მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ნამდვილი პორტრეტი
ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ნამდვილი პორტრეტი

თით­ქოს გან­სა­ზღვრუ­ლი იყო, რომ მისი ფი­ზი­კუ­რი სახე უნდა გამ­ქრა­ლი­ყო ერის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში, გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი­ყო, ისე რო­გორც "მე­რა­ნი" გან­ზო­გად­და და ილია ორ­ბე­ლი­ა­ნის ტყვე­ო­ბის გამო და­წე­რი­ლი ლექ­სი­დან კა­ცობ­რი­ო­ბის სათ­ქმე­ლად იქცა...

ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მის დებ­თან პო­ე­ტის და­გე­რო­ტი­პი ინა­ხე­ბო­და, რო­მე­ლიც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ წა­მო­ი­ღო და თბი­ლი­სელ ფო­ტოგ­რაფს გა­დას­ცა გა­სამ­რავ­ლებ­ლად, მაგ­რამ სწო­რედ იმ დღე­ებ­ში ფო­ტო­ა­ტე­ლიე და­იწ­ვა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის სუ­რა­თიც შე­ი­წი­რა. მერე იყო ძი­ე­ბა და მცდე­ლო­ბა, რა­ი­მე მა­ინც გა­მო­ე­ტა­ცათ ის­ტო­რი­ი­სათ­ვის ბა­რა­თაშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტის სა­ხით, ამა­ოდ... ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის დას­ტუ­რად მხო­ლოდ ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა რჩე­ბო­და, რო­გორც გა­უ­ხედ­ნა­ვი მერ­ნის რბო­ლა ლაჟ­ვარდ სივ­რცე­ებ­ში...

1901 წელს მხატ­ვარ­მა მომ­ცემ­ლი­ძემ და­ხა­ტა "ჯგუ­ფი ქარ­თველ მწე­რალ­თა". მას­ში ნი­კო­ლო­ზი არ იყო. ამ საქ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძე და გა­და­უ­წყვე­ტია პო­ე­ტის დის, სო­ფი­ოს პორ­ტრე­ტი­დან მგოს­ნის სა­ხის აღ­დგე­ნა. თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი იგო­ნებ­დნენ, - სო­ფი­ოს ულ­ვა­შე­ბი რომ და­ე­ხა­ტა, ვერ გა­არ­კვევ­დით, მარ­თლა სო­ფიო არის, თუ ნი­კოო."სო­ფიო ვერ და­ი­თან­ხმეს, რომ ვა­ჟად გა­დაც­მულს სუ­რა­თი გა­და­ე­ღო, სა­ნაც­ვლოდ მისი სუ­რა­თი­დან ცდი­ლობ­დნენ ნი­კო­ლო­ზის სა­ხის შექ­მნას.

1938 წელს, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი პორ­ტრე­ტი გავ­რცელ­და. მხატ­ვარ­მა იმ სა­თუ­თი სუ­ლის უკ­ვდავ­ყო­ფა სცა­და სუ­რათ­ში, რო­მე­ლიც არა მარ­ტო პო­ე­ზი­ა­ში იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, არა­მედ ყო­ველ­დღი­ურ რე­ა­ლო­ბა­შიც... პი­რად წე­რი­ლებ­შიც პო­ე­ტად რჩე­ბო­და... მა­გა­ლი­თად, მა­ი­კო ორ­ბე­ლი­ა­ნი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში: "არ და­ი­ჯე­რებ, მა­ი­კო! სი­ცო­ცხლე მამ­ძუ­ლე­ბია ამ­დე­ნის მარ­ტო­ო­ბით. შენ წარ­მო­იდ­გი­ნე, მა­ი­კო, სიმ­წა­რე იმ კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, რო­მელ­საც მა­მა­ცა ჰყავს, დე­დაც, დე­ბიც, მრა­ვალ­ნი მო­ნა­თე­სა­ვე­ნი და მა­ინც კი­დევ ვერ­ვის მიჰ­კა­რე­ბია, მა­ინც კი­დევ ობო­ლია ამ სავ­სე და ვრცელს სო­ფელ­ში! ვინც მა­ღა­ლის გრძნო­ბის მე­ქო­ნი მე­გო­ნა, იგი ვნა­ხე უგუ­ლო; ვი­სიც სული გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­გო­ნა, მას სული არ ჰქო­ნია, ვი­სიც გო­ნე­ბა მრწამ­და ზე­გარ­დმო ნი­ჭად, მას არცა თუ გან­სჯა ჰქო­ნია; ვი­სი­ცა ცრემლნი მე­გო­ნე­ბო­დენ ცრემ­ლად სიბ­რა­ლუ­ლი­სა, გა­მო­მე­ტყვე­ლად მშვე­ნი­ე­რის სუ­ლი­სა, თურ­მე ყო­ფი­ლან ნი­შან­ნი ცბი­ე­რე­ბი­სა, წვეთ­ნი სა­ში­ნე­ლის სა­წამ­ლა­ვი­სა! სად გა­ნის­ვე­ნოს სულ­მა, სად მი­იდ­რი­კოს თავი?.. შენი ავად­მყო­ფო­ბა შე­ვი­ტყვე, რა და­გე­მარ­თა?.. და­ი­მარ­ხე მშვე­ნი­ე­რე­ბა სუ­ლი­სა, უმან­კო­ე­ბა გუ­ლი­სა! აი, ჭეშ­მა­რი­ტი ბედ­ნი­ე­რე­ბა, უმაღ­ლე­სი სი­ა­მე, რო­მელ­საც კი კაცი წა­ი­ღებს ამ სოფ­ლი­სა­გან. სხვა­თა ბედ­ნი­ე­რე­ბა­თა სოფ­ლი­სა­თა უყუ­რე გულ­გრი­ლად, ამა­ყად და გრწამ­დეს, რომ იგი­ნი შე­ურ­ჩე­ნელ­ნი არი­ან! თუმ­ცა აქიმ­ბა­ში არა ვარ, მაგ­რამ ეს წა­მა­ლი სიზ­მარ­შიც მაქვს ნას­წავ­ლი და, თუ და­მი­ჯე­რებ, იმე­დი მაქვს, რომ გარ­გოს"...

იხი­ლეთ ვრცლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ნამდვილი პორტრეტი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ყველაზე ნამდვილი პორტრეტი

თითქოს განსაზღვრული იყო, რომ მისი ფიზიკური სახე უნდა გამქრალიყო ერის ცნობიერებაში, განზოგადებულიყო, ისე როგორც "მერანი" განზოგადდა და ილია ორბელიანის ტყვეობის გამო დაწერილი ლექსიდან კაცობრიობის სათქმელად იქცა...

ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილის შემდეგ მის დებთან პოეტის დაგეროტიპი ინახებოდა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წამოიღო და თბილისელ ფოტოგრაფს გადასცა გასამრავლებლად, მაგრამ სწორედ იმ დღეებში ფოტოატელიე დაიწვა და ბარათაშვილის სურათიც შეიწირა. მერე იყო ძიება და მცდელობა, რაიმე მაინც გამოეტაცათ ისტორიისათვის ბარათაშვილის პორტრეტის სახით, ამაოდ... ამქვეყნიური ცხოვრების დასტურად მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება რჩებოდა, როგორც გაუხედნავი მერნის რბოლა ლაჟვარდ სივრცეებში...

1901 წელს მხატვარმა მომცემლიძემ დახატა "ჯგუფი ქართველ მწერალთა". მასში ნიკოლოზი არ იყო. ამ საქმით დაინტერესებულა ზაქარია ჭიჭინაძე და გადაუწყვეტია პოეტის დის, სოფიოს პორტრეტიდან მგოსნის სახის აღდგენა. თანამედროვენი იგონებდნენ, - სოფიოს ულვაშები რომ დაეხატა, ვერ გაარკვევდით, მართლა სოფიო არის, თუ ნიკოო."სოფიო ვერ დაითანხმეს, რომ ვაჟად გადაცმულს სურათი გადაეღო, სანაცვლოდ მისი სურათიდან ცდილობდნენ ნიკოლოზის სახის შექმნას.

1938 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეოდ, ლადო გუდიაშვილის მიერ შექმნილი პორტრეტი გავრცელდა. მხატვარმა იმ სათუთი სულის უკვდავყოფა სცადა სურათში, რომელიც არა მარტო პოეზიაში იყო განსაკუთრებული, არამედ ყოველდღიურ რეალობაშიც... პირად წერილებშიც პოეტად რჩებოდა... მაგალითად, მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ წერილში: "არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?.. შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა?.. დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი, ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან! თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს"...

იხილეთ ვრცლად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს