მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:56-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წიგნი, რომელიც ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება
10 წიგნი, რომელიც ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება

არ­სე­ბობს წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­ტი­ვად და სწრა­ფად იკი­თხე­ბა, თუმ­ცა, ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში წა­რუშ­ლელ კვალს ტო­ვებს. ჩვენ სწო­რედ ასე­თი წიგ­ნე­ბის სიას გთა­ვა­ზობთ:

ტრუ­მან კა­პო­ტე - სა­უზ­მე ტი­ფა­ნის­თან

ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ცდი­ლობს ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის პოვ­ნას, მაგ­რამ ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ ახერ­ხებს ამას. ის­ტო­რია იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ო­დენ რთუ­ლია შე­ი­ნარ­ჩუ­ნო სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა და რო­გო­რი მწა­რე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მოჩ­ვე­ნე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ისე­ვე რო­გორც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.

ანნა გა­ვალ­და - 35 კი­ლოგ­რა­მი იმე­დი

ეს პა­ტა­რა პო­ე­ტუ­რი ამ­ბა­ვი მოგ­ვი­თხრობს მთა­ვარ­ზე: ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზის არ­ჩე­ვა­ზე, სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლა­სა და ერ­თგუ­ლე­ბა­ზე. 13 წლის მო­ზარ­დის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ერთ დღეს უფ­რო­სე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში შე­ა­ბი­ჯებს და კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცებს, რომ ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა.

ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი - თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში

ახალ­გაზ­რდა მე­ომ­ბო­ხე­თა სა­მა­გი­დო წიგ­ნი, რო­მე­ლიც გვახ­სე­ნებს, რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც სის­ტე­მამ ჯერ კი­დევ არ შეგ­ჭა­მა და შენ ისეთ კი­თხვებს სვამ, რომ­ლებ­ზე პა­სუ­ხიც არა­ვის აქვს. ან უბ­რა­ლოდ, არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა მას­ზე პა­სუ­ხე­ბის მო­ძი­ე­ბით.

ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ეი - მო­ხუ­ცი და ზღვა

ეს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ 110 გვერდს ით­ვლის და რო­მელ­მაც ჰე­მინ­გუ­ე­ის ნო­ბე­ლი­სა და პუ­ლი­ცე­რის პრე­მი­ე­ბი მო­ა­პო­ვე­ბი­ნა."ადა­მი­ა­ნი და­მარ­ცხე­ბის­თვის არ არის გა­ჩე­ნი­ლი, ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მოს­პოთ, მაგ­რამ მისი და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია." "ბედ­ნი­ე­რე­ბა ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა სა­ხით ეწ­ვე­ვა. ვინ გა­მო­იც­ნობს მას? მე, მა­გა­ლი­თად, ერთ ციც­ქნა ბედ­ნი­ე­რე­ბას მი­ვი­ღებ­დი რა სა­ხი­თაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ყვე­ლა­ფერს მივ­ცემ­დი, რა­საც მო­ი­თხოვ­დნენ."

აგა­ტა კრის­ტი - 10 პა­ტა­რა ზან­გი

მო­თხრო­ბა ათ, ერ­თმა­ნეთ­თან არაფ­რით და­კავ­ში­რე­ბულ ადა­მი­ან­ზე მოგ­ვი­თხრობს, რომ­ლე­ბიც კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე მდიდ­რულ სახ­ლში მოხ­ვდნენ. ვინ გა­უგ­ზავ­ნა მათ სა­ი­დუმ­ლო მოწ­ვე­ვა? ვინ და რა­ტომ კლავს მათ ერთი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით? თა­ნაც ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო მე­თო­დე­ბით. და რა კავ­ში­რი აქვს ამ ყვე­ლა­ფერს მხი­ა­რულ სა­ბავ­შვო ლექსთან?

ალე­სან­დრო ბა­რი­კო - 1900. ლე­გენ­და პი­ა­ნისტზე

ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნი. ეს მო­ნო­ლო­გია. მო­გო­ნე­ბე­ბი მშვე­ნი­ერ დრო­ზე. მო­გო­ნე­ბე­ბი უნი­კა­ლურ მუ­სი­კოს­ზე, რომ­ლის მსგავ­სი არ და­ბა­დე­ბუ­ლა და არც და­ი­ბა­დე­ბა. გე­ნი­ა­ლუ­რი პი­ა­ნის­ტის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც გე­მი­დან ხმე­ლეთ­ზე არა­სო­დეს გად­მო­სუ­ლა. წიგნ­ზე იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მია გა­და­ღე­ბუ­ლი.

ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დი - დიდი გეტსბი

რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს ჯა­ზის მე­ლო­დი­ის სი­ტყვე­ბად ქცე­ვა და ამის მი­ხედ­ვით რო­მა­ნის და­წე­რა, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად "დიდი გეტსბი" და­ი­წე­რე­ბო­და. და­კარ­გუ­ლი თა­ო­ბის ის­ტო­რია, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას ცდი­ლობ­დნენ. ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ტრა­გე­დია მა­ტე­რი­ა­ლის­ტურ სამ­ყა­რო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა

10 წიგნი, რომელიც ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება

10 წიგნი, რომელიც ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება

არსებობს წიგნები, რომლებიც მარტივად და სწრაფად იკითხება, თუმცა, ჩვენს მეხსიერებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. ჩვენ სწორედ ასეთი წიგნების სიას გთავაზობთ:

ტრუმან კაპოტე - საუზმე ტიფანისთან

ყველა ჩვენგანი ცდილობს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნას, მაგრამ ცოტა ადამიანი თუ ახერხებს ამას. ისტორია იმის შესახებ, თუ რაოდენ რთულია შეინარჩუნო საკუთარი ინდივიდუალურობა და როგორი მწარე შეიძლება აღმოჩნდეს მოჩვენებითი თავისუფლება. ისევე როგორც მთელი ცხოვრება.

ანნა გავალდა - 35 კილოგრამი იმედი

ეს პატარა პოეტური ამბავი მოგვითხრობს მთავარზე: ცხოვრებისეული გზის არჩევაზე, სიყვარულის ძალასა და ერთგულებაზე. 13 წლის მოზარდის ისტორია, რომელიც ერთ დღეს უფროსების ცხოვრებაში შეაბიჯებს და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ოცნებები ხდება.

ჯერომ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში

ახალგაზრდა მეომბოხეთა სამაგიდო წიგნი, რომელიც გვახსენებს, როგორი შეგრძნებაა, როდესაც სისტემამ ჯერ კიდევ არ შეგჭამა და შენ ისეთ კითხვებს სვამ, რომლებზე პასუხიც არავის აქვს. ან უბრალოდ, არავინ დაინტერესებულა მასზე პასუხების მოძიებით.

ერნესტ ჰემინგუეი - მოხუცი და ზღვა

ეს ლიტერატურული შედევრია, რომელიც მხოლოდ 110 გვერდს ითვლის და რომელმაც ჰემინგუეის ნობელისა და პულიცერის პრემიები მოაპოვებინა."ადამიანი დამარცხებისთვის არ არის გაჩენილი, ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია." "ბედნიერება ადამიანს სხვადასხვა სახით ეწვევა. ვინ გამოიცნობს მას? მე, მაგალითად, ერთ ციცქნა ბედნიერებას მივიღებდი რა სახითაც უნდა ყოფილიყო და ყველაფერს მივცემდი, რასაც მოითხოვდნენ."

აგატა კრისტი - 10 პატარა ზანგი

მოთხრობა ათ, ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებულ ადამიანზე მოგვითხრობს, რომლებიც კუნძულზე მდებარე მდიდრულ სახლში მოხვდნენ. ვინ გაუგზავნა მათ საიდუმლო მოწვევა? ვინ და რატომ კლავს მათ ერთი მეორის მიყოლებით? თანაც ყველაზე უჩვეულო მეთოდებით. და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მხიარულ საბავშვო ლექსთან?

ალესანდრო ბარიკო - 1900. ლეგენდა პიანისტზე

ეს არ არის ჩვეულებრივი წიგნი. ეს მონოლოგია. მოგონებები მშვენიერ დროზე. მოგონებები უნიკალურ მუსიკოსზე, რომლის მსგავსი არ დაბადებულა და არც დაიბადება. გენიალური პიანისტის ისტორია, რომელიც გემიდან ხმელეთზე არასოდეს გადმოსულა. წიგნზე იმავე სახელწოდების ფილმია გადაღებული.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - დიდი გეტსბი

რომ შეიძლებოდეს ჯაზის მელოდიის სიტყვებად ქცევა და ამის მიხედვით რომანის დაწერა, მაშინ აუცილებლად "დიდი გეტსბი" დაიწერებოდა. დაკარგული თაობის ისტორია, რომლებიც თავიანთი ამერიკული ოცნების ასრულებას ცდილობდნენ. ნამდვილი სიყვარულის ტრაგედია მატერიალისტურ სამყაროში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს