ენერგეტიკის მინისტრის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.
წყვილის სიყვარულის ისტორია წლების წინ იტალიაში დაიწყო... კახი კალაძე მილანის ფეხბურთელი გახლდათ, ანუკი არეშიძე კი - დამწყები მოდელი, რომელიც მილანში კარიერის ასაწყობად ჩავიდა. ანუკი 18 წლის იყო, კახი - მასზე 11 წლით უფროსი. ანუკის მამა კახის ოჯახს იცნობდა და უყურადღებოდ რომ არ ყოფილიყო, კახის სთხოვა, ანუკისთვის ეპატრონა.
მოდელს ცნობილი ფეხბურთელი მანამდე მხოლოდ ტელევიზიით ჰყავდა ნანახი, თუმცა კალაძეს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ერთმანეთი მალე მოეწონათ და კახიმ ჩაბარებულ გოგონაში მომავალი მეუღლე დაინახა. წყვილს ახლა ორი შვილი ჰყავს, ლევანიკო და კახაბერი. ანუკი მესამე ბავშვზეა ფეხმძიმედ.