საქართველოს ყოფილი პირველი ლედი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვაჟის, პატარა ნიკოლოზის საკლასო ოთახში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ნიკოლოზი მუშკეტერის კოსტუმშია გამოწყობილი.
"ნიკოლოზის კლასში დღეს ყველანი მუშკეტერებივით იყვნენ შემოსილნი და შესანიშნავი დრო გაატარეს: ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის!", - წერს სანდრა ფოტოს აღწერაში.
გარდა ამისა, ყოფილი პირველი ლედი საქართველოში წმინდა ნიკოლოზის (Sinterklaas) ვიზიტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
"წმინდა ნიკოლოზი დღეს - ჰოლანდიის 5 დეკემბრის ტრადიციის მიხედვით, ჩამოვიდა საქართველოშიც და გაახარა ჰოლანდიელი და ბელგიელი ბავშვები - ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან სახლში", - წერს სანდრა.
6 დეკემბერს ევროპის მრავალ ქვეყანაში საბავშვო ფესტივალი აღინიშნება, რომელიც წმინდა ნიკოლოზის (Sinterklaas) სახელს უკავშირდება. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს Sinterklaas-ი ბავშვებს საჩუქრებსა და ტკბილეულს ურიგებს.