მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგიერთ ქალს გზაზე მეც ვუფრთხი"
  "ზოგიერთ ქალს გზაზე მეც ვუფრთხი"

ჟურ­ნა­ლისტ ლულუ კა­ხი­ანს მი­აჩ­ნია, რომ ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს. ლულუ ავ­ტო­მო­ბილ­ზე, მის მარ­თვა­სა და პატ­რულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- პირ­ვე­ლად სა­ჭეს­თან ჩემ­მა ნათ­ლი­ამ დამ­სვა, "ფორდ ეს­კორ­ტი" ჰყავ­და და თბი­ლი­სის ზღვა­ზე დავ­ყავ­დი სას­წავ­ლებ­ლად. ამის შემ­დეგ აბას­თუ­მან­ში წა­ვე­დი და­სას­ვე­ნებ­ლად, სა­დაც უფრო მე­ტად "და­ვამ­ხე­ცე" ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა.

- რო­მე­ლი იყო შენი პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი?

- "ჰი­უნ­დაი", რო­მე­ლიც ია­ფად შე­ვი­ძი­ნე ნა­თე­სა­ვის­გან. ამ მან­ქა­ნის­თვის ბან­კი­დან კრე­დი­ტი გა­მო­ვი­ტა­ნე და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიხ­დი­დი. ახლა უკვე "პა­ჯე­რო იო" მყავს, ორ­კა­რი­ა­ნი, რუს­თა­ვის ბაზ­რო­ბა­ზე შე­ვი­ძი­ნე 4 .500 დო­ლა­რად.

- რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი?

- ქმარ­მა და­ჟი­ნე­ბით მომ­თხო­ვა, "პა­ჯე­რო" მე­ყი­და, იმი­ტომ, რომ გა­მოც­დი­ლი ჰყავს. ამ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით შე­მოვ­ლი­ლი აქვს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო... პა­ტა­რაა, კომ­ფორ­ტუ­ლი და ქა­ლის­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, წვავს ცო­ტას - სულ 10 ლიტ­რი უნდა 115 კმ-ზე, ოღონდ კარ­გი ბენ­ზი­ნი.

- პატ­რუ­ლი ხში­რად გა­ჩე­რებს?

- 6 წე­ლი­წა­დია სა­ჭეს­თან ვზი­ვარ და ორ­ჯერ და­მა­ჯა­რი­მეს: ერთხელ - დი­ლის 7 სა­ათ­ზე, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მეჩ­ქა­რე­ბო­და და ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე წი­თელ შუქ­ნი­შან­ზე გა­ვი­ა­რე, მე­ო­რედ კი - გა­და­ღე­ბი­დან ვბრუნ­დე­ბო­დი, მა­ში­ნაც მეჩ­ქა­რე­ბო­და, პატ­რუ­ლის მან­ქა­ნა კი ნელა მი­იზ­ლაზ­ნე­ბო­და და არ მა­ტა­რებ­და, და­ვუ­სიგ­ნა­ლე, ფა­რე­ბიც ავუნ­თე, მაგ­რამ არ და­მით­მო გზა, ამი­ტომ ავ­დე­ქი და გა­დავკვე­თე ორი ხაზი, რის გა­მოც გა­მა­ჩე­რეს და და­მა­ჯა­რი­მეს.

- რას შე­ა­და­რებ მან­ქა­ნას?

- მან­ქა­ნა ჩემი უერ­თგუ­ლე­სი მე­გო­ბა­რია.

- ფერს და ნო­მერს თუ აქვს შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა?

- არც ისე დიდი, რომ ამა­ზე ზედ­მე­ტი ფული ვხარ­ჯო.

- ლულუ, ხომ არ ღი­ზი­ან­დე­ბი, როცა მა­მა­კაც მძღო­ლებს ქა­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში ეჭვი ეპა­რე­ბათ?

- ზოგ ქალს მეც კი ვუფრ­თხი გზა­ზე. ისე, ვინც იცის, რო­გორ ვა­ტა­რებ, აღი­ა­რებს, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ.

- იო­ლად ათხო­ვებ მან­ქა­ნას მე­გო­ბარს?

- მირ­ჩევ­ნია, მე მო­ვემ­სა­ხუ­რო.

- რო­მელ ავ­ტო­მო­ბილ­ზე ოც­ნე­ბობ?

- ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩემ­თვის მხო­ლოდ კომ­ფორ­ტუ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, თუმ­ცა თუ ვინ­მე უახ­ლეს მო­დელს მა­ჩუ­ქებს, უარს არ ვე­ტყვი.

სოფო ყა­რა­ლაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ზოგიერთ ქალს გზაზე მეც ვუფრთხი"

  "ზოგიერთ ქალს გზაზე მეც ვუფრთხი"

ჟურნალისტ ლულუ კახიანს მიაჩნია, რომ ქალისთვის ყველაზე შესაფერისი ავტომობილი ჰყავს. ლულუ ავტომობილზე, მის მართვასა და პატრულთან ურთიერთობაზე გვესაუბრება:

- პირველად საჭესთან ჩემმა ნათლიამ დამსვა, "ფორდ ესკორტი" ჰყავდა და თბილისის ზღვაზე დავყავდი სასწავლებლად. ამის შემდეგ აბასთუმანში წავედი დასასვენებლად, სადაც უფრო მეტად "დავამხეცე" ავტომობილის მართვა.

- რომელი იყო შენი პირველი ავტომობილი?

- "ჰიუნდაი", რომელიც იაფად შევიძინე ნათესავისგან. ამ მანქანისთვის ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე და ორი წლის განმავლობაში ვიხდიდი. ახლა უკვე "პაჯერო იო" მყავს, ორკარიანი, რუსთავის ბაზრობაზე შევიძინე 4 .500 დოლარად.

- რატომ მაინცდამაინც ეს ავტომობილი?

- ქმარმა დაჟინებით მომთხოვა, "პაჯერო" მეყიდა, იმიტომ, რომ გამოცდილი ჰყავს. ამ მარკის ავტომობილით შემოვლილი აქვს მთელი საქართველო... პატარაა, კომფორტული და ქალისთვის დამაკმაყოფილებელი. გარდა ამისა, წვავს ცოტას - სულ 10 ლიტრი უნდა 115 კმ-ზე, ოღონდ კარგი ბენზინი.

- პატრული ხშირად გაჩერებს?

- 6 წელიწადია საჭესთან ვზივარ და ორჯერ დამაჯარიმეს: ერთხელ - დილის 7 საათზე, როცა ტელევიზიაში მეჩქარებოდა და ყაზბეგის ქუჩაზე წითელ შუქნიშანზე გავიარე, მეორედ კი - გადაღებიდან ვბრუნდებოდი, მაშინაც მეჩქარებოდა, პატრულის მანქანა კი ნელა მიიზლაზნებოდა და არ მატარებდა, დავუსიგნალე, ფარებიც ავუნთე, მაგრამ არ დამითმო გზა, ამიტომ ავდექი და გადავკვეთე ორი ხაზი, რის გამოც გამაჩერეს და დამაჯარიმეს.

- რას შეადარებ მანქანას?

- მანქანა ჩემი უერთგულესი მეგობარია.

- ფერს და ნომერს თუ აქვს შენთვის მნიშვნელობა?

- არც ისე დიდი, რომ ამაზე ზედმეტი ფული ვხარჯო.

- ლულუ, ხომ არ ღიზიანდები, როცა მამაკაც მძღოლებს ქალების პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარებათ?

- ზოგ ქალს მეც კი ვუფრთხი გზაზე. ისე, ვინც იცის, როგორ ვატარებ, აღიარებს, რომ პროფესიონალი ვარ.

- იოლად ათხოვებ მანქანას მეგობარს?

- მირჩევნია, მე მოვემსახურო.

- რომელ ავტომობილზე ოცნებობ?

- ავტომობილი ჩემთვის მხოლოდ კომფორტულად გადაადგილების საშუალებაა, თუმცა თუ ვინმე უახლეს მოდელს მაჩუქებს, უარს არ ვეტყვი.

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)