პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასეირნება თბილისში ზურაბ ქარუმიძესთან ერთად - ქართველ მწერალზე და მის წიგნზე გერმანულმა რადიომ სიუჟეტი მოამზადა
გასეირნება თბილისში ზურაბ ქარუმიძესთან ერთად - ქართველ მწერალზე და მის წიგნზე გერმანულმა რადიომ სიუჟეტი მოამზადა

ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძის ახალ რო­მან­ზე "დაგ­ნი ანუ სიყ­ვა­რუ­ლის ნა­დი­მი", გერ­მა­ნულ­მა რა­დი­ომ "Deutschlandfunk Kultur" სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და.

მისი ავ­ტო­რი ოლგა ჰოხ­ვა­ი­სი თბი­ლისს ეწ­ვია და მწე­რალ­თან ერ­თად ქა­ლა­ქის ის ნა­წი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა, სა­დაც რო­მა­ნის გმი­რი დაგ­ნი იუ­ე­ლი ცხოვ­რობ­და.

ჰოხ­ვა­ი­სი ამ­ბობს, რომ "დაგ­ნი ანუ სიყ­ვა­რუ­ლის ნა­დი­მი" კულ­ტუ­რუ­ლი თა­მა­შია სიყ­ვა­რუ­ლის გარ­შე­მო მწერ­ლის ემო­ცი­ის, თავ­და­დე­ბუ­ლო­ბის და კოს­მი­უ­რი ვიბ­რა­ცი­ის ირ­გვლივ. ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძემ რო­მა­ნის გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი თარ­გმა­ნი ოქ­ტომ­ბერ­ში, ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე წა­რად­გი­ნა.

"ქა­რუ­მი­ძის რო­მა­ნი "დაგ­ნი ანუ სიყ­ვა­რუ­ლის ნა­დი­მი" შე­უძ­ლე­ბე­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ად­გი­ლია. აქ ერ­თმა­ნეთს სხვა­დას­ხვა ეპო­ქის ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან: სტა­ლი­ნი მის­ტი­კურ გურ­ჯი­ევს ხვდე­ბა. სცე­ნა თბი­ლი­სია. ქა­ლაქ­ში გა­სე­ირ­ნე­ბა ავ­ტორ­თან ერ­თად" - წერს სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი.

"რო­გორც 100 წლის წინ, თბი­ლის­ში ტრო­ტუ­ა­რე­ბი ჯერ კი­დევ უბ­რა­ლო ცო­ცხე­ბით იგ­ვე­ბა. მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ნე­ო­ნის ფე­რის სა­მო­სი რომ არ ეც­ვათ, ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძის რო­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი გე­გო­ნე­ბათ. აქ არ­ქი­ტექ­ტუ­რაც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ დღე­ვან­დე­ლი გაც­რე­ცი­ლი შარ­მით Fin de siècle (დე­კა­დენ­ტიზ­მი) აღ­მო­ა­ჩი­ნო.

ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე - წვე­რო­სა­ნი, გამ­ჭრი­ა­ხი მზე­რით, ყო­ველ­თვის მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტით. იგი ბე­ჯი­თი, ენა­წყლი­ა­ნი გი­დია. 1957 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნა­წი­ლი იყო. მხო­ლოდ 25 წე­ლია, რაც ქვე­ყა­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. ამა­ყი, ათას­წლი­ა­ნი კულ­ტუ­რის მქო­ნე ერი, ჯერ კი­დევ მე-4 სა­უ­კუ­ნე­ში გაქ­რის­ტი­ან­და, ბევრ დამ­პყრო­ბელ­საც გა­უძ­ლო, და ამან გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა კულ­ტუ­რა­ზე, - ამ­ბობს ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე.

ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა ძა­ლი­ან ეკ­ლექ­ტი­კუ­რია და ქა­ლა­ქიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეკ­ლექ­ტი­კუ­რი, აქ ქარ­თუ­ლი, სომ­ხუ­რი, სპარ­სუ­ლი, რუ­სუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, პო­ლო­ნუ­რი, ებ­რა­უ­ლი კულ­ტუ­რაა შერ­წყმუ­ლი. შო­რი­დან მუ­სი­კის ხმა ის­მის. ვი­ღაც ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე შო­პენს უკ­რავს თბი­ლი­სის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა:

"ჩვენ ახლა ვართ მე-19 სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ოდ­ში ნა­შე­ნებ ალექ­სან­დრეს ბაღ­ში, რო­მელ­საც რუსი მე­ფის სა­ხე­ლი უწო­დეს. ჩვენ წინ ორი შე­ნო­ბაა და ხიდი, რო­მელ­საც ახლა "მშრა­ლი ხიდი" ჰქვია, იმი­ტომ, რომ მის ქვე­მოთ მდი­ნა­რე აღარ მი­ე­დი­ნე­ბა, თუმ­ცა დაგ­ნის დროს აქ მდი­ნა­რე ჯერ კი­დევ იყო. მარ­ჯვნივ ის გრან­დო­ტე­ლია, სა­დაც დაგ­ნი იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, ქუ­ჩის მე­ო­რე მხა­რეს კი, ად­რინ­დე­ლი სას­ტუმ­რო "ლონ­დო­ნია", სა­დაც ორი წლით ადრე კნუტ ჰამ­სუ­ნი ცხოვ­რობ­და.

ფი­გუ­რე­ბი­სა და ცი­ტა­ტე­ბის ეკ­ლექ­ტი­კუ­რი ნა­ზა­ვი

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძემ 12 წლის წინ შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნა. მე­გობ­რე­ბი­სა­გან სხვა­თა შო­რის მო­ის­მი­ნა, რომ ნორ­ვე­გი­ე­ლი პი­ა­ნის­ტი და პო­ე­ტი ქალი დაგ­ნი იუ­ე­ლი, ბევ­რი ისე­თი ხე­ლო­ვა­ნი­სა და მწერ­ლის მუზა, რო­გო­რიც იყ­ვნენ ედ­ვარდ მუნ­კი და აუ­გუსტ სტრინ­დბერ­გი, 1901 წელს, სა­კუ­თარ, ოც­და­მე­თო­თხმე­ტე და­ბა­დე­ბის დღემ­დე სამი დღით ადრე, თა­ვის ოთახ­ში გას­რო­ლით მოკ­ლეს. მკვლე­ლი, მისი იმ­ჟა­მინ­დე­ლი საყ­ვა­რე­ლი იყო - პო­ლო­ნე­ლი პო­ე­ტი, რო­მე­ლიც მის მე­უღ­ლეს­თან, პოეტ სტა­ნის­ლავ პში­ბი­შევ­სკის­თან მე­გობ­რობ­და. ეს ის­ტო­რია ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძეს მა­შინ მო­ა­გონ­და, რო­დე­საც ერთ დღეს, ტაქ­სის მო­ლო­დინ­ში, თბი­ლი­სის ერ­თა­დერთ გრან­დო­ტელ­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლად მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფის წინ აღ­მოჩ­ნდა.

რო­მან­ში "დაგ­ნი ანუ სიყ­ვა­რუ­ლის ნა­დი­მი" ქა­რუ­მი­ძე ისეთ ფი­გუ­რებს ახ­ვედ­რებს ერ­თმა­ნეთს, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნე­თი არას­დროს უნა­ხავთ: ბერ­ძენ-სო­მე­ხი ეზო­თე­რი­კო­სი გურ­ჯი­ე­ვი, ასე­ვე ქარ­თვე­ლი სა­ხალ­ხო პო­ე­ტი ვაჟა-ფშა­ვე­ლა და ახალ­გაზ­რდა სტა­ლი­ნი...

ქა­რუ­მი­ძე ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თვე­ლე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ეპოსს, რუს­თა­ვე­ლის "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს", ასე­ვე დოს­ტო­ევ­სკი­სა და მან­დელშტა­მის ფრა­ზებს ცი­ტი­რებს. მისი წიგ­ნი კულ­ტუ­რუ­ლი თა­მა­შია სიყ­ვა­რუ­ლის გარ­შე­მო - მისი ემო­ცი­ის, თავ­და­დე­ბუ­ლო­ბის და კოს­მი­უ­რი ვიბ­რა­ცი­ის ირ­გვლივ. რა როლს თა­მა­შობს ამ ყვე­ლა­ფერ­ში დაგ­ნი იუ­ე­ლი? ქა­რუ­მი­ძე ხსნის, რამ და­ა­ინ­ტე­რე­სა ხე­ლო­ვან­ში:

"ის იყო მი­ზე­ზი! მაგ­რამ არა, არა მარ­ტო, უბ­რა­ლოდ უფრო მე­ტად და მე­ტად მა­ინ­ტე­რე­სებ­და ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მას­ში კულ­ტუ­რუ­ლი სა­ზღვრე­ბის გა­და­ლახ­ვა და რა­ღაც ახალ­ში, უფრო ღრმად ჩა­ძი­ე­ბა. აქ დაგ­ნი უკვე ინ­სპი­რა­ცია იყო."

ულტრა­კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი აბ­რა­ლებ­დნენ, რომ მისი ნა­მუ­შე­ვა­რი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი იყო.

ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე სა­კუ­თარ თავს მე­ტა­მო­დერ­ნის­ტად აღ­წერს, ისე­თად, ვინც პოსტმო­დერ­ნის­ტუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რულ მო­დერნ­სა და წინ­წა­სულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებ­თან შე­ერ­თე­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

მას სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენა­შიც შე­მო­აქვს სამ­შობ­ლოს ეკ­ლექ­ტი­კა და მა­ღა­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ტო­ნი­დან გა­და­დის პირ­და­პი­რი სი­ტყვე­ბით გა­მო­ხა­ტულ ენა­ზე. ეს უკა­ნას­კნე­ლი მას, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სამ­სა­ხუ­რის - დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩო­ბის - სა­ფა­სუ­რად და­უჯ­და. ულტრა­კონ­სერ­ვა­ტო­რებ­მა და რე­ლი­გი­ურ­მა წრე­ებ­მა ამა­ში ბლას­ფე­მია და პორ­ნოგ­რა­ფია ამო­ი­კი­თხეს.

ახლა იგი სა­ერ­თა­შო­რი­სო კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მთვა­რო­ბის წევრთა გა­მოს­ვლე­ბის ტექ­სტებს წერს, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი რო­მა­ნით თა­ვი­სი ქვეყ­ნის ერ­თგვა­რი ელჩი მა­ინც გახ­და:

"ეს წიგ­ნი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის არ და­მი­წე­რია. მათ ეს ის­ტო­რია ჩემ­ზე კარ­გად იცი­ან. მე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­ტი­ვე­ბით ვთა­მა­შობ, საკ­მა­ოდ თა­ვი­სუფ­ლა­დაც, ხან­და­ხან ისე, რომ მე­უბ­ნე­ბი­ან: მო­ი­ცა, ძა­ლი­ან შორს ნუ მი­დი­ხარ. მე ეს წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ მყო­ფი მკი­თხვე­ლის­თვის დავ­წე­რე და მათი რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ დი­დია. მინ­დო­და, მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია მე­ამ­ბა, რად­გან ის ბევ­რმა არ იცის. მინ­დო­და, სა­ქარ­თვე­ლო გლო­ბა­ლუ­რი გა­მე­ხა­და. ნა­წი­ლობ­რივ ამ წიგ­ნის არ­სიც ესაა, კარ­გად წა­რად­გი­ნოს ეს უც­ნო­ბი კულ­ტუ­რა: ქარ­თუ­ლი ნა­რა­ტი­ვი, მისი სა­ი­დუმ­ლო, ის­ტო­რია, კულ­ტუ­რა, იდენ­ტო­ბა, მისი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის სრუ­ლი სპექტრით, სულ ეს არის!"

წყა­რო: deutschlandfunkkultur.de

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გასეირნება თბილისში ზურაბ ქარუმიძესთან ერთად - ქართველ მწერალზე და მის წიგნზე გერმანულმა რადიომ სიუჟეტი მოამზადა

გასეირნება თბილისში ზურაბ ქარუმიძესთან ერთად - ქართველ მწერალზე და მის წიგნზე გერმანულმა რადიომ სიუჟეტი მოამზადა

ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის ახალ რომანზე "დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი", გერმანულმა რადიომ "Deutschlandfunk Kultur" სიუჟეტი მოამზადა.

მისი ავტორი ოლგა ჰოხვაისი თბილისს ეწვია და მწერალთან ერთად ქალაქის ის ნაწილი მოინახულა, სადაც რომანის გმირი დაგნი იუელი ცხოვრობდა.

ჰოხვაისი ამბობს, რომ "დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი" კულტურული თამაშია სიყვარულის გარშემო მწერლის ემოციის, თავდადებულობის და კოსმიური ვიბრაციის ირგვლივ. ზურაბ ქარუმიძემ რომანის გერმანულენოვანი თარგმანი ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარადგინა.

"ქარუმიძის რომანი "დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი“ შეუძლებელი შეხვედრების ადგილია. აქ ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქის ადამიანები ხვდებიან: სტალინი მისტიკურ გურჯიევს ხვდება. სცენა თბილისია. ქალაქში გასეირნება ავტორთან ერთად" - წერს სიუჟეტის ავტორი.

"როგორც 100 წლის წინ, თბილისში ტროტუარები ჯერ კიდევ უბრალო ცოცხებით იგვება. მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ნეონის ფერის სამოსი რომ არ ეცვათ, ზურაბ ქარუმიძის რომანის პერსონაჟები გეგონებათ. აქ არქიტექტურაც იძლევა საშუალებას, რომ დღევანდელი გაცრეცილი შარმით Fin de siècle (დეკადენტიზმი) აღმოაჩინო.

ზურაბ ქარუმიძე - წვეროსანი, გამჭრიახი მზერით, ყოველთვის მომარჯვებული სიგარეტით. იგი ბეჯითი, ენაწყლიანი გიდია. 1957 წელს თბილისში დაიბადა. მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. მხოლოდ 25 წელია, რაც ქვეყანა დამოუკიდებელია. ამაყი, ათასწლიანი კულტურის მქონე ერი, ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში გაქრისტიანდა, ბევრ დამპყრობელსაც გაუძლო, და ამან გავლენა მოახდინა კულტურაზე, - ამბობს ზურაბ ქარუმიძე.

ქართული კულტურა ძალიან ეკლექტიკურია და ქალაქიც აბსოლუტურად ეკლექტიკური, აქ ქართული, სომხური, სპარსული, რუსული, გერმანული, პოლონური, ებრაული კულტურაა შერწყმული. შორიდან მუსიკის ხმა ისმის. ვიღაც ფორტეპიანოზე შოპენს უკრავს თბილისის უმაღლეს სასწავლებელში. ზურაბ ქარუმიძე ქალაქის ისტორიას ჰყვება:

"ჩვენ ახლა ვართ მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ნაშენებ ალექსანდრეს ბაღში, რომელსაც რუსი მეფის სახელი უწოდეს. ჩვენ წინ ორი შენობაა და ხიდი, რომელსაც ახლა “მშრალი ხიდი” ჰქვია, იმიტომ, რომ მის ქვემოთ მდინარე აღარ მიედინება, თუმცა დაგნის დროს აქ მდინარე ჯერ კიდევ იყო. მარჯვნივ ის გრანდოტელია, სადაც დაგნი იყო გაჩერებული, ქუჩის მეორე მხარეს კი, ადრინდელი სასტუმრო ,,ლონდონია“, სადაც ორი წლით ადრე კნუტ ჰამსუნი ცხოვრობდა.

ფიგურებისა და ციტატების ეკლექტიკური ნაზავი

რომანის მთავარი გმირი ზურაბ ქარუმიძემ 12 წლის წინ შემთხვევით აღმოაჩინა. მეგობრებისაგან სხვათა შორის მოისმინა, რომ ნორვეგიელი პიანისტი და პოეტი ქალი დაგნი იუელი, ბევრი ისეთი ხელოვანისა და მწერლის მუზა, როგორიც იყვნენ ედვარდ მუნკი და აუგუსტ სტრინდბერგი, 1901 წელს, საკუთარ, ოცდამეთოთხმეტე დაბადების დღემდე სამი დღით ადრე, თავის ოთახში გასროლით მოკლეს. მკვლელი, მისი იმჟამინდელი საყვარელი იყო - პოლონელი პოეტი, რომელიც მის მეუღლესთან, პოეტ სტანისლავ პშიბიშევსკისთან მეგობრობდა. ეს ისტორია ზურაბ ქარუმიძეს მაშინ მოაგონდა, როდესაც ერთ დღეს, ტაქსის მოლოდინში, თბილისის ერთადერთ გრანდოტელთან მოულოდნელად მემორიალური დაფის წინ აღმოჩნდა.

რომანში "დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი“ ქარუმიძე ისეთ ფიგურებს ახვედრებს ერთმანეთს, რომლებსაც ერთმანეთი არასდროს უნახავთ: ბერძენ-სომეხი ეზოთერიკოსი გურჯიევი, ასევე ქართველი სახალხო პოეტი ვაჟა-ფშაველა და ახალგაზრდა სტალინი...

ქარუმიძე ლიტერატურულ ნაწარმოებებს, განსაკუთრებით ქართველების ნაციონალურ ეპოსს, რუსთაველის “ვეფხისტყაოსანს”, ასევე დოსტოევსკისა და მანდელშტამის ფრაზებს ციტირებს. მისი წიგნი კულტურული თამაშია სიყვარულის გარშემო - მისი ემოციის, თავდადებულობის და კოსმიური ვიბრაციის ირგვლივ. რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში დაგნი იუელი? ქარუმიძე ხსნის, რამ დააინტერესა ხელოვანში:

"ის იყო მიზეზი! მაგრამ არა, არა მარტო, უბრალოდ უფრო მეტად და მეტად მაინტერესებდა ინტერკულტურული ურთიერთობები. მასში კულტურული საზღვრების გადალახვა და რაღაც ახალში, უფრო ღრმად ჩაძიება. აქ დაგნი უკვე ინსპირაცია იყო."

ულტრაკონსერვატორები აბრალებდნენ, რომ მისი ნამუშევარი პორნოგრაფიული იყო.

ზურაბ ქარუმიძე საკუთარ თავს მეტამოდერნისტად აღწერს, ისეთად, ვინც პოსტმოდერნისტული ელემენტების ლიტერატურულ მოდერნსა და წინწასულ მიმდინარეობებთან შეერთებითაა დაინტერესებული.

მას სალიტერატურო ენაშიც შემოაქვს სამშობლოს ეკლექტიკა და მაღალი ფილოსოფიური ტონიდან გადადის პირდაპირი სიტყვებით გამოხატულ ენაზე. ეს უკანასკნელი მას, რამდენიმე წლის წინ სამსახურის - დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩობის - საფასურად დაუჯდა. ულტრაკონსერვატორებმა და რელიგიურმა წრეებმა ამაში ბლასფემია და პორნოგრაფია ამოიკითხეს.

ახლა იგი საერთაშორისო კულტურული ღონისძიებებისთვის საქართველოს მთვარობის წევრთა გამოსვლების ტექსტებს წერს, მაგრამ საკუთარი რომანით თავისი ქვეყნის ერთგვარი ელჩი მაინც გახდა:

"ეს წიგნი ქართველებისთვის არ დამიწერია. მათ ეს ისტორია ჩემზე კარგად იციან. მე, რასაკვირველია, მოტივებით ვთამაშობ, საკმაოდ თავისუფლადაც, ხანდახან ისე, რომ მეუბნებიან: მოიცა, ძალიან შორს ნუ მიდიხარ. მე ეს წიგნი საქართველოს გარეთ მყოფი მკითხველისთვის დავწერე და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. მინდოდა, მათთვის საქართველოს ისტორია მეამბა, რადგან ის ბევრმა არ იცის. მინდოდა, საქართველო გლობალური გამეხადა. ნაწილობრივ ამ წიგნის არსიც ესაა, კარგად წარადგინოს ეს უცნობი კულტურა: ქართული ნარატივი, მისი საიდუმლო, ისტორია, კულტურა, იდენტობა, მისი თავისებურებების სრული სპექტრით, სულ ეს არის!"

წყარო: deutschlandfunkkultur.de

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს