სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" ნო­ემ­ბრის ნო­მე­რი #11(71), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

რო­გორ აქ­ცი­ეს ბერ­ძნებ­მა აბა­ში­ძე­თა სა­ვა­ნე "აბაშ­თა კუთ­ვნი­ლე­ბად" / მიჩ­ქმა­ლუ­ლი ქარ­თუ­ლი კვა­ლი იე­რუ­სა­ლიმ­ში (წმინ­და აბ­რა­ა­მის მო­ნას­ტე­რი)

წმინ­და აბ­რა­ამ მა­მამ­თავ­რის მო­ნას­ტრის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა ქრის­ტეს საფ­ლა­ვის ტაძ­რის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით დგას. ბერ­ძნულ ტრა­დი­ცი­ას თუ ვენ­დო­ბით, აბ­რა­ა­მის მო­ნას­ტე­რი მათ ხელ­ში თით­ქოს ეთი­ო­პი­ელ­თა­გან გა­და­ვი­და 1660 თუ 1668 წელს, როცა დაგ­რო­ვი­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზით ამ უკა­ნას­კნე­ლებ­მა იგი იძუ­ლე­ბით დათ­მეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქრის­ტი­ან ეთი­ო­პი­ელ­თა არც ზე­პირ­სი­ტყვი­ერ გად­მო­ცე­მებ­ში და არც წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში არ­სად არ არის ნახ­სე­ნე­ბი აბ­რა­ა­მის მო­ნას­ტე­რი, რო­გორც მათი ყო­ფი­ლი სა­ვა­ნე. სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენს ხელთ საკ­მა­რი­სი მა­სა­ლა არ­სე­ბობს იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ამ მო­ნას­ტრის და­არ­სე­ბის სა­თა­ვე­ებ­თან ქარ­თვე­ლე­ბი იდ­გნენ. და რაც უფრო სა­გუ­ლის­ხმოა, თვით ბერ­ძნულ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში და­ცუ­ლი ცნო­ბე­ბით მტკიც­დე­ბა, რომ XVII სა­უ­კუ­ნე­ში ეს სა­ვა­ნე ქარ­თველ­თა უცი­ლო­ბელ სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­და... რა­კი­ღა წმინ­და აბ­რა­ამ მა­მამ­თავ­რის მო­ნას­ტე­რი, რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, აბა­ში­ძე­თა წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი გვა­რის პატ­რო­ნა­ჟის ქვეშ მყო­ფი ქარ­თუ­ლი სა­ვა­ნე იყო, ად­გი­ლობ­რივ მას შე­იძ­ლე­ბა ასეც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ - აბა­ში­ძე­თა მო­ნას­ტრად, რაც შემ­დგომ­ში ბერ­ძნულ ზე­პირ გად­მო­ცე­მა­ში შეც­დო­მით აბა­შე­ბის (იგი­ვე აბი­სი­ნი­ელ­თა ანუ ეთი­ო­პი­ელ­თა) კუთ­ვნილ მო­ნას­ტრად ტრანსფორ­მირ­და. «აბაშ­ნი», ასე ეძახ­დნენ ეთი­ო­პი­ე­ლებს ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში. «ჰა­ბაშ», ასე უწო­დე­ბენ არა­ბე­ბი მათ დღე­საც.

«ტაძ­რის ხალ­ხი» - ჯონ­სტა­უ­ნის ტრა­გე­დია / XX სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში მა­სობ­რივ­მა თვით­მკვლე­ლო­ბამ მსოფ­ლიო შეძ­რა

აშშ-ში უამ­რა­ვი სექ­ტა არ­სე­ბობ­და და არ­სე­ბობს, თუმ­ცა «ტაძ­რის ხალ­ხის» ის­ტო­რია გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს. სექ­ტან­ტურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ხში­რად უდ­გას სა­თა­ვე­ში ფა­ნა­ტი­კო­სი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ზე­მოქ­მე­დებს მა­სებ­ზე, იყე­ნებს მათ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის პრო­პა­გან­დის­თვის და აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი იდე­ე­ბიც აქვს. სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ ჯიმ ჯონ­სიც. «ტაძ­რის ხალ­ხის» ლი­დე­რი ქა­რიზ­მა­ტუ­ლი გახ­ლდათ. იზი­ა­რებ­და სო­ცი­ა­ლის­ტურ იდე­ებს და ხში­რად აცხა­დებ­და, რომ ამე­რი­კუ­ლი კა­პი­ტა­ლიზ­მი მსოფ­ლი­ო­ში არა­ჯან­საღ ბა­ლანსს ქმნი­და. ქა­და­გებ­და სო­ცი­ა­ლიზ­მის უპი­რა­ტე­სო­ბას კა­პი­ტა­ლიზ­მზე და მისი სა­ხა­რე­ბა კო­მუ­ნიზ­მი ხდე­ბო­და. ...ჯონ­სის თქმით, დად­გა დრო, მას და სექ­ტის წევ­რებს მო­ეხ­დი­ნათ «რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი აქტი» - თვით­მკვლე­ლო­ბა. ჯი­მის თე­ო­რია იყო ასე­თი: მას და მის მიმ­დევ­რებს შე­უძ­ლი­ათ შე­ვიდ­ნენ ის­ტო­რი­ა­ში იმით, რომ სა­ბო­ლო­ოდ თქვეს უარი კა­პი­ტა­ლიზ­მზე და არ­ჩი­ეს სიკ­ვდი­ლი სო­ცი­ა­ლიზ­მის­თვის. ჯი­მის ჩა­გო­ნე­ბით, ჯონ­სტა­უ­ნის მცხოვ­რებ­ლებ­მა სა­წამ­ლა­ვით თვით­მკვლე­ლო­ბა აირ­ჩი­ეს. 1978 წლის 18 ნო­ემ­ბერს 912 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ჯონ­სტა­უ­ნის ტრა­გე­დია ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, რო­გორც ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი თვით­მკვლე­ლო­ბა. მომ­ხდა­რი აშშ-ის ერთ-ერთ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ად მი­იჩ­ნე­ვა, 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქტთან ერ­თად. «ტაძ­რის ხალ­ხის» სექ­ტამ ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში შემ­ზა­რა­ვი კვა­ლი და­ტო­ვა.

სტა­ლი­ნის ორე­უ­ლი - ფე­ლიქს და­და­ე­ვი

ათე­უ­ლო­ბით წე­ლი­წადს და­დი­ო­და რუ­სეთ­ში ხმე­ბი, რომ სტა­ლინს «ტყუ­პის­ცა­ლი» ჰყავ­და, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ბე­ლადს ცვლი­და. ორე­უ­ლი სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და. ფე­ლიქს და­და­ე­ვი, რუ­სე­თი­სა და და­ღეს­ტნის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე და ილუ­ზი­ო­ნის­ტი, სტა­ლი­ნის ორე­უ­ლის როლს კრემ­ლის ბრძა­ნე­ბით თა­მა­შობ­და. ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტ­ხანს და­და­ე­ვი სიკ­ვდი­ლის ში­შით ჩუ­მად იყო. მხო­ლოდ 2008 წელს, როცა 90 წლის ასაკს მი­უ­კა­კუ­ნა და მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის­გან ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია მი­ი­ღო, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი «ნა­ირ­გვა­რი სამ­ყა­რო» და­წე­რა. ავ­ტო­რი წლე­ბის შემ­დეგ ამ­ხელს, რომ ერთ-ერთი იყო სტა­ლი­ნის ოთხი ორე­უ­ლი­დან. და­და­ე­ვი თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და, ხში­რად ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბი­თაც, - სწავ­ლობ­და ბე­ლა­დის სი­ა­რუ­ლის, მე­ტყვე­ლე­ბის, ქცე­ვის მა­ნე­რებს. და­ი­წყო ბე­ლა­დის სა­ფირ­მო ნიშ­ნის - წი­თე­ლი არ­მი­ის ქუ­დი­სა და მედ­ლე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მის ტა­რე­ბა. და­და­ე­ვი იხ­სე­ნებს შემ­თხვე­ვას, როცა მას პირ­ვე­ლად მო­უ­წია სტა­ლი­ნის გან­სა­ხი­ე­რე­ბამ ბე­ლა­დის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას­თან...

ჰა­ფეზ ალ-ასა­დი თბი­ლის­ში

სი­რია დღეს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლია. ამ ქვე­ყა­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა 2011 წელს და­ი­წყო, როცა ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი ასა­დის საგ­ვა­რე­უ­ლოს მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვიდ­ნენ. ასა­დე­ბის გვა­რი სი­რი­ას გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მარ­თავს. 1970 წელს ჰა­ფეზ ალ-ასად­მა მო­ა­ხერ­ხა მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­კუ­თარ ხელ­ში კონ­ცენ­ტრა­ცია, ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი და­ამ­ყა­რა და შემ­დეგ ას­პა­რე­ზი შვილს - ბა­შარს და­უთ­მო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 1977 წელს მო­ე­წყო ჰა­ფეზ ალ-ასა­დის ვი­ზი­ტი საბ­ჭოა კავ­შირ­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

«ცხრა ღირ­სე­უ­ლი» / რა­ინ­დო­ბის სიმ­ბო­ლო შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ევ­რო­პა­ში

«ცხრა ღირ­სე­უ­ლი» არის ცხრა ის­ტო­რი­უ­ლი, ბიბ­ლი­უ­რი და ლე­გენ­და­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის კრე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც რა­ინ­დო­ბის იდე­ა­ლურ მა­გა­ლი­თე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. ყვე­ლა მათ­განს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ რო­გორც პრინ­ცებს, მთავ­რებს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა ტი­ტუ­ლებს ატა­რებ­დნენ. ფრან­გე­ბი მათ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ რო­გორც «ცხრა ვაჟ­კაცს». ისი­ნი იყ­ვნენ სიმ­ბო­ლო­ე­ბი არა მხო­ლოდ ჯა­რის­კა­ცუ­ლი სი­მა­მა­ცი­სა და კარ­გი მხე­დარ­თმთავ­რო­ბი­სა, არა­მედ რა­ინ­დუ­ლი მო­რა­ლი­საც. «ცხრა ღირ­სე­ულ­ში» სამი «კარ­გი» წარ­მარ­თია: ჰექ­ტო­რი, ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლი და იუ­ლი­უს კე­ი­სა­რი; სამი «კარ­გი» ებ­რა­ე­ლი: ისუ (იესო) ნა­ვეს ძე, და­ვი­თი და იუდა მა­კა­ბე­ლი და სამი «კარ­გი» ქრის­ტი­ა­ნი: მეფე არ­თუ­რი, კარ­ლოს დიდი და გო­დფ­რუა დე ბუ­ი­ო­ნი...

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

პო­ლო­ნეთ­ში ნა­ცის­ტე­ბის დრო­ის კაფ­სუ­ლა იპო­ვეს

მა­რი­ხუ­ა­ნას 2500 წლის წი­ნაც მო­იხ­მარ­დნენ?

ტე­რა­კო­ტის არ­მია ძველ­მა ბერ­ძნებ­მა შექ­მნეს?

უძ­ვე­ლე­სი რო­მა­უ­ლი ღმერ­თე­ბი პეტ­რა­დან

ქარ­თვე­ლე­ბი ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს

სა­მეგ­რე­ლოს დე­დოფ­ლის ეს­პა­ნუ­რი მა­რაო / ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის მა­რა­ო­სა და ეს­პა­ნე­ლი ელ­ჩის უიღ­ბლო სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

პო­ლო­ნე­თის კონ­ტრად­მი­რა­ლი იეჟი თუ­მა­ნიშ­ვი­ლი

ვინა თქვა თუშ­თა და­ლე­ვა!.. / ომა­ლოს სიძ­ვე­ლეთ­სა­ცა­ვებ­ში, თუ­შუ­რი ამ­ბე­ბის თან­ხლე­ბით (რე­პორ­ტა­ჟი I)

აფხა­ზე­თის ომის ექო / «მივ­ხვდი, უსუ­ლო იყო ჩემი ეზო...»

ძვე­ლი შუ­ამ­დი­ნა­რე­თი / სკო­ლა შუ­მერ­ში

ოლი­გარ­ქის «გა­დაგ­დე­ბა» - რო­გორ მი­ჭირხნეს ბე­რე­ზოვ­სკი / თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის მოკ­ლე ის­ტო­რია. გაგ­რძე­ლე­ბა.

ფო­ტო­ალ­ბო­მი გა­ი­ცა­ნი სა­ქარ­თვე­ლო / აღ­მო­ა­ჩი­ნე თბი­ლი­სი

სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი, დიდი მწე­რა­ლი - აგენ­ტი უნებ­ლი­ეთ?! / ვი­ლის ლა­ცი­სის ტრა­გე­დია

ქარ­თუ­ლი ძეგ­ლე­ბი. ნი­ნოწ­მინ­და / მცხე­თის ჯვრის ბრწყინ­ვა­ლე წი­ნა­მორ­ბე­დი კა­ხეთ­ში

ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია / ბრძო­ლის სა­უ­კუ­ნე

ცხოვ­რე­ბა / გია ჭუ­ბაბ­რი­ას დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სა­გან­ძუ­რი

ჯა­რის­კა­ცის თავ­გა­და­სა­ვა­ლი / 500 დღე და ღამე მტრის ზურ­გში (გაგ­რძე­ლე­ბა)

ფურ­ცლე­ბი წარ­სუ­ლი­დან / ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი #11(71), რომელშიც წაიკითხავთ:

როგორ აქციეს ბერძნებმა აბაშიძეთა სავანე "აბაშთა კუთვნილებად" / მიჩქმალული ქართული კვალი იერუსალიმში (წმინდა აბრაამის მონასტერი)

წმინდა აბრაამ მამამთავრის მონასტრის სამსართულიანი შენობა ქრისტეს საფლავის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას. ბერძნულ ტრადიციას თუ ვენდობით, აბრაამის მონასტერი მათ ხელში თითქოს ეთიოპიელთაგან გადავიდა 1660 თუ 1668 წელს, როცა დაგროვილი დავალიანების მიზეზით ამ უკანასკნელებმა იგი იძულებით დათმეს. აღსანიშნავია, რომ ქრისტიან ეთიოპიელთა არც ზეპირსიტყვიერ გადმოცემებში და არც წერილობით წყაროებში არსად არ არის ნახსენები აბრაამის მონასტერი, როგორც მათი ყოფილი სავანე. სამაგიეროდ, ჩვენს ხელთ საკმარისი მასალა არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ამ მონასტრის დაარსების სათავეებთან ქართველები იდგნენ. და რაც უფრო საგულისხმოა, თვით ბერძნულ წერილობით წყაროებში დაცული ცნობებით მტკიცდება, რომ XVII საუკუნეში ეს სავანე ქართველთა უცილობელ საკუთრებას წარმოადგენდა... რაკიღა წმინდა აბრაამ მამამთავრის მონასტერი, როგორც გავარკვიეთ, აბაშიძეთა წარჩინებული გვარის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ქართული სავანე იყო, ადგილობრივ მას შეიძლება ასეც მოიხსენიებდნენ - აბაშიძეთა მონასტრად, რაც შემდგომში ბერძნულ ზეპირ გადმოცემაში შეცდომით აბაშების (იგივე აბისინიელთა ანუ ეთიოპიელთა) კუთვნილ მონასტრად ტრანსფორმირდა. «აბაშნი», ასე ეძახდნენ ეთიოპიელებს ძველ საქართველოში. «ჰაბაშ», ასე უწოდებენ არაბები მათ დღესაც.

«ტაძრის ხალხი» - ჯონსტაუნის ტრაგედია / XX საუკუნის 70-იან წლებში მასობრივმა თვითმკვლელობამ მსოფლიო შეძრა

აშშ-ში უამრავი სექტა არსებობდა და არსებობს, თუმცა «ტაძრის ხალხის» ისტორია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სექტანტურ გაერთიანებას ხშირად უდგას სათავეში ფანატიკოსი პიროვნება, რომელიც ზემოქმედებს მასებზე, იყენებს მათ საკუთარი იდეების პროპაგანდისთვის და აკვიატებული იდეებიც აქვს. სწორედ ასეთი ადამიანი გახლდათ ჯიმ ჯონსიც. «ტაძრის ხალხის» ლიდერი ქარიზმატული გახლდათ. იზიარებდა სოციალისტურ იდეებს და ხშირად აცხადებდა, რომ ამერიკული კაპიტალიზმი მსოფლიოში არაჯანსაღ ბალანსს ქმნიდა. ქადაგებდა სოციალიზმის უპირატესობას კაპიტალიზმზე და მისი სახარება კომუნიზმი ხდებოდა. ...ჯონსის თქმით, დადგა დრო, მას და სექტის წევრებს მოეხდინათ «რევოლუციური აქტი» - თვითმკვლელობა. ჯიმის თეორია იყო ასეთი: მას და მის მიმდევრებს შეუძლიათ შევიდნენ ისტორიაში იმით, რომ საბოლოოდ თქვეს უარი კაპიტალიზმზე და არჩიეს სიკვდილი სოციალიზმისთვის. ჯიმის ჩაგონებით, ჯონსტაუნის მცხოვრებლებმა საწამლავით თვითმკვლელობა აირჩიეს. 1978 წლის 18 ნოემბერს 912 ადამიანი დაიღუპა. ჯონსტაუნის ტრაგედია ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური თვითმკვლელობა. მომხდარი აშშ-ის ერთ-ერთ უმძიმეს ტრაგედიად მიიჩნევა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან ერთად. «ტაძრის ხალხის» სექტამ ამერიკის ისტორიაში შემზარავი კვალი დატოვა.

სტალინის ორეული - ფელიქს დადაევი

ათეულობით წელიწადს დადიოდა რუსეთში ხმები, რომ სტალინს «ტყუპისცალი» ჰყავდა, რომელიც ზოგჯერ ბელადს ცვლიდა. ორეული სტალინის გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ალაპარაკდა. ფელიქს დადაევი, რუსეთისა და დაღესტნის სახალხო არტისტი, ყოფილი მოცეკვავე და ილუზიონისტი, სტალინის ორეულის როლს კრემლის ბრძანებით თამაშობდა. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს დადაევი სიკვდილის შიშით ჩუმად იყო. მხოლოდ 2008 წელს, როცა 90 წლის ასაკს მიუკაკუნა და მმართველი რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო, ავტობიოგრაფიული წიგნი «ნაირგვარი სამყარო» დაწერა. ავტორი წლების შემდეგ ამხელს, რომ ერთ-ერთი იყო სტალინის ოთხი ორეულიდან. დადაევი თავდაუზოგავად შრომობდა, ხშირად ლავრენტი ბერიას მეთვალყურეობითაც, - სწავლობდა ბელადის სიარულის, მეტყველების, ქცევის მანერებს. დაიწყო ბელადის საფირმო ნიშნის - წითელი არმიის ქუდისა და მედლებით დამძიმებული სამხედრო ფორმის ტარება. დადაევი იხსენებს შემთხვევას, როცა მას პირველად მოუწია სტალინის განსახიერებამ ბელადის უახლოეს გარემოცვასთან...

ჰაფეზ ალ-ასადი თბილისში

სირია დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია. ამ ქვეყანაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წელს დაიწყო, როცა ოპოზიციური ძალები ასადის საგვარეულოს მმართველობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ასადების გვარი სირიას გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მართავს. 1970 წელს ჰაფეზ ალ-ასადმა მოახერხა მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრაცია, ქვეყანაში სტაბილური ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა და შემდეგ ასპარეზი შვილს - ბაშარს დაუთმო. საინტერესოა, რომ 1977 წელს მოეწყო ჰაფეზ ალ-ასადის ვიზიტი საბჭოა კავშირში, რომლის ფარგლებშიც სირიის პრეზიდენტი საქართველოს დედაქალაქში იმყოფებოდა.

«ცხრა ღირსეული» / რაინდობის სიმბოლო შუა საუკუნეების ევროპაში

«ცხრა ღირსეული» არის ცხრა ისტორიული, ბიბლიური და ლეგენდარული პერსონაჟის კრებული, რომელთაც რაინდობის იდეალურ მაგალითებად მიიჩნევდნენ შუა საუკუნეებში. ყველა მათგანს მოიხსენიებდნენ როგორც პრინცებს, მთავრებს, იმის მიუხედავად, სინამდვილეში რა ტიტულებს ატარებდნენ. ფრანგები მათ მოიხსენიებდნენ როგორც «ცხრა ვაჟკაცს». ისინი იყვნენ სიმბოლოები არა მხოლოდ ჯარისკაცული სიმამაცისა და კარგი მხედართმთავრობისა, არამედ რაინდული მორალისაც. «ცხრა ღირსეულში» სამი «კარგი» წარმართია: ჰექტორი, ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი; სამი «კარგი» ებრაელი: ისუ (იესო) ნავეს ძე, დავითი და იუდა მაკაბელი და სამი «კარგი» ქრისტიანი: მეფე ართური, კარლოს დიდი და გოდფრუა დე ბუიონი...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

პოლონეთში ნაცისტების დროის კაფსულა იპოვეს

მარიხუანას 2500 წლის წინაც მოიხმარდნენ?

ტერაკოტის არმია ძველმა ბერძნებმა შექმნეს?

უძველესი რომაული ღმერთები პეტრადან

ქართველები ბალტიისპირეთში მეორე მსოფლიო ომის დროს

სამეგრელოს დედოფლის ესპანური მარაო / ეკატერინე ჭავჭავაძის მარაოსა და ესპანელი ელჩის უიღბლო სიყვარულის ამბავი

პოლონეთის კონტრადმირალი იეჟი თუმანიშვილი

ვინა თქვა თუშთა დალევა!.. / ომალოს სიძველეთსაცავებში, თუშური ამბების თანხლებით (რეპორტაჟი I)

აფხაზეთის ომის ექო / «მივხვდი, უსულო იყო ჩემი ეზო...»

ძველი შუამდინარეთი / სკოლა შუმერში

ოლიგარქის «გადაგდება» - როგორ მიჭირხნეს ბერეზოვსკი / თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია. გაგრძელება.

ფოტოალბომი გაიცანი საქართველო / აღმოაჩინე თბილისი

სადაზვერვო თამაშები, დიდი მწერალი - აგენტი უნებლიეთ?! / ვილის ლაცისის ტრაგედია

ქართული ძეგლები. ნინოწმინდა / მცხეთის ჯვრის ბრწყინვალე წინამორბედი კახეთში

ილუსტრირებული ისტორია / ბრძოლის საუკუნე

ცხოვრება / გია ჭუბაბრიას დოკუმენტური ფილმების საგანძური

ჯარისკაცის თავგადასავალი / 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

ფურცლები წარსულიდან / ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს