­თის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" მე­თა­ურ­მა, სო­ხუ­მელ­მა მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძემ, "შიდა შეკ­რე­ბა" გა­მარ­თა, რომ­ლის მი­ზე­ზი, ერთ-ერთი "კან­დი­და­ტის­თვის სტა­ტუ­სის" მი­ნი­ჭე­ბა იყო... საქ­მე ის არის, რომ აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში, ყვე­ლა ქა­ლაქს ლა­მის თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ჰყავს, რო­მე­ლიც ბიზ­ნესს, კრი­მი­ნა­ლურ ვი­თა­რე­ბას და სა­ერ­თოდ, ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბას აკონ­ტრო­ლებს... ჯან­გვე­ლა­ძე აღაშ­ფო­თა იმ ფაქ­ტმა, რომ მისი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირს, ალ­ხას აგრბას "ქურ­დუ­ლი სტა­ტუ­სის" მი­ნი­ჭე­ბა­ზე სხვა "ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი" უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გი იყო გუ­და­უ­თე­ლი რაულ ბარცბა, იგი­ვე "პიზა", რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 2014 წელს, თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი აგრბას კან­დი­და­ტუ­რას აყე­ნებ­და...

ერთი სი­ტყვით, ჯან­გვე­ლა­ძემ და ბარ­ციც­მა მა­შინ შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს, რა­მაც მათ შო­რის, კონ­ფლიქ­ტი უფრო გა­აღ­ვი­ვა; - ჯან­გვე­ლა­ძემ საქ­მე­ში ასა­კით უფ­რო­სი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ვა­ლე­რი ხა­შ­ბა ჩარ­თო და "პიზა" გარ­ჩე­ვა­ზე მი­იწ­ვია... ამ შეკ­რე­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და, კი­დევ ერთი "გავ­ლე­ნი­ა­ნი" კრი­მი­ნა­ლი, სო­ხუ­მე­ლი თემო მა­კო­ლია... გუ­და­უ­თელ "პი­ზას" არ გა­უ­მარ­თლა, რად­გან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სას­წრა­ფოდ რუ­სე­თი­დან აფხა­ზეთ­ში ჩა­ვი­და, მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე თენ­გიზ ლა­კერ­ბა­ია. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ინც მი­ი­ღეს და თემა და თე­მის გარ­შე­მო და­ძა­ბუ­ლო­ბა, გაგ­რძელ­და...

მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში, აფხა­ზეთ­ში, რუ­სე­თი­დან კი­დევ ერთი "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი", დე­დით აფხა­ზი ქარ­თვე­ლი, ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე, იგი­ვე "ნიკა გაგ­რინ­სკი" ჩა­ვი­და, რო­მე­ლიც აფხა­ზეთს ხში­რად არ სტუმ­რობს, თუმ­ცა, რო­გორც აფხა­ზუ­რი მე­დია ირო­ნი­უ­ლად აღ­ნიშ­ნავს, რო­დე­საც რე­გი­ონს "მისი სტუმ­რო­ბის პა­ტი­ვი ერ­გე­ბა, მას ფსო­უ­დან მი­ლი­ცი­ის კორ­ტე­ჟი აცი­ლებს". ასე იყო შარ­შა­ნაც, თუმ­ცა, წელს დგე­ბუ­ა­ძე აფხა­ზეთ­ში უხ­მა­უ­როდ ჩა­ვი­და...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "ნიკა გაგ­რინ­სკის" ოჯახს გაგ­რა­ში ძა­ლი­ან დიდი პა­ტივს სცე­მენ. მა­მი­და­მისს, რომ­ლის მე­უღ­ლეც, ად­გი­ლობ­რი­ვი რუსი, გვა­რად ოლ­დი­ნია, გაგ­რა­სა და სა­ერ­თოდ, აფხა­ზეთ­ში, ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გია, რე­გი­ო­ნი არც ომის შემ­დეგ და­უ­ტო­ვე­ბია.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ვი­ღა­ცამ "ნიკა გაგ­რინ­სკის" ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი გას­ცა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მას ად­გი­ლობ­რი­ვი ქურ­დე­ბი, გუ­და­უ­თე­ლი "პი­ზის" პო­ზი­ცი­ის გამ­ტა­რე­ბე­ლი, ხასი და ას­ტი­კი, ორი მან­ქა­ნით მი­ად­გნენ და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სას­ტი­კად ნა­ცე­მი ნიკა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა, მე­ო­რე ვერ­სი­ით, მას ექი­მი ბიძა სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­და. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თქმით, ამ ფაქ­ტის შემ­დეგ, აფხა­ზეთ­ში "ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში" ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა, რად­გან "გაგ­რინ­სკის" გავ­ლე­ნე­ბი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­შიც აქვს. ივ­ლის­ში, აფხა­ზეთ­ში, ბე­ლო­რუ­სი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ალექ­სან­დრე, იგი­ვე საშა კუშ­ნე­რი შე­ე­ცა­და ჩას­ვლას, თუმ­ცა, "სა­ზღვარ­ზე" მას "ვიზა" მოს­თხო­ვეს და მის გა­რე­შე, არ შე­უშ­ვეს....

ამა­სო­ბა­ში, "პი­ზის" მხარ­დამ­ჭრებ­მა ფრთე­ბი გა­შა­ლეს და მათ­თვის მი­უ­ღე­ბელ პერ­სო­ნებ­ზე გა­ი­ლაშ­ქრეს, - სას­ტი­კად სცე­მეს სო­ხუ­მე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" დინ­დი­რი და თემო მა­კო­ლია და მათ "სტა­ტუ­სი" ჩა­მო­არ­თვეს... ეს შემ­თხვე­ვა სო­ხუ­მის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მოხ­და, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რივ "მი­ლი­ცი­ას" "არ შე­უმ­ჩნე­ვია"...

"ნიკა გაგ­რინ­სკის" და­სახ­მა­რებ­ლად წა­მო­სუ­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი საშა კუშ­ნე­რის შემ­დეგ, აფხა­ზეთს, ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლე­ბის­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, რუ­სეთ­სა და აზერ­ბი­ა­ჯან­ში ცნო­ბი­ლი, ნა­დი­რა სა­ფო­ვა, იგი­ვე "გული ბა­კინ­სკი", რო­მან დმიტ­რი­ე­ვი იგი­ვე "რომა სტავ­რო­პოლ­სკი" და რა­შად ალი­ე­ვი, იგი­ვე "გი­ან­ჯინ­სკი", გუ­და­უ­თელ "პი­ზას" მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეწ­ვივ­ნენ... ეს იყო ბოლო, ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბა კრი­მი­ნა­ლებს შო­რის, - ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბის დროს, ყვე­ლა მათ­გან­მა უმ­ძი­მე­სი ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღო, თა­ვად გუ­და­უ­თე­ლი "პიზა" კი, სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა...

აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთი, გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო­მას­ტა­ბი­ა­ნი შე­ტა­კე­ბის მო­ლო­დინ­შია, რად­გან იცი­ან, რომ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს"

წარ­მო­მად­გენ­ლის, "ნიკა გაგ­რინ­სკი­სა" და მისი სტუმ­რე­ბის ცე­მას აფხაზ კრი­მი­ნა­ლებს არა­ვინ შე­არ­ჩენს, - მით უფრო, რომ მა­თი­ვე თქმით, - "გაგ­რის კლა­ნი" აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია, კლან­ში კი, ნი­კას, ისე­ვე რო­გორც და­ნარ­ჩენ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცე­მენ... საქ­მეს არ­თუ­ლებს ის, რომ წი­ნას­წარ არა­ვინ იცის, სად მოხ­დე­ბა ეს შე­ტა­კე­ბა, რო­მე­ლი­მე ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის სახ­ლში, რეს­ტო­რან­ში თუ უბ­რა­ლოდ ქუ­ჩა­ში, რო­გორც აქამ­დე არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რაა... "არა­და, ჩვენ აქ შვი­ლებ­თან ერ­თად ვცხვრობთ, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლაფ­რის შემ­სწრე და სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც არი­ან..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

აფხაზეთში "კანონიერი ქურდები" თარეშობენ: "როცა "ნიკა გაგრინსკი" რეგიონს სტუმრობს, ფსოუდან მილიციის კორტეჟი აცილებს"

აფხაზეთში "კანონიერი ქურდები" თარეშობენ: "როცა "ნიკა გაგრინსკი" რეგიონს სტუმრობს, ფსოუდან მილიციის კორტეჟი აცილებს"

აფხაზეთში კრიმინალური გარჩევები გრძელდება. ბოლო ხანს, რეგიონში, არაერთი, ხმაურიანი, ე.წ. ქურდული გარჩევა მოხდა... საქმე ისევ და ისევ, "კანონიერ ქურდებს" შორის გავლენების გადანაწილებას ეხება, რამაც, აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ და დანარჩენ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების კრიმინალებს შორის მწვავე დაპირისპირება გამოიწვია...

"ქურდული სამყაროს წევრებს" შორის, ურთიერთობის დაძაბვას, რამდენიმე წლის წინ, ე.წ. ყოფილი შს მინისტრი, ლეონიდ ძიაპშბა აანონსებდა, რომელიც კერ კიდევ, 2010 წელს ამბობდა, რომ თუ დროულ და შესაბამის ზომებს არ მიიღებდნენ, აფხაზეთი კრიმინალების სათარეშოდ იქცეოდა... მან სცადა კიდეც დანაშაულებრივი სამყაროს წევრებთან შებრძოლება და ერთი-ერთი გარჩევისას, აფხაზურმა "მილიციამ", "კანონიერი ქურდები" დააკავა, შემდეგ, ადგილობრივი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ მათ ან უნდა დატოვონ აფაზეთი, ან ამ გზას ჩამოშორდნენ, სხვა შემთხვევაში, მათ იქ მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მისცემდნენ.

მართალია, აფხაზურმა "მილიციამ" მათ სიმშვიდესა და გავლენებს ვერაფერი დააკლო, რადგან როგორც ახლა, მაშინაც ისინი "ძალოვნებთან" შეკრული იყვნენ, მაგრამ ისინი თავად უცხადებდნენ ერთმანეთს დაუნდობელ ბრძოლას; ამის ერთ-ერთი მაგალითია, 2013 წლის 20 იანვარს, სოხუმის საავადმყოფოში, მძიმე ჭრილობებით გარდაცვლილი, 31 წლის ადგილობრივი ე.წ. ქურდი, ასტამურ გულია...

2017 წლის მარტში, გამოცემა Прайм Крайм-მა, თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "აფხაზეთის ქურდული სამყაროს" მეთაურმა, სოხუმელმა მერაბ ჯანგველაძემ, "შიდა შეკრება" გამართა, რომლის მიზეზი, ერთ-ერთი "კანდიდატისთვის სტატუსის" მინიჭება იყო... საქმე ის არის, რომ აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის რეგიონში, ყველა ქალაქს ლამის თავისი პერსონალური "კანონიერი ქურდი" ჰყავს, რომელიც ბიზნესს, კრიმინალურ ვითარებას და საერთოდ, ქალაქის ცხოვრებას აკონტროლებს... ჯანგველაძე აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ალხას აგრბას "ქურდული სტატუსის" მინიჭებაზე სხვა "ავტორიტეტები" უარს ეუბნებოდნენ, განსაკუთრებით წინააღმდეგი იყო გუდაუთელი რაულ ბარცბა, იგივე "პიზა", რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს, თავის მხარდამჭერებთან ერთად, ადგილობრივი აგრბას კანდიდატურას აყენებდა...

ერთი სიტყვით, ჯანგველაძემ და ბარციცმა მაშინ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რამაც მათ შორის, კონფლიქტი უფრო გააღვივა; - ჯანგველაძემ საქმეში ასაკით უფროსი "კანონიერი ქურდი" ვალერი ხაშბა ჩართო და "პიზა" გარჩევაზე მიიწვია... ამ შეკრებას ასევე ესწრებოდა, კიდევ ერთი "გავლენიანი" კრიმინალი, სოხუმელი თემო მაკოლია... გუდაუთელ "პიზას" არ გაუმართლა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით, სასწრაფოდ რუსეთიდან აფხაზეთში ჩავიდა, მისი მოწინააღმდეგე თენგიზ ლაკერბაია. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მიიღეს და თემა და თემის გარშემო დაძაბულობა, გაგრძელდა...

მიმდინარე წლის მაისში, აფხაზეთში, რუსეთიდან კიდევ ერთი "კრიმინალური ავტორიტეტი", დედით აფხაზი ქართველი, ნიკოლოზ დგებუაძე, იგივე "ნიკა გაგრინსკი" ჩავიდა, რომელიც აფხაზეთს ხშირად არ სტუმრობს, თუმცა, როგორც აფხაზური მედია ირონიულად აღნიშნავს, როდესაც რეგიონს "მისი სტუმრობის პატივი ერგება, მას ფსოუდან მილიციის კორტეჟი აცილებს". ასე იყო შარშანაც, თუმცა, წელს დგებუაძე აფხაზეთში უხმაუროდ ჩავიდა...

ადგილობრივების თქმით, "ნიკა გაგრინსკის" ოჯახს გაგრაში ძალიან დიდი პატივს სცემენ. მამიდამისს, რომლის მეუღლეც, ადგილობრივი რუსი, გვარად ოლდინია, გაგრასა და საერთოდ, აფხაზეთში, ცნობილი ქირურგია, რეგიონი არც ომის შემდეგ დაუტოვებია.

როგორც აღმოჩნდა, ვიღაცამ "ნიკა გაგრინსკის" ადგილსამყოფელი გასცა. მოულოდნელად მას ადგილობრივი ქურდები, გუდაუთელი "პიზის" პოზიციის გამტარებელი, ხასი და ასტიკი, ორი მანქანით მიადგნენ და წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, სასტიკად ნაცემი ნიკა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მეორე ვერსიით, მას ექიმი ბიძა სახლში მკურნალობდა. აფხაზური მედიის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ, აფხაზეთში "ქურდულ სამყაროში" ვითარება უკიდურესად დაიძაბა, რადგან "გაგრინსკის" გავლენები პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც აქვს. ივლისში, აფხაზეთში, ბელორუსი "კანონიერი ქურდი" ალექსანდრე, იგივე საშა კუშნერი შეეცადა ჩასვლას, თუმცა, "საზღვარზე" მას "ვიზა" მოსთხოვეს და მის გარეშე, არ შეუშვეს....

ამასობაში, "პიზის" მხარდამჭრებმა ფრთები გაშალეს და მათთვის მიუღებელ პერსონებზე გაილაშქრეს, - სასტიკად სცემეს სოხუმელი "კანონიერი ქურდები" დინდირი და თემო მაკოლია და მათ "სტატუსი" ჩამოართვეს... ეს შემთხვევა სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, თუმცა, ადგილობრივ "მილიციას" "არ შეუმჩნევია"...

"ნიკა გაგრინსკის" დასახმარებლად წამოსული და იმედგაცრუებული საშა კუშნერის შემდეგ, აფხაზეთს, ადგილობრივი კრიმინალებისთვის სრულიად მოულოდნელად, რუსეთსა და აზერბიაჯანში ცნობილი, ნადირა საფოვა, იგივე "გული ბაკინსკი", რომან დმიტრიევი იგივე "რომა სტავროპოლსკი" და რაშად ალიევი, იგივე "გიანჯინსკი", გუდაუთელ "პიზას" მოულოდნელად ეწვივნენ... ეს იყო ბოლო, ყველაზე გახმაურებული შეტაკება კრიმინალებს შორის, - ორმხრივი სროლების დროს, ყველა მათგანმა უმძიმესი ჭრილობა მიიღო, თავად გუდაუთელი "პიზა" კი, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა...

აფხაზური საზოგადოება კიდევ ერთი, გაცილებით ფართომასტაბიანი შეტაკების მოლოდინშია, რადგან იციან, რომ "ქურდული სამყაროს"

წარმომადგენლის, "ნიკა გაგრინსკისა" და მისი სტუმრების ცემას აფხაზ კრიმინალებს არავინ შეარჩენს, - მით უფრო, რომ მათივე თქმით, - "გაგრის კლანი" აფხაზეთში ყველაზე ძლიერია, კლანში კი, ნიკას, ისევე როგორც დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ძალიან დიდ პატივს სცემენ... საქმეს ართულებს ის, რომ წინასწარ არავინ იცის, სად მოხდება ეს შეტაკება, რომელიმე ე.წ. კანონიერი ქურდის სახლში, რესტორანში თუ უბრალოდ ქუჩაში, როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარაა... "არადა, ჩვენ აქ შვილებთან ერთად ვცხვრობთ, რომლებიც ამ ყველაფრის შემსწრე და სამწუხაროდ, ხშირად მონაწილეებიც არიან..." - წერენ აფხაზები.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?