პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა
92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა

92 წლის ასაკ­ში ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი გარ­და­იც­ვა­ლა. ჭა­ბუა ირაკ­ლის ძე ამი­რე­ჯი­ბი 1921 წლის 18 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და. მწერ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით 20-დან 40 წლამ­დე ამი­რე­ჯიბს არა­ფე­რი და­უ­წე­რია, ხოლო პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბა "რა­ტომ არ და­მა­ცა­დე" 1960 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს ეკუთ­ვნის მო­თხრო­ბა­თა კრე­ბუ­ლე­ბი: "გზა", "ძია შო­თას ბა­დია", არა­კე­ბის კრე­ბუ­ლი "თაფ­ლის წვე­თი" , კრი­ტი­კულ-პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი, სცე­ნა­რე­ბი, სტა­ტი­ე­ბი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­კი­თხებ­ზე.

მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბია, მო­თხრო­ბე­ბი: "ჩემი მე­ჯღა­ნე ბიძა" , "ხა­რის აღ­სა­რე­ბა", "გი­ორ­გი ბურ­დუ­ლი" და სხვა. მისი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წარ­მო­ე­ბია რო­მა­ნი "დათა თუ­თაშ­ხია".

2010 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­ხე­ლად და­ვი­თი ეწო­და. მწერ­ლის ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ბე­რად აღ­კვე­ცის წესი ბორ­ჯო­მი­სა და ბა­კუ­რი­ა­ნის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე სე­რა­ფი­მემ მის­სა­ვე სახ­ლში შე­ას­რუ­ლა. რო­გორც მე­უ­ფე სე­რა­ფი­მემ მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II-ის კურ­თხე­ვით, ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს ბერი და­ვი­თი ეწო­და, წმინ­და მე­ფის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლი. ბერ და­ვითს, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით, წე­რის გაგ­რძე­ლე­ბა შე­ეძ­ლო. წე­სის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბერ და­ვითს ბე­რუ­ლი სა­მო­სე­ლი, სკვნი­ლი გა­დას­ცეს და ერზე, სამ­შობ­ლო­ზე ლოც­ვის კურ­თხე­ვა მის­ცეს.

იხი­ლეთ პა­ლიტ­რაtv-ს სი­უ­ჟე­ტი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ოთხმოც­და­ა­თი წლის იუ­ბე­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით

92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა

92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა

92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა. ჭაბუა ირაკლის ძე ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. მწერლის ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 20-დან 40 წლამდე ამირეჯიბს არაფერი დაუწერია, ხოლო პირველი მოთხრობა "რატომ არ დამაცადე" 1960 წელს გამოაქვეყნა.

ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: "გზა", "ძია შოთას ბადია", არაკების კრებული "თაფლის წვეთი" , კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე.

მწერლის ნაწარმოებებია, მოთხრობები: "ჩემი მეჯღანე ბიძა" , "ხარის აღსარება", "გიორგი ბურდული" და სხვა. მისი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია რომანი "დათა თუთაშხია".

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში შეასრულა. როგორც მეუფე სერაფიმემ მაშინ ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით, ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეეძლო. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს.

იხილეთ პალიტრაtv-ს სიუჟეტი ჭაბუა ამირეჯიბის ოთხმოცდაათი წლის იუბელესთან დაკავშირებით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია