პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები, რომლებმაც სამყარო შეცვალა
წიგნები, რომლებმაც სამყარო შეცვალა

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­რო დღეს უამ­რავ ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბულ წიგნს მო­ი­ცავს. მათ შო­რის არის ყვე­ლა დრო­ის ბესტსე­ლე­რე­ბი, წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც არც თუ ისე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვეს, მსოფ­ლიო კლა­სი­კე­ბად აღი­ა­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და ა.შ.

ამ წიგნ­თა სამ­ყა­რო­ში კი არ­სე­ბობს ისე­თე­ბი, რომ­ლებ­მაც შეც­ვა­ლა თა­ო­ბა­თა ბედი, აზ­როვ­ნე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის ტიპი, მთე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბაც კი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შეც­ვა­ლა მთლი­ა­ნად სამ­ყა­რო. აქ­ცია ის ისე­თად, რო­გო­რიც არის დღეს და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ არა ისი­ნი, რო­გო­რი ტი­პის სამ­ყა­რო­ში ვი­ცხოვ­რებ­დით დღეს ჩვენ? ამ დიდ წიგნ­თა ნა­წილს სწო­რედ ჩვენს სტა­ტი­ა­ში გა­ეც­ნო­ბით.

წმინ­და წე­რი­ლი

თავ­და­პირ­ვე­ლად, "ბიბ­ლია" ნიშ­ნავ­და "წიგ­ნებს". ბერ­ძნუ­ლე­ნო­ვა­ნი ებ­რა­ე­ლე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი ამ სი­ტყვას იყე­ნებ­დნენ, რო­გორც ერ­თგვარ სტე­ნოგ­რა­მას თა­ვი­ან­თი ნა­წე­რე­ბის­თვის: სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე და სხვა­დას­ხვა სტი­ლით და­წე­რი­ლი ტექ­სტე­ბის ერ­თბ­ლი­ო­ბის­თვის. ებ­რა­ე­ლე­ბიც და ქრის­ტი­ა­ნე­ბიც, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზე­ბით, ამ ნა­წე­რებ­ში ღრმა სუ­ლი­ერ კავ­შირს ხე­დავ­დნენ. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ბერ­ძნუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი რი­ცხვის სი­ტყვა "ბიბ­ლია" შე­იც­ვა­ლა ლა­თი­ნუ­რი მხო­ლო­ბი­თი რი­ცხვის აღმნიშ­ვნე­ლი სი­ტყვით და "წიგ­ნე­ბის" ნაც­ვლად, "წიგ­ნი" გახ­და. რე­ფორ­მა­ცი­ამ, რომ­ლის დრო­საც ბიბ­ლია სხვა­დას­ხვა ენა­სა და დი­ა­ლექ­ტზე ითარ­გმნა, გა­ზარ­და მისი გავ­ლე­ნა ევ­რო­პე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბის აზ­როვ­ნე­ბა­ზე, წარ­მო­სახ­ვა­სა და სა­უ­ბარ­ზე. დღეს ამ წიგ­ნის სტა­ტუ­სი, რო­გორც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის ბესტსე­ლე­რის, უდა­ვოა. ვერც ერთი წიგ­ნი ის­ტო­რი­ა­ში ვერ უწევს მას კონ­კუ­რენ­ცი­ას.

თუმ­ცა, არის მე­ო­რე წიგ­ნიც, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ას პო­პუ­ლა­რო­ბით სულ მცი­რე­დით ჩა­მორ­ჩე­ბა. ეს ყუ­რა­ნია. ისე­ვე, რო­გორც ახა­ლი აღ­თქმა, ისიც ებ­რა­უ­ლი გად­მო­ცე­მის თვალ­ში­სა­ცემ კვალს ატა­რებს. ის­ლა­მუ­რი სწავ­ლე­ბით, ყუ­რა­ნის ტექ­სტი მა­რა­დი­უ­ლია და მას არც და­სა­ბა­მი აქვს. ყვე­ლა­ფე­რი მას­ში მი­იჩ­ნე­ვა სი­მარ­თლედ. შე­დე­გად, ყუ­რა­ნი უფრო ცენ­ტრა­ლუ­რია ის­ლა­მუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის, ვიდ­რე ბიბ­ლია - ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის. ის­ლა­მუ­რი სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ღმერ­თის­გან მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის გა­რე­შე, არ იარ­სე­ბებ­და ცოდ­ნა სწო­რი­სა და არას­წო­რის და არც იმი­სა, თუ რას ნიშ­ნავს, იყო ადა­მი­ა­ნი. სწო­რედ ის­ლამ­ში მი­აღ­წია წიგნ­მა თა­ვის სა­ბო­ლოო აპო­თე­ოზს.

კონ­ფუ­ცის "ანა­ლექ­ტე­ბი"

იმი­სათ­ვის, რომ გა­იც­ნოთ ჩი­ნე­თი, პირ­ველ რიგ­ში, კონ­ფუ­ცის "ანა­ლექ­ტე­ბი" უნდა წა­ი­კი­თხოთ. 2400-ზე მეტი წლის წინ და­წე­რი­ლი ეს წიგ­ნი ჩი­ნე­თის კულ­ტუ­რუ­ლი სტრუქ­ტუ­რის სა­ფუძ­ვე­ლია. ბიბ­ლი­ი­სა და ყუ­რა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც უფრო სუ­ლი­ე­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ანა­ლექ­ტე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბის ერ­თგვარ პრაქ­ტი­კულ ან­გა­რიშს წარ­მო­ად­გენს: ოჯა­ხის ერ­თგუ­ლე­ბა, მო­რა­ლუ­რი ღირ­სე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი იერ­არ­ქია და პო­ლი­ტი­კა. თუ ჩი­ნე­ლი ხართ, ბიბ­ლი­უ­რი ფრა­ზა "გიყ­ვარ­დეს მტე­რი შენი და ილო­ცე მათ­თვის, ვინც გმტრობს შენ", და­გაბ­ნევთ, რად­გან კონ­ფუ­ცი სა­პი­რის­პი­როს ამ­ბობს: "მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტად სათ­ნო ადა­მი­ანს აქვს უნა­რი, უყ­ვარ­დეს და სძულ­დეს". ჩი­ნე­ლის­თვის სი­ძულ­ვი­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­აა. ამ წიგნ­მა წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩი­ნე­თის და არა მხო­ლოდ ჩი­ნე­თის კულ­ტუ­რულ, სო­ცი­ა­ლურ და რე­ლი­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ჩარლზ დარ­ვი­ნის "სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა"

დარ­ვინ­მა შე­ი­მუ­შა­ვა ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლი­თაც ევო­ლუ­ცია ახ­სნა. სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა კა­ტებს მტრე­დებს შო­რის აყე­ნებ­და და კლე­რი­კა­ლურ გა­ლი­ებს მთლი­ა­ნად არ­ღვევ­და. დარ­ვინ­მა ეს იცო­და და სწო­რედ ამი­ტომ არის წიგ­ნი დიდ ლო­გი­კურ ჯაჭ­ვზე აგე­ბუ­ლი, სა­დაც მსჯე­ლო­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლად ვი­თარ­დე­ბა. ის არის "მხო­ლოდ ერთი გრძე­ლი არ­გუ­მენ­ტი", რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია მკი­თხვე­ლის შეგ­რძნე­ბე­ბის­კენ: დარ­ვი­ნი გვთხოვს, მი­მო­ვი­ხე­დოთ და ფუტკრე­ბი, მტრე­დე­ბი, ჭი­ა­ყე­ლე­ბი და ზღარ­ბე­ბი სა­კუ­თა­რი თვა­ლით შე­ვა­ფა­სოთ. "ცხოვ­რე­ბის ამ­გვარ ხედ­ვა­ში ნამ­დვი­ლად არის სი­დი­ა­დე: უმარ­ტი­ვე­სი სა­წყი­სი­დან მშვე­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ო­ცა­რის ფორ­მე­ბი უსას­რუ­ლოდ ვი­თარ­დე­ბო­და და ვი­თარ­დე­ბა," წერს ის. ამ წიგნ­მა შეც­ვა­ლა ჩვე­ნი აზრი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ. ის გვიჩ­ვე­ნებს, რომ ბუ­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, ზე­ბუ­ნებ­რივ­თან და­კავ­ში­რე­ბის გა­რე­შე აიხ­სნას და ამ­ტკი­ცებს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ის მი­ლი­არ­დო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­თხვე­ვი­თი შე­ჯა­ხე­ბე­ბი­თა და ეტა­პობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბით ფორ­მირ­დე­ბო­და.

ფრიდ­რიხ ენ­გელ­სის და კარლ მარ­ქსის "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მა­ნი­ფეს­ტი"

"სა­ში­ში გობ­ლი­ნი და­თა­რე­შობს ევ­რო­პა­ში..." - ასე­თი იყო "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მა­ნი­ფეს­ტის" ინ­გლი­სურ ენა­ზე თარ­გმნის პირ­ვე­ლი მო­უ­ხე­შა­ვი მცდე­ლო­ბა. წიგ­ნი არ არის პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის შე­სა­ხებ. მისი პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად წარ­მო­ად­გენს კა­პი­ტა­ლიზ­მის ოდას, რო­მელ­მაც რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი როლი შე­ას­რუ­ლა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ში ყვე­ლა ნა­წი­ლობ­რი­ვი თუ ფორ­მა­ლუ­რი მცდე­ლო­ბის ერ­თით ჩა­ნაც­ვლე­ბით. "ბურ­ჟუ­ა­ზი­ას არ შე­უძ­ლია იარ­სე­ბოს პრო­დუქ­ცი­ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის მუდ­მი­ვი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნი­ზა­ცი­ის გა­რე­შე, ისე­ვე რო­გორც, პრო­დუქ­ცი­ის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­რე­შე".

"კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მა­ნი­ფეს­ტი" და­სავ­ლუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის ცვლი­ლე­ბის სა­წყი­სი იყო , დატ­ვირ­თუ­ლი უამ­რა­ვი ახა­ლი და მა­ნამ­დე უც­ნო­ბი იდე­ით, რო­მელ­საც მოჰ­ყვა არა­ერ­თი დე­ბა­ტი და და­პი­რის­პი­რე­ბა მათ შო­რის ვინც იზი­ა­რებ­და და არ იზი­ა­რებ­და ამ იდე­ა­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბას.

სი­მონ დე ბო­ვუ­ა­რის "მე­ო­რე სქე­სი"

"ქა­ლად არ იბა­დე­ბი, ქალი ხდე­ბი"- ეს არის ფრა­ზა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უკეთ გად­მოს­ცემს ამ წიგ­ნის მთლი­ან პა­თოსს. დე ბო­ვუ­ა­რი უარ­ყოფს ბი­ო­ლო­გი­ურ ესენ­ცი­ა­ლიზმს - ქალი უფრო მე­ტია, ვიდ­რე ახა­ლი სი­ცო­ცხლის გა­ჩე­ნის წყა­რო და ამის სა­ნაც­ვლოდ, ქა­ლუ­რო­ბის ბუნ­დო­ვან თვი­სე­ბებს იკ­ვლევს. იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქალი არის გა­მო­ნაკ­ლი­სი, უც­ნა­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, იყოს კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მო­უკვლე­ვე­ლი ფორ­მა.

ვნე­ბე­ბის ის ნა­კა­დი, რომ­ლის გა­მოც ვა­ტი­კან­მა ის აკ­რძა­ლულ წიგნ­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, მო­ი­ტა­ნა დე ბო­ვუ­ა­რის ღია დის­კუ­სი­ებ­მა ქა­ლის სექ­სუ­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის, ლეს­ბო­სე­ლო­ბი­სა და სა­პი­რის­პი­რო სქე­სის ტან­საც­მლის ტა­რე­ბის შე­სა­ხებ. წიგ­ნი სვამს ფე­მი­ნიზ­მის უმ­თავ­რეს შე­კი­თხვას: რას ნიშ­ნავს, იყო ქალი? არ­ცთუ გა­საკ­ვი­რად, მას­შტა­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, "მე­ო­რე სქე­სის" გა­მო­ცე­მა სენ­სა­ცია აღ­მოჩ­ნდა. 1949 წელს, პა­რიზ­ში, პირ­ველ­სა­ვე კვი­რას 22 ათა­სი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და, მისი ინ­გლი­სუ­რი თარ­გმა­ნი კი მა­შინ­ვე ბესტსე­ლე­რად იქცა ამე­რი­კა­ში.

წიგნები, რომლებმაც სამყარო შეცვალა

წიგნები, რომლებმაც სამყარო შეცვალა

ლიტერატურული სამყარო დღეს უამრავ ერთმანეთისგან განსხვავებულ წიგნს მოიცავს. მათ შორის არის ყველა დროის ბესტსელერები, წიგნები, რომლებმაც არც თუ ისე დიდი პოპულარობა მოიპოვეს, მსოფლიო კლასიკებად აღიარებული ნაწარმოებები და ა.შ.

ამ წიგნთა სამყაროში კი არსებობს ისეთები, რომლებმაც შეცვალა თაობათა ბედი, აზროვნებისა და ცხოვრების ტიპი, მთელი სოციალური მოწყობაც კი და საბოლოო ჯამში, შეცვალა მთლიანად სამყარო. აქცია ის ისეთად, როგორიც არის დღეს და საინტერესოა, რომ არა ისინი, როგორი ტიპის სამყაროში ვიცხოვრებდით დღეს ჩვენ? ამ დიდ წიგნთა ნაწილს სწორედ ჩვენს სტატიაში გაეცნობით.

წმინდა წერილი

თავდაპირველად, „ბიბლია“ ნიშნავდა „წიგნებს“. ბერძნულენოვანი ებრაელები და ქრისტიანები ამ სიტყვას იყენებდნენ, როგორც ერთგვარ სტენოგრამას თავიანთი ნაწერებისთვის: სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა სტილით დაწერილი ტექსტების ერთბლიობისთვის. ებრაელებიც და ქრისტიანებიც, განსხვავებული გზებით, ამ ნაწერებში ღრმა სულიერ კავშირს ხედავდნენ. შუა საუკუნეებში, ბერძნული მრავლობითი რიცხვის სიტყვა „ბიბლია“ შეიცვალა ლათინური მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვით და „წიგნების“ ნაცვლად, „წიგნი“ გახდა. რეფორმაციამ, რომლის დროსაც ბიბლია სხვადასხვა ენასა და დიალექტზე ითარგმნა, გაზარდა მისი გავლენა ევროპელი ქრისტიანების აზროვნებაზე, წარმოსახვასა და საუბარზე. დღეს ამ წიგნის სტატუსი, როგორც მსოფლიოს ყველა დროის ბესტსელერის, უდავოა. ვერც ერთი წიგნი ისტორიაში ვერ უწევს მას კონკურენციას.

თუმცა, არის მეორე წიგნიც, რომელიც ბიბლიას პოპულარობით სულ მცირედით ჩამორჩება. ეს ყურანია. ისევე, როგორც ახალი აღთქმა, ისიც ებრაული გადმოცემის თვალშისაცემ კვალს ატარებს. ისლამური სწავლებით, ყურანის ტექსტი მარადიულია და მას არც დასაბამი აქვს. ყველაფერი მასში მიიჩნევა სიმართლედ. შედეგად, ყურანი უფრო ცენტრალურია ისლამური ცივილიზაციისათვის, ვიდრე ბიბლია - ქრისტიანობისთვის. ისლამური სწავლების მიხედვით, ღმერთისგან მოცემული წიგნის გარეშე, არ იარსებებდა ცოდნა სწორისა და არასწორის და არც იმისა, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი. სწორედ ისლამში მიაღწია წიგნმა თავის საბოლოო აპოთეოზს.

კონფუცის „ანალექტები“

იმისათვის, რომ გაიცნოთ ჩინეთი, პირველ რიგში, კონფუცის „ანალექტები“ უნდა წაიკითხოთ. 2400-ზე მეტი წლის წინ დაწერილი ეს წიგნი ჩინეთის კულტურული სტრუქტურის საფუძველია. ბიბლიისა და ყურანისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო სულიერებაზეა ორიენტირებული, ანალექტები ადამიანების ყოფითი ცხოვრების ერთგვარ პრაქტიკულ ანგარიშს წარმოადგენს: ოჯახის ერთგულება, მორალური ღირსება, სოციალური იერარქია და პოლიტიკა. თუ ჩინელი ხართ, ბიბლიური ფრაზა „გიყვარდეს მტერი შენი და ილოცე მათთვის, ვინც გმტრობს შენ“, დაგაბნევთ, რადგან კონფუცი საპირისპიროს ამბობს: „მხოლოდ ჭეშმარიტად სათნო ადამიანს აქვს უნარი, უყვარდეს და სძულდეს“. ჩინელისთვის სიძულვილი აუცილებელი მორალური პოზიციაა. ამ წიგნმა წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოახდინა ჩინეთის და არა მხოლოდ ჩინეთის კულტურულ, სოციალურ და რელიგიურ განვითარებაზე.

ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობა“

დარვინმა შეიმუშავა ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმი, რომლითაც ევოლუცია ახსნა. სახეობათა წარმოშობა კატებს მტრედებს შორის აყენებდა და კლერიკალურ გალიებს მთლიანად არღვევდა. დარვინმა ეს იცოდა და სწორედ ამიტომ არის წიგნი დიდ ლოგიკურ ჯაჭვზე აგებული, სადაც მსჯელობა თანმიმდევრულად ვითარდება. ის არის „მხოლოდ ერთი გრძელი არგუმენტი“, რომელიც მიმართულია მკითხველის შეგრძნებებისკენ: დარვინი გვთხოვს, მიმოვიხედოთ და ფუტკრები, მტრედები, ჭიაყელები და ზღარბები საკუთარი თვალით შევაფასოთ. „ცხოვრების ამგვარ ხედვაში ნამდვილად არის სიდიადე: უმარტივესი საწყისიდან მშვენიერებისა და საოცარის ფორმები უსასრულოდ ვითარდებოდა და ვითარდება,“ წერს ის. ამ წიგნმა შეცვალა ჩვენი აზრი სამყაროს შესახებ. ის გვიჩვენებს, რომ ბუნების მრავალფეროვნება, შესაძლოა, ზებუნებრივთან დაკავშირების გარეშე აიხსნას და ამტკიცებს, რომ სინამდვილეში, ის მილიარდობით წლის განმავლობაში, შემთხვევითი შეჯახებებითა და ეტაპობრივი ცვლილებებით ფორმირდებოდა.

ფრიდრიხ ენგელსის და კარლ მარქსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“

„საშიში გობლინი დათარეშობს ევროპაში...“ - ასეთი იყო „კომუნისტური პარტიის მანიფესტის“ ინგლისურ ენაზე თარგმნის პირველი მოუხეშავი მცდელობა. წიგნი არ არის პროლეტარიატის შესახებ. მისი პირველი ნაწილი მთლიანად წარმოადგენს კაპიტალიზმის ოდას, რომელმაც რევოლუციური როლი შეასრულა საბაზრო ეკონომიკაში ყველა ნაწილობრივი თუ ფორმალური მცდელობის ერთით ჩანაცვლებით. „ბურჟუაზიას არ შეუძლია იარსებოს პროდუქციის ინსტრუმენტების მუდმივი რევოლუციონიზაციის გარეშე, ისევე როგორც, პროდუქციის ურთიერთკავშირისა და საზოგადოების ურთიერთობების გარეშე“.

„კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ დასავლური ცნობიერების ცვლილების საწყისი იყო , დატვირთული უამრავი ახალი და მანამდე უცნობი იდეით, რომელსაც მოჰყვა არაერთი დებატი და დაპირისპირება მათ შორის ვინც იზიარებდა და არ იზიარებდა ამ იდეათა ღირებულებას და საჭიროებას.

სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესი“

„ქალად არ იბადები, ქალი ხდები“- ეს არის ფრაზა, რომელიც ყველაზე უკეთ გადმოსცემს ამ წიგნის მთლიან პათოსს. დე ბოვუარი უარყოფს ბიოლოგიურ ესენციალიზმს - ქალი უფრო მეტია, ვიდრე ახალი სიცოცხლის გაჩენის წყარო და ამის სანაცვლოდ, ქალურობის ბუნდოვან თვისებებს იკვლევს. იგი აღნიშნავს, რომ ქალი არის გამონაკლისი, უცნაურობა, რომელიც მამაკაცს აძლევს საშუალებას, იყოს კაცობრიობის გამოუკვლეველი ფორმა.

ვნებების ის ნაკადი, რომლის გამოც ვატიკანმა ის აკრძალულ წიგნთა სიაში შეიყვანა, მოიტანა დე ბოვუარის ღია დისკუსიებმა ქალის სექსუალობის შესახებ, მათ შორის, ლესბოსელობისა და საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ტარების შესახებ. წიგნი სვამს ფემინიზმის უმთავრეს შეკითხვას: რას ნიშნავს, იყო ქალი? არცთუ გასაკვირად, მასშტაბების გათვალისწინებით, „მეორე სქესის“ გამოცემა სენსაცია აღმოჩნდა. 1949 წელს, პარიზში, პირველსავე კვირას 22 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა, მისი ინგლისური თარგმანი კი მაშინვე ბესტსელერად იქცა ამერიკაში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს