ქართული 3D წიგნების კვირეული და უპრეცედენტო აქცია 1+5

ქართული 3D წიგნების კვირეული და უპრეცედენტო აქცია 1+5

18 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით იმართება ქართული 3D წიგნების კვირეული. კვირეულის ფარგლებში, "ბიბლუსის" მხოლოდ 6 ფილიალში ( იოსებიძის #49, ბახტრიონის #16, ქავთარაძის # 1(გუდვილი) , გლდანი მოლი, ჭავჭავაძის #7("ბიბლუსის გალერეა"), აღმაშენებლის მე-15 კმ. ( თბილისი მოლი), დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.

მკითხველმა უკვე მიიღო მონაწილეობა ქაღალდის ინჟინრის კოტე იანტბელიძის მასტერკლასში - "როგორ შევქმნათ 3D წიგნები", დაესწრო სპეციალური გამოფენა-გაყიდვის აქციას გლდანი მოლში, ახლა კი "ბიბლუსის" 6 ფილიალში შეუძლია ისარგებლოს უპრეცედენტო აქციით 1+5 (ნებისმიერი 1 3D წიგნის შეძენის შემთხვევაში მკითხველს საჩუქრად გადაეცემა 5 წიგნი სერიიდან "დიდი ქართველები").

პირველი ქართული მოძრავჩანართებიანი წიგნი საქართველოში 2011 წელს გამოვიდა. მაშინ პირველად შეძლეს ბავშვებმა ვეფხისა და მოყმის ამბავი ერთდროულად წაეკითხათ, ენახათ და შეხებოდნენ. "ვეფხისტყაოსნის" მერე იყო დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე - ამჟამად ქართული 3D წიგნებისა სერიის ფარგლებში უკვე 9 წიგნია გამოსული. თითეული წიგნის იდეა, მაკეტი, 3D მოძრავი ჩანართები, ილუსტრაციები, დიზაინი და ტექსტი ქართველ ავტორებს ეკუთვნით - გამომცემლობა "პალიტრა ლ" ერთ-ერთია, რომელიც საქართველოში 3D წიგნების სერიას ქმნის.

თითეულ წიგნზე მუშაობა დაახლოებით 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ქართველი ავტორების მთავარი ამოცანა პატარების

ყურადღების მიქცევა, კითხვისადმი ინტერესის გამოჩენა და მათზე წარუშლელი შთაბეჭდილებების მოხდენაა. სამგანზომილებიანი წიგნის კითხვა იწვევს ბავშვში მოთხოვინილებას მომავალში უფრო რთული წიგნი წაიკითხოს.

"პალიტრა ლ"-ის ილუსტრირებული წიგნები ბავშვებს საშულებაას აძლევს, იმოგზაურონ ისტორიულ სამყაროში და ხელით შეეხონ საყვარელ გმირებსა თუ მოვლენებს. ვეფხისტყაოსანი, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, ვახტანგ გორგასალი, დიდოსტატის მარჯვენა, არგონავტები, პრომეთე, მეფე თამარი, ერეკლე მეორე - ეს ქართული 3D სერიის ფარგლებში გამოსული წიგნების ჩამონათავალია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს