საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, სადაც ყველაზე მეტი წიგნი იბეჭდება

საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, სადაც ყველაზე მეტი წიგნი იბეჭდება

ბრიტანულმა გამოცემა "ეკონომისტმა" გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც ყველაზე მეტი ახალი გამოცემა დაბეჭდეს 2013 წლის მონაცემებით. სიაში საქართველო მეხუთე ადგილზეა. "ეკონომისტის" ინფორმაციით, საქართველოში 1 547 გამოცემა დაიბეჭდა. ყველაზე მეტ წიგნს წლის მანძილზე ბრიტანეთში ბეჭდავენ - 2 870 სხვადასხვა გამოცემას. ჩინეთი და აშშ მეთორმეტე და მეთხუთმეტე ადგილზე იმყოფებიან.

საქართველოში ბეჭდვითი სექტორი აქტიურად მუშაობს და ხდება ახალგაზრდებში წიგნიერების წახალისება. ითარგმნება მსოფლიოს უახლესი ბესტსელერები და საზოგადოებას საშუალება ეძლევა, ახალ ავტორებს გაეცნოს.

The Economist named Georgia among top five biggest book publishers

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს